გაეცით იმ რუსული კომპანიების სია, რომლებიც ტენდერებს იგებენ – სასამართლოს დავალება სააგენტოს

უზენაესმა სასამართლომ შესყიდვების სააგენტოს დაავალა, გასცეს რუსეთში დაფუძნებული იმ  კომპანიის მონაცემები, რომლებიც საქართველოში ტენდერებს იგებენ. რუსული კომპანიების შესახებ ინფორმაციის მოწოდებაზე „ბათუმელებს“ უარი სააგენტომ 2019 წელს უთხრა. სასამართლოში „ბათუმელების“ ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა. „მოგვაწოდეთ იმ კომპანიების ჩამონათვალი, სახელისა და საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით, რომლებმაც 2018 წელს, ასევე 2019 წლის 9 აგვისტომდე გაიმარჯვეს სახელმწიფო ტენდერებში. ასევე …

„მედიააკადემიას“ სასამართლომ ინფორმაციის გაცემა დაავალა

„მედიააკადემიას“ თბილისის საქალაქო სასამართლომ საჯარო ინფორმაციის გაცემა დაავალა. საუბარია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დაფუძნებულ ააიპ-ზე – „მედიააკადემია“, რომელიც ამ დრომდე საჯარო ინფორმაციას არ გასცემდა. აქ მიიჩნევდნენ, რომ საჯარო „მედიააკედემია“ დაწესებულებას არ წარმოადგენდა. სასამართლომ ამჯერად „ინფორმაციის თავისუფლების და განვითარების ინსტიტუტის“ [IDFI] სარჩელი დააკმაყოფილა. „მედიააკადემიამ“ საჯარო ინფორმაცია არც „ბათუმელებს“ მიაწოდა. „ბათუმელების“ სარჩელი სასამართლოს ჯერ არ განუხილავს. „მედიააკადემია“ …

თუკი ბიუჯეტის ფულს ხარჯავ, ინფორმაციაც უნდა გასცე – უზენაესის ახალი გადაწყვეტილება

„კერძო სამართლის იურიდიულმა პირი საჯარო დაწესებულებად შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფო, ან ადგილობრივი ბიუჯეტის სახრებიდან დაფინანსების ფარგლებში იქნეს მიჩნეული,“ – ეს გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ მიიღო. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელი „ბათუმის წყლის“ წინააღმდეგ უზენაესმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ბოლო ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა, უნდა ჩაითვალოს თუ არა საჯარო უწყებად და, შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება აქვს …

ბათუმის წყალი: ჩვენთან თანამშრომლებმაც კი არ იციან ერთმანეთის ხელფასები

„ბატონო მოსამართლევ, ეს ინფორმაცია რომ გაგვეცა, მერე „ენერგო-პრო ჯორიჯიას“ და „სოკარ ჯორჯიასაც“ იგივეს მოსთხოვენ… იძულებული ვიყავი, ასეთი პასუხი გამეცა“, – ასე მოსამართლე ლაშა თავართქილაძეს შპს „ბათუმის წყლის“ იურისტმა, შალვა ფხალაძემ მიმართა. სასამართლო დავის საგანი ინფორმაციის თავისუფლებას ეხება, კონკრეტულად კი საჯარო ინფორმაციის გაუცემლობას. „ბათუმის წყალმა“ ინფორმაცია საშტატო ნუსხის, ასევე თანამდებობრივი სარგოების და აუდიტის დასკვნების შესახებ „ახალგაზრდა …

Exit mobile version