„დღეს ჩვენც ლუკა ვართ“ – მოსწავლეების პროტესტი და სოლიდარობა ბათუმში

დღეს, 20 დეკემბერს, საღამოს 18:30 საათზე, ბათუმის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. „არა სუიციდს!“, „ერთად ლუკასთვის“, „დროა ქუჩაში გამოსვლის“ – ამ და სხვა სლოგანების ფონზე მოსწავლეებმა გააპროტესტეს ძალადობრივი სისტემა, რამაც 15 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა. „გიღირდათ კედელი სიცოცხლის ფასად?“ – ეწერათ მოზარდებს პლაკატზე. ისინი ამბობენ, რომ აუცილებელია მათი ხმა ისმოდეს ძალადობის წინააღმდეგ, რადგან მომავალში …

“დღეს სირცხვილია სახლში ჯდომა” – მდუმარე აქცია ევროპის მოედანზე

ბათუმში, ევროპის მოედანზე, მდუმარე აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა პლაკატებით და დუმილით გააპროტესტეს 15 წლის მოზარდის დაღუპვა. “დღეს სირცხვილია სახლში ჯდომა, როცა ასეთი რამ ხდება ქვეყანაში,” – ამბობენ აქციის მონაწილეები. 15 წლის ლუკა სირაძე 17 დეკემბერს გარდაიცვალა. არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა  11 დეკემბერს სცადა, ის რამდენიმე დღე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მოზარდმა თვითმკვლელობა საგამოძიებო ორგანოს …

„არავინ იცის, ხვალ ვინ იქნება მსხვერპლი“ – სოლიდარობა და პროტესტი ბათუმში

„ეს არის სოლიდარობაც და პროტესტიც“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ სოფიო ბერიძემ, ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრმა, დღეს, 18 დეკემბერს, ბათუმის უნივერსიტეტთან გამართულ აქციაზე. აქციის წევრები უნივერსიტეტთან პლაკატებით მივიდნენ, მათ შორის იყვნენ სტუდენტებიც და მოსწავლეებიც. „ნიშანდობლივია, რომ ჩვენ დღეს სკოლის მოსწავლეებიც შემოგვიერთდნენ. ძალიან მძიმე დღე გაგვითენდა ქვეყანაში და არ მინდა ასეთი დღეები გვითენდებოდეს. მთავარი სათქმელი აქ მაქვს“ – გვითხრა …

ამ ბავშვის ტრაგედია ბევრ რამეს შეცვლის ქვეყანაში – ინტერვიუ ეკა ბესელიასთან

„პირველ რიგში, სკოლას უნდა გაერკვია, ფსიქოლოგებთან და მშობელთან ერთად, არის კი აქ დანაშაულის ნიშნები?… გასარკვევი იყო, რატომ ჰქონდა ბავშვს ეს პროტესტი“ – ამ და სხვა დარღვევებს „ლუკა სირაძის საქმეში“ ეკა ბესელია ხედავს. როცა იგი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს თავმჯდომარეობდა, პარლამენტმა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ მიიღო იმ გზავნილით, რომ კოდექსი არასრულწლოვნების დაცვის გარანტი იქნებოდა, მათ შორის, …

#ბოდიშილუკა – სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების აქცია ბათუმში

დღეს, 18 დეკემბერს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  სტუდენტები, მოსწავლეები და არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” წევრები აქციაზე შეიკრიბნენ. აქცია ერთდროულად იყო სოლიდარობის და საპროტესტო. მოქალაქეები ამბობდნენ, რომ დღეს ქუჩაში დადგნენ იმიტომ, რომ მსგავსი აღარ განმეორდეს და რომ “სისტემა უნდა დაინგრეს”. “ვის უნდა დაურეკო მაშინ, როცა პოლიცია გკლავს?”, “გუშინ შენი შვილიც მოკლეს”, “მშიშარაა, ვინც ფიქრობს რომ ცხოვრება მშვენიერია”, “სისტემა …

თორნიკე რიჟვაძე: ვუსამძიმრებ ოჯახს… მჯერა, ყველა კითხვას გამოძიების მხრიდან გაეცემა პასუხი

აჭარის მთავრობის თამჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ფეისბუქზე 15 წლის მოსწავლის, ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და ოჯახსა და საზოგადოებას უსამძიმრებს. „შემძრა 15 წლის ლუკას გარდაცვალებამ. მჯერა, რომ ამ მძიმე ფაქტთან დაკავშირებით ყველა კითხვას გამოძიების მხრიდან გაეცემა სათანადო პასუხი და ყველა დამნაშავე დაისჯება. ვუსამძიმრებ ოჯახს, თანაკლასელებს და მთელ საზოგადოებას,“ – წერს თორნიკე რიჟვაძე. 15 წლის ლუკა სირაძე …

ლუკას ცარიელი მერხი შს სამინისტროსთან – მდუმარე აქცია თბილისში [ფოტო]

მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებმა თბილისში, შს სამინსიტროსთან სკამი და მერხი მიიტანეს და მდუმარე აქცია გამართეს. „სირცხვილია“ აპროტესტებს 15 წლის მოსწავლის, ლუკა სირაძის ტრაგიკულად გარდაცვალების ფაქტს, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა და გუშინ, 17 დეკემბერს გარდაიცვალა იაშვილის კლინიკაში. ლუკას ძმა „ნეტგაზეთთან” ამბობდა, რომ არასრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ. მისივე თქმით, …

15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო ქუთაისში ნაძვის ხეს საზეიმოდ აღარ აანთებენ

21 დეკემბერს ქუთაისში საახალწლო ნაძვის ხის ანთების ცერემონია აღარ გაიმართება – ამის შესახებ ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ განაცხადა. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობ მის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს. 15 წლის მოზარდის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ შეძრა ჩვენი საზოგადოება. ჩვენ, ყველა, ერთად ვართ პასუხისმგებელნი ამ ტრაგედიაზე. შექმნილი მდგომარეობის გამო, 21 დეკემბერს ქუთაისის მთავარი ნაძვის …

“ამ ცხოვრების დედაც” – სოლიდარობის აქცია ბათუმში 15 წლის ლუკას დაღუპვის შემდეგ

17 დეკემბერს, 23:30 საათზე ბათუმში, ევროპის მოედანზე მოქალაქეები 15 წლის მოსწავლის, ლუკა სირაძის  გარდაცვალების გამო გამოვიდნენ ქუჩაში. აქციის მონაწილეებმა სანთლები დაანთეს, ქუჩებში კი წითელი საღებავით დაწერეს სიტყვები –  „ამ ცხოვრების დედაც”. თუ ფიქრობთ, რომ დახმარება გჭირდებათ თქვენ, თქვენს მეგობარს ან უბრალოდ ნაცნობს, დარეკეთ: მანდატურების სამსახურის ბაზაზე არსებული ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24-საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 …

დაიღუპა 15 წლის მოსწავლე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა

17 დეკემბერს თბილისში, იაშვილის კლინიკაში დაიღუპა 15 წლის ლუკა სირაძე. მოზარდმა, სავარუდოდ, პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. ლუკას ძმა „ნეტგაზეთთან” ამბობდა, რომ არასრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ. მისივე თქმით, 15 წლის ლუკას პოლიცია “მწვანე სკოლის” შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა. ლუკა სირაძის საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი …

Exit mobile version