რა ევალება მეპატრონეს, თუ ბინაში საყრდენ კედელს ცვლის – ინტერვიუ არქიტექტორთან

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. შენობის ჩამონგრევის გამომწვევ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს, რომელზეც ამჟამად მუშაობენ. თუმცა ითქვა, რომ კორპუსის ჩამონგრევა მზიდი ანუ საყრდენი კედლის მოშლამ გამოიწვია. რა ევალება როგორც ბინის მეპატრონეს, ასევე სამუშაოების შესრულებისთვის დაქირავებულ პერსონალს და რა შემთხვევაშია დაუშვებელი თვითნებური ცვლილება საცხოვრებელ სახლებში. ამ თემაზე „ბათუმელები“ არქიტექტორ გიორგი რამიშვილს …

ეს ყველასთვის არის გაკვეთილი – თურნავა ბათუმის ტრაგედიაზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, დღეს, 12 ოქტომბერს, ჟურნალისტებთან ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მთავრობა მუნიციპალიტეტების დონეზე სამშენებლო რეგულაციების გამკაცრებაზე ფიქრობს. „ეს ფაქტი არის დამაფიქრებელი. თუმცა ესა თუ ის ადამიანი რას გააკეთებს თავის სარდაფში, ვერ გავიგებთ, თუ არ შეატყობინებს ის შესაბამის სტრუქტურებს. ამიტომ თითოეულ ადამიანს მართებს წინდახედულება და პასუხისმგებლობა და …

მოწმდება სხვა კორპუსების მდგრადობაც – მერია

26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის მიმდებარე კორპუსებს ექსპერტიზა უტარდება. როგორც მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, სანამ საბოლოო დასკვნა არ დაიდება, მანამდე მიმდებარე კორპუსებში მოქალაქეების დაბრუნება აკრძალულია. „სადარბაზოებს პოლიცია აკონტროლებს“, – ამბობენ მერიაში. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, შვიდსართულიანი კორპუსი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა, რასაც 9 ადამიანის, მათ შორის, 3 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩამონგრეულია ერთ-ერთი მომიჯნავე სადარბაზოს კედელიც, რომლის აღდგენა …

ბათუმში ნანგრევებში დაახლოებით 8 ადამიანს ეძებენ – მერია

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლელა სურმანიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში დაახლოებით 8 ადამიანს ეძებენ. „ჩვენი სერვისცენტრის მენეჯერი და ამხანაგობის თავმჯდომარე ვის ოჯახებსაც დაეკონტაქტნენ, დაახლოებით 7-8 ადამიანი შეიძლება იყოს ნანგრვებში. ერთი მწოლიარე ქალია, რომელიც შესაძლოა იყო სახლში. ბავშვების ნაწილი სკოლაშია, ნაწილი ადამიანების სამსახურში. ასე, რომ 8 ადამიანია სავარაუდოდ ნანგრევებში,“- ამბობს …

Exit mobile version