მოშიმშილე თამარ წილოსანს მიმართავს: მრჩება შთაბეჭდილება, რომ არ გსურთ იმპიჩმენტის დაწყება

ალექსანდრე მილორავა, რომელიც უკვე მე-12 დღეა აჭარის ტელევიზიასთან შიმშილობს, მრჩეველთა საბჭოს წევრს – თამარ წილოსანს სოციალურ ქსელ ფეისბუქში მიმართავს. ალექსანდრე მილორავა კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების ჩამოშორების გამო ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტს ითხოვს, თამარ წილოსანმა კი საჯაროდ დადებული პირობა გუშინ გადაიფიქრა, როცა იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე უარი თქვა და მრჩეველთა საბჭოს აღარ მიმართა. „თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მე შევწყვიტო …

რატომ აღარ მოითხოვა მრჩეველმა აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტი – შიმშილობის მე-11 დღე

აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტი აჭარის მრჩეველთა საბჭოს წევრს – თამარ წილოსანს დღეს აღარ მოუთხოვია. სამუშაო დღის ბოლომდე მისი მოთხოვნა მრჩეველთა საბჭოს არ მიუღია. თამარ წილოსანი გასული კვირის დღეებში, როცა ტელევიზიის წინ ალექსანდრე მილორავა შიმშილობდა, ორშაბათისთვის აანონსებდა მრჩეველთა საბჭოსთვის შესაბამისი განცხადებით მიმართვას და ვერ ასაბუთებდა, რატომ აჭიანურებდა პროცესს. თამარ წილოსანი „ევროპული საქართველოს“ მიერ შერჩეული კანდიდატია, იგი …

რატომ აჭიანურებს ბორდის წევრი იმპიჩმენტის დაწყებას ორშაბათამდე – წილოსანის განმარტება

„მივიღე გადაწყვეტილება, რომ მივმართო მრჩეველთა საბჭოს უნდობლობის პროცედურების დაწყების შესახებ. პროცედურების დაცვით 2 წევრის ერთობლივი წერილობითი მოთხოვნა სხდომის დანიშვნის შესახებ ორშაბათს შევა მრჩეველთა საბჭოში…“ – წერს ფეისბუქში აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრი – თამარ წილოსანი. უკვე მერვე დღეა აჭარის ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტის მოთხოვნით შიმშილობს მოქალაქე ალექსანდრე მილორავა. იგი ტელევიზიიდან კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების ჩამოშორებას …

ბორდის წევრი იმპიჩმენტს მხარს უჭერს, მაგრამ არ იცის როდის – ტელევიზიასთან შიმშილობის მე-6 დღე 

„იმპიჩმენტს მე მხარს ვუჭერ, მაგრამ მყარი არგუმენტები მჭირდება, კონსულტაციები მჭირდება ჟურნალისტებთან,“ – გვიპასუხა აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრმა თამარ წილოსანმა. პოზიციის დაფიქსირებისკენ მას დღეს ალექსადრე მილორავამ მოუწოდა, რომელიც უკვე მე-6 დღეა შიმშილობს. ის ტელევიზიიდან კრიტიკული ჟურნალისტების დევნას აპროტესტებს და მრჩეველთა საბჭოს წევრებს მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტს სთხოვს. იმპიჩმენტს ბორდის სამი წევრის თანხმობა სჭირდება და ხუთწევრიან ბორდში …

არის თუ არა მაუწყებელში სუსი? – აჭარა TV-ს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე

გადაცემა „ეთნოფორი“ და ხელფასები – ამ თემაზე აქცენტის გადატანით დისკუსიის შეჩერება დღევანდელ სხდომაზე მრჩეველთა საბჭოს წევრმა, თამილა დოლიძემ სცადა. მრჩეველთა საბჭომ დღეს, 20 მაისს, მაუწყებლის სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა. „იმ ყველაფერზე, რაც ახლა ტელევიზიაში ხდება, რეაქცია საერთოდ არ უნდა გვქონდეს? არ ფიქრობთ, რომ ეს სირცხვილია?“ – იკითხა საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, გია ქარცივაძემ მას შემდეგ, როცა …

Exit mobile version