ბათუმის სასამართლო ლევან გელოვანმა და ინდირა მაშანეიშვილმა დატოვეს

ბათუმის საქალაქო სასამართლო ორმა მოსამართლემ დატოვა: ლევან გელოვანმა და ინდირა მაშანეიშვილმა. ლევან გელოვანი თბილისის საქალაქო სასამართლოში გადავიდა სამუშაოდ, ინდირა მაშანეიშვილი – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. ინდირა მაშანეიშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2016 წლის თებერვლიდან მუშაობდა. სამწლიანი გამოსაცდელი ვადის ამოწურვამდე იგი უვადოდ გაამწესეს – 2019 წლის 14 თებერვალს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში მუშაობის დაწყებამდე, ინდირა მაშანეიშვილი აბაშის, ვანის და სენაკის …

ბათუმში ორი მოსამართლე უვადოდ გაამწესეს

სალიხ შაინიძე და ინდირა მაშანეიშვილი დღეს, 14 თებერვალს, უვადო მოსამართლეებად გამწესდნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოში. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კიდევ 6 მოსამართლის უვადოდ გამწესებაზე მიიღო გადაწყვეტილება. სალიხ შაინიძე და ინდირა მაშანეიშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2016 წლის თებერვლიდან მუშაობენ. სამწლიანი გამოსაცდელი ვადის ამოწურვამდე ისინი უვადოდ გაამწესეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში მუშაობის დაწყებამდე, ინდირა მაშანეიშვილი აბაშის, ვანის და სენაკის სასამართლოებში მუშაობდა. …

სასამართლო დავა მოსამართლის წინააღმდეგ

„ჩვენ ვითხოვთ მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძის მოწმის სახით დაკითხვას,“ – მიმართა მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილს კომპანია „ბი ეს ჯგუფის“ დირექტორმა, რეზო შავაძემ. შუამდგომლობა კოლეგა მოსამართლის დაკითხვის შესახებ ჯერ ინდირა მაშანეიშვილს არ განუხილავს, რადგან ერთ-ერთი მხარე დღევანდელ პროცესზე არ გამოცხადდა და საქმის განხილვის გადადება გახდა საჭირო. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე, ვის დაკითხვასაც ბიზნესმენი ითხოვს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის …

პოლიციელი დაკავებულს: ის თქვი, რამდენჯერ ხარ ნასამართლევი

„პირველად ვხედავ ამ პოლიციელს. მე ამ კაცს არ დავუკავებივარ. მიცნობთ საერთოდ, რა მეცვა, შეგიძლიათ თქვათ?“ – ეს კითხვა მოწმის სახით დაბარებულ მე-7 განყოფილების პოლიციელს – თემურ აბაშიძეს გიორგი ბადრიშვილმა დაუსვა. გიორგი ბადრიშვილს ირაკლი ჯიბლაძესთან და გურამ ჩიკვაიძესთან ერთად საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდნენ. ისინი 12 მარტს დილით, ბათუმში, საპროტესტო აქციის დაშლის დროს …

ვაჟა-ფშაველას 13-ში დანგრეული ძეგლი კომპანიამ არ აღადგინა – ორი სასამართლო დავა

„თუ ძეგლის სტატუსი აღარ ექნება ვაჟა-ფშაველას 13-ს, მაშინ ეს დავაც აბსურდული გახდება,“ – მიმართა მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილს კომპანია „სლავა 2015“-ის იურისტმა, თამარ კახიძემ. აჭარის კულტურული მემკვდრეობის დაცვის სააგენტო ამჯერად კომპანიის დაჯარიმებას 10 ათასი ლარით  იმის გამო ითხოვს, რომ უნებართვოდ დანგრეული ძეგლის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა არ მომხდარა. თბილისის საქალაქო სასამართლო კი მსჯელობს, კანონიერად მიანიჭეს თუ არა …

„ბათუმის აქციის“ ერთ-ერთ მონაწილეს სასამართლოში იძულებით მიიყვანენ

„ბათუმის აქციის საქმეზე“ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ირაკლი ჯიბლაძისa და გურამ ჩიკვაიძის საქმე სასამართლომ დღეს, 22 მაისს, განიხილა. ისინი 12 მარტს დილით დააკავეს, თუმცა იმავე საღამოს ხელწერილით გაათავისუფლეს. საქმის განხილვა აქამდე იმიტომ გადაიდო, რომ მხარეებმა მტკიცებულებების წარმოდგენა მოითხოვეს. პროცესზე კიდევ ერთი პირი – გიორგი ბადრიშვილი უნდა მოსულიყო. ისიც 12 მარტს დილით დააკავეს. მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილმა თქვა, რომ …

სალიხ შაინიძე და ინდირა მაშანეიშვილი – ახალი მოსამართლეები ბათუმის სასამართლოში

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში გასულ კვირას კიდევ ორი მოსამართლე დაინიშნა. ერთ-ერთი მათგანი – 50 წლის სალიხ შაინიძე ბოლო 6 წლის განმავლობაში ადვოკატად მუშაობდა. უფრო ადრე კი – 1999-2009 წლებში სალიხ შაინიძე მოსამართლე იყო. ის ორ – შუახევისა და ხულოს  სასამართლოში ასრულებდა მოსამართლის უფლებამოსილებას, მათ შორის ხულოში დაკისრებული ჰქონდა მოსამართლის მოვალეობის შესრულება, ხოლო შუახევში …

Exit mobile version