ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე ამბობს, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ისე ამოიღო მისი ორი საგანი სასწავლო კურსიდან, რომ ამის შესახებ არც მას და არც სტუდენტებს არაფერი აცნობა. პროფესორის თქმით, თვე-ნახევარია პროგრამიდან ამოღებულ საგნებში ლექციებს უკითხავს სტუდენტებს. საგნების გაუქმების შესახებ კი შემთხვევით გაიგო. „2020 წელს გავიმარჯვე ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონკურსში და ბსუ-ში ჩამოვაყალიბე ჟან …
Tag Archives: მალხაზ ნაკაშიძე
ამ კანონის მიღებით, შესაძლოა, შეწყდეს „ერაზმუს+“, როგორც ეს მოხდა რუსეთში – ბსუ-ს პროფესორი
9 მაისს, 17 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ ევროპის დღეს აღნიშნავენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბსუ-ს ჟან მონეს კათედრის (EUCONST) ხელმძღვანელი, პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე ავრცელებს ფეისბუქზე შექმნილი ღონისძიების გვერდზე. ღონისძიების გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 9 მაისს ევროკავშირი და წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ, რომელიც ევროპაში მშვიდობასა და ერთობას აღნიშნავს. ამ დღის აღნიშვნა უკავშირდება …
უნივერსიტეტები ივსება ჩაწყობით, ნეპოტიზმით, ისინი კი რექტორს ირჩევენ – ინტერვიუ დოქტორთან
რა ტიპის პრობლემებს უქმნის უნივერსიტეტებს რექტორის ერთკანდიდატიანი არჩევნები, რა პროცესებზე მიუთითებს ეს და რატომ დუმს აკადემიური პერსონალი? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორს, კონსტიტუციონალისტ მალხაზ ნაკაშიძეს ესაუბრა. ბატონო მალხაზ, დღეს თსუ-ში ჩატარდა რექტორის არჩევნები ერთი კანდიდატით. რექტორი გახდა ჯაბა სამუშია – ადამიანი, რომელიც წინასწარ დანიშნეს მოვალეობის შემსრულებლად. როგორც აკადემიური სფეროს წარმომადგენელს მინდა გკითხოთ, …
როგორ ისაკუთრებს „ოცნება“ ბათუმის ოპოზიციურ საკრებულოს – ინტერვიუ
„ხელისუფლების მიტაცება“ – ასე დაასათაურა ბათუმის საკრებულოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენები კონსტიტუციონალისტმა მალხაზ ნაკაშიძემ. საუბარია „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც საკრებულოს შუალედური არჩევნების გზით არჩეული დეპუტატის უფლებამოსილების ცნობისთვის საკრებულოს შეკრება საჭირო აღარ იქნება. ბათუმში საკრებულო ამ დრომდე ვერ იკრიბება. იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ სხვა პარტიებთან თანამშრომლობა არ მოუწიოს და არც ხელახალი არჩევნები …
Continue reading “როგორ ისაკუთრებს „ოცნება“ ბათუმის ოპოზიციურ საკრებულოს – ინტერვიუ”
როდის ატარებს ბათუმის მერია ხალხის გამოკითხვას
„კორპუსებს შორის რომ მიწა გაყიდეს ბათუმში, მაგაზე ჩაეტარებინათ გამოკითხვა,“ – ამბობს იურისტი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე. მას, როგორც აქტიურ მოქალაქეს ვკითხეთ, რა ჩანს ბათუმის მერიის გადაწყვეტილებიდან, როცა ის ზოგჯერ კონკრეტულ საკითხებზე ინტერნეტ გამოკითხვას ატარებს. ბოლო ასეთი გამოკითხვა ბათუმის მერიამ მუნიციპალური ავტობუსის ფერის შესარჩევად გამოაცხადა. „რა ფერის მუნიციპალურ ავტობუსს ისურვებდით ჩვენს ქალაქში?“ მერიამ ოფიციალურ …
Continue reading “როდის ატარებს ბათუმის მერია ხალხის გამოკითხვას”
რა არის მნიშვნელოვანი მოქალაქისთვის და რა ცვლილებები შედის აჭარის კონსტიტუციაში
ავტორი: მალხაზ ნაკაშიძე, სამართლის დოქტორი, კონსტიტუციონალისტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებები შედის. როცა საჯარო განხილვებს ვაკვირდებით, კარგად ჩანს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური ცვლილებების განხილვაც ისეთივე ფორმალური პროცესია, როგორც საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იყო გასულ წელს. ეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის დასაწყიდიდან იგრძნობა. გვახსოვს, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო აანონსებდა აჭარაში კონსტიტუციის პროექტის შემუშავების მიზნით სპეციალური საკონსტიტუციო კომისიის შექმნას …
Continue reading “რა არის მნიშვნელოვანი მოქალაქისთვის და რა ცვლილებები შედის აჭარის კონსტიტუციაში “
არჩევნების შემდგომი დეპრესია პარტიების რეგიონულ ოფისებში
არჩევნების შედეგების შემდეგ იმედგაცრუება პარტიების რეგიონულ ორგანიზაციებზეც აისახა. ზოგიერთმა რეგიონულმა თავმჯდომარემ პარტიაში თანამდებობა, ზოგიერთმა კი საერთოდ პარტიაც დატოვა. რეგიონული ორგანიზაციების ოფისების უმეტესობა დაკეტილია. ემოცია, ფსიქოლოგიური ფაქტორი, დეპრესია და ტრაგედია – დღეს ამ სიტყვებს იყენებენ პარტიებში ლიდერებისა თუ წევრების მიერ არჩევნების შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებების შეფასებებისას. კობა ჩხეიძე – აჭარაში „თავისუფალი დემოკრატების“ რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, მას შემდეგ, …
Continue reading “არჩევნების შემდგომი დეპრესია პარტიების რეგიონულ ოფისებში”
არჩევნების მეორე ტური – 30 ოქტომბერი
საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის პარლამენტში მყოფ პოლიტიკურ ძალას მანდატების საერთო რაოდენობის, ანუ 150-ის 3/4 ესაჭიროება, რაც მინიმუმ 113 დეპუტატს ნიშნავს. 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, პროპორციული სიით, „ქართულ ოცნებას“ 67 დეპუტატი ჰყავს პარლამენტში, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 27, ხოლო „პატრიოტთა ალიანსს“ – ექვსი. მეორე ტური 50 მაჟორიტარულ ოლქში 30 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატები 5 …
მალხაზ ნაკაშიძე: ისეთი პარტიებიც ვიცი, სადაც საერთოდ არ შედის ხალხი
„პოლიტიკაში მოსვლის სურვილი ახლა გამიჩნდა, როცა ოთხი წელი ვუყურებდი, როგორ სამარცხვინოდ მუშაობდა უმაღლესი საბჭო,“ – ამბობს მალხაზ ნაკაშიძე. აქამდე ის მხოლოდ აკადემიური საქმიანობით იყო დაკავებული. კონსტიტუციონალისტია და კითხულობს ლექციებს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მალხაზ ნაკაშიძე ბათუმის 69-ე ოლქში აპირებს უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მანდატის მოპოვებას. ის წარმოადგენს მოძრაობას „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“. პაატა ბურჭულაძის ბლოკის ირგვლის …
Continue reading “მალხაზ ნაკაშიძე: ისეთი პარტიებიც ვიცი, სადაც საერთოდ არ შედის ხალხი”
მალხაზ ნაკაშიძე: უმოკლეს ვადებში მოხდეს სპორტსმენებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა
დღეს, 18 აგვისტოს, პოლიტიკური გაერთიანება „ახალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მალხაზ ნაკაშიძემ ბრიფინგი გამართა. მან დაბა ჩაქვში მდებარე სპორტსკოლაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა. სწორედ ამ შენობაში გადიოდა წვრთნებს ქართველი ოლიმპიური ჯილდოს მფლობელი, ძალოვანი ირაკლი თურმანიძე. „ბოლო ოცი წლის განმავლობაში არც ერთი ხელისუფლება, არც ცენტრალურ და არც ადგილობრივ დონეზე, არ დაინტერესებულა სპორტსმენებით, რის გამოც მათ ასეთ პირობებში …