16 წლის ბიჭი, რომელიც ავტომანქანის გაქურდვის მცდელობაშია ბრალდებული, გირაოთი გაათავისუფლეს

ავტომანქანის გაქურდვის მცდელობაში ბრალდებულ 16 წლის მოზარდს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ 500 ლარის გადახდა დააკისრა. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი დღეს, პირველ თებერვალს, გაიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. საქმის მასალების მიხედვით, 16 წლის მოზარდი 12 და 13 წლის არასრულწლოვნებთან ერთად ავტომანქანის გაქურდვას ცდილობდა. შემთხვევა 29 იანვარს მოხდა. არასრულწლოვანს გამოძიება ქურდობის მცდელობას ედავება. ის შემთხვევის ადგილას დააკავეს. „აშკარაა რესურსების …

„თუ იქნება მითითება, ჩავერთვებით“ – ბათუმის მერი პროგრამაზე, რომელიც მოზარდებს სჭირდებათ

„ამ კატეგორიის ბავშვებთან მუშაობა ყველაზე ნაკლები კომპეტენციაა თვითმმართველობის“, – გვიპასუხა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ. მას კანონთან კონფლიქტში მყოფი, ასევე რთული ქცევის მქონე ბავშვების შესახებ ვკითხეთ – ხედავს თუ არა ადგილობრივი მთავრობა საკუთარ როლს, შეისწავლოს და შესთავაზოს მოზარდებს სპეციალურ პროგრამებში ჩართვა? ბოლოს, ერთ-ერთი ასეთი მოზარდის შესახებ „ბათუმელები“ რამდენიმე დღის წინ წერდა – 13 წლის გოგოზე, რომელიც …

მოზარდებს იზოლაცია განსაკუთრებით უჭირთ, როგორ მოვიქცეთ? – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

„სტრესის ჰიგიენაც მნიშვნელოვანია,“ – ამბობს ფსიქოლოგი მაია ცირამუა მოზარდებზე საუბრისას. მოზარდები ახლა ყველა დანარჩენის მსგავსად, იზოლაციაში არიან და შინ, ერთფეროვან გარემოში ყოფნა განსაკუთრებით უჭირთ. „ბათუმელები“  მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის [ GCRT ] ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტს, მაია ცირამუას ესაუბრა იმაზე, თუ რა უნდა გაითვალისწინონ მოზარდებმა იზოლაციის პირობებში დეპრესიისგან და ასევე, ძალადობისგან თავის დასაღწევად. …

„ახლა მძინავს „კარდონებში“ და ოცნებაც აღარ მაქვს“ – სად წავიდნენ ქუჩაში მცხოვრები ბავშვები

სად წავიდნენ პანდემიის პირობებში ბავშვები, რომლებიც აქამდე ქუჩაში ცხოვრობდნენ? – თუკი ამას შესაბამის სახელმწიფო უწყებას ჰკითხავ, მარტივად გიპასუხებენ, რომ „ყველაფერი რიგზეა“ და ბავშვები ქუჩაში აღარ არიან, ისინი საკარანტინო ზონაში გადაჰყავთ, ზონიდან – თავშესაფარში, თუმცა რა ხდება ახლა იმ ბავშვების ცხოვრებაში, რომლებსაც სახლ-კარი შესაძლოა აქვთ, ან ნაქირავებში ცხოვრობენ, მაგრამ აქამდე ლუკმა-პურის საშოვნელად გამოდიოდნენ ქუჩაში? ან ის …

Exit mobile version