როდის დაბრუნდებიან ქობულეთის სოფლებში მიწის ამზომველები

„წავიდნენ სოფლიდან ამზომველები ისე, რომ ჩემთან არ მოსულან,“ – ამბობს ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები მოქალაქე. ადამიანები სხვადასხვა სოფლიდან გვიყვებიან, რომ საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა მათ სოფლებში მუშაობა უკვე დაასრულეს, ყველა მიწის ნაკვეთი კი, რაზეც განცხადება დაწერილია, არ შეუსწავლიათ. მოქალაქეები, რომლებიც „ბათუმელებს“ დაუკავშირდნენ, ამბობენ, რომ სისტემური რეგისტრაციის მოთხოვნით საჯარო რეესტრს განცხადებით 2023 წელს მიმართეს. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში …

მოითხოვე მიწის უფასოდ აზომვა წინასწარ – როდის იწყება აჭარაში სისტემური რეგისტრაცია

ხულოში, სხალთის თემში და ქობულეთის სოფელ დაგვაში მიწის სისტემური [უფასო] რეგისტრაციის თებერვალში არჩატარების მიზეზად საჯარო რეესტრში „ცუდ კლიმატურ პირობებს“ ასახელებენ. „ბათუმელებს“ დღეს საჯარო რეესტრში უთხრეს, რომყება სხალთასა და დაგვაში რეგისტრაცია [მიწის აზომვითი სამუშაოები] მიმდინარე წლის მაის-ივნისში ჩატარდება. აღნიშნულ თვეებში მიწის უფასო რეგისტრაცია უნდა დაიწყოს აჭარის სხვა სოფლებშიც. რეესტრში ირწმუნებიან, რომ გეგმა-გრაფიკს მიყვებიან და ამ სოფლებში …

სოფლებში ამბობენ, რომ მიწის უფასო რეგისტრაცია აჭარაში დაპირების მიუხედავად არ დაიწყო

აჭარის სოფლებში მიწის სისტემური, უფასო რეგისტრაცია 2023 წლის საჯარო რეესტრის შეცვლილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით ხულოში, სხალთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებსა და ქობულეთში, სოფელ დაგვაში ამ წლის დასაწყისში, თებერვალში უნდა განხორციელებულიყო. სხალთის თემს ეკუთვნის სოფელი წაბლანა. როგორც წაბლანელები ამბობენ, მიწის უფასო რეგისტრაციით დაინტერესებულები არიან და შესაბამისად, ამ თემაზე კითხვებს ხშირად სვამენ ხულოს მერიაში, საკრებულოში თუ მერის წარმომადგენელთან სხალთაში, …

გომისმთაზე მიწის რეგისტრაცია ივლისში დაიწყება და წლის ბოლოს დასრულდება – ახალი ბრძანება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 3 ივლისის ბრძანებით, გომისმთასა და კიდევ 6 დასახლებულ პუნქტში [საერთო ფართობი – 85 292 ჰა], სახელმწიფომ მიწის ნაკვეთების სისტემური რეგისტრაცია 2020 წლის ივლისში უნდა დაიწყოს და ამავე წლის ბოლოს [31 დეკემბრის ჩათვლით] დაასრულოს. სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალების საკადასტრო და გრაფიკული მონაცემების მიხედვით, რომელიც მინისტრის ბრძანებას თან ერთვის, დაბა გომისმთაზე მიწის ნაკვეთების სისტემური …

გომისმთაზე და კიდევ 6 მაღალმთიან დასახლებაში მიწის უფასოდ რეგისტრაცია დაიწყება

საჯარო რეესტრმა „ბათუმელებს“ იმ დასახლებების ჩამონათვალი მოგვაწოდა, სადაც მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყება. „7 მაღალმთიანი დასახლება, მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში დასარეგისტრირებელი დიდი ფართობის გათვალისწინებით შეირჩა“, – მოგვწერეს რეესტრიდან. დასახლებები, სადაც მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყება: [checklist] ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთის დასახლება; ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჟახუნდერისა და ჩიხარეშის ადმინისტრაციული ერთეულები; ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  ხვანჭკარისა და ჭრებალოს ადმინისტრაციული ერთეულები; ონის მუნიციპალიტეტის …

მიწის რეგისტრაცია უფასოდ – ნახეთ, რა იცვლება

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ 3 წლის განმავლობაში მოქალაქეებისთვის ჯამში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემურ რეგისტრაციას გეგმავს. „ეს ნიშნავს, რომ საქართველოში, გარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულისა, ყველა მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული იქნება“. მიწის სისტემური რეგისტრაცია ითვალისწინებს იმას, რომ საჯარო რეესტრი თავად ახდენს მიწების აზომვას, საკადასტრო ნახაზების მომზადებას, ყველა საჭირო დოკუმენტების მოძიებას, ნახაზების ჩასწორებას და მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირებას. …

Exit mobile version