სახელმწიფო აუდიტმა საქართველოში კიბოს სკრინინგის პროგრამების ეფექტურობაზე უარყოფითი დასკვნა დადო. ამ პროგრამებისთვის კი ბიუჯეტიდან მხოლოდ ოთხ წელში 11 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. აუდიტის განცხადებით, სკრინინგის პროგრამები მხოლოდ იმ შემთხვევაში იძლევა შედეგს, თუ ჩართულია სამიზნე მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი [60-70%]. ევროპის უმეტესი ქვეყნების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ ჩამოუვარდება აღნიშნულ მაჩვენებელს, საქართველოში კი, კიბოს სკრინინგის პროგრამებში სამიზნე მოსახლეობის ჩართულობის მაჩვენებელი …
Tag Archives: კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა
ძუძუს კიბოთი დაღუპვის რისკი 2-ჯერ მეტია კავკასიაში, ვიდრე ჩრდილოეთ ევროპაში – ჯანმო
კიბოს რეგისტრის მონაცემებით, საქართველოში სარძევე ჯირკვლის კიბო ყველაზე ხშირი ავადობის კიბოა ქალებში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ძუძუს კიბო ყველაზე გავრცელებული სახეობაა ევროპის რეგიონში და ქალებში კიბოთი სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია. საქართველოში 2020 წელს ძუძუს კიბოს 1942 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მისგან 910 ქალი გარდაიცვალა. ჯანმო წერს, რომ ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალი ორჯერ მეტი ალბათობით დაიღუპება ავადმყოფობისგან, თუ ის ცხოვრობს კავკასიაში, ვიდრე ჩრდილოეთ ევროპაში. ჯანმო: მოწყვლად ჯგუფებში და დაბალი განათლებისა და შემოსავლის მქონე …
ძუძუს კიბოს 50% უკვე I-II სტადიაში ვლინდება, სკრინინგის ჯერ კიდევ ცოტა ქალი იტარებს – ექიმი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ისევე როგორც საქართველოს კიბოს რეგისტრის მონაცემებით, ქალებში ავთვისებიანი ახალწარმონაქმნებით გამოწვეული სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეა. ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და კოლორექტალური კიბოს სკრინინგის პროგრამა თბილისში 2008 წლიდან, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 2011 წლიდან მუშაობს, ასევე პროსტატის კიბოს მართვაც. მიუხედავად იმისა, რომ ძუძუს კიბოს სკრინინგს ყოველწლიურად 20 000-ზე მეტი ქალი იტარებს და პროგრამის …
რატომ არის ოქტომბერი ვარდისფერი და ვის ელიან სკრინინგზე ექიმები
სარძევე ჯირკვლის კიბო გავრცელებული დაავადებაა. ძუძუს კიბოს წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო კამპანიაში „ვარდისფერი ოქტომბერი“ საქართველო რამდენიმე წელია, რაც ჩაერთო. კამპანია მიზნად ისახავს დაავადების შესახებ ცნობადობის გაზრდას და იმის ჩვენებას, რომ კიბოს დიაგნოზი განაჩენი არ არის და რომ მისი დამარცხება შესაძლებელია. კამპანიაში ყოველწლიურად მთელი ქვეყნის მასშტაბით ონკოლოგები, მამოლოგები, ონკოლოგიური კლინიკები და არასამთავრობო ორგანიზაციები ერთვებიან. კლინიკა „ნიუ პლაზმა“ …
Continue reading “რატომ არის ოქტომბერი ვარდისფერი და ვის ელიან სკრინინგზე ექიმები”
ინტერესთა კონფლიქტი კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში
კიბოსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზა სკრინინგია – ეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციაა. კიბოსთან ბრძოლის ანალოგიური პოლიტიკა აქვს გაცხადებული საქართველოსაც, თუმცა მარტისა და აპრილის მონაცემებით, წელს რეგიონებში გასულ წელთან შედარებით 50%-ზე მეტად შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც სკრინინგის ჩატარება მოახერხეს. სახელმწიფომ პროგრამის შესრულება სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ ჯგუფს დაუკვეთა, რომელსაც რეგიონებში არ აქვს, მაგალითად, მამოგრაფი. გარდა ამისა, …
Continue reading “ინტერესთა კონფლიქტი კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში”
ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი და დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო
ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი და „მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი“ კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო. ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი და „მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი“ აჭარის მოსახლეობას სთავაზობს პროსტატის, სწორი ნაწლავისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ პროგრამებს. აჭარის ადგილობრივ მოსახლეობას, ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით, საშუალება ექნება კიბოს სკრინინგი სრულიად უფასოდ …