აჭარის მთავრობამ ქობულეთის სათბურები 1,8 მილიონ ლარად, პირობით გაყიდა

ქობულეთში მდებარე სასათბურე მეურნეობა აჭარის მთავრობამ აუქციონზე 1 846 000 ლარად გაყიდა. აუქციონი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ჰქონდა გამოცხადებული. სასათბურე მეურნეობა, რომლის მრავალწლიანი იჯარით გაცემა მთავრობამ რამდენჯერმე უშედეგოდ სცადა, წინა აუქციონზე 2 270 000 ლარად იყიდებოდა, თუმცა აუქციონი არ შედგა. ბოლო აუქციონზე კი, ქონება განმეორებით, 20%-იანი ფასდაკლებით იყო გამოტანილი – 1 მილიონ 816 ათას …

ბულვარში „ანბანის კოშკის“ მოიჯარემ ტერიტორია შემოღობა – რას ფიქრობენ მერიაში

ბათუმში „ანბანის კოშკის“ მიმდებარე ტერიტორია ობიექტის მფლობელმა რკინის ღობით შეღობა. კოშკის დაცვის სამსახურის განმარტებით, რკინის ღობის შემოვლების მიზეზი ის არის, რომ შემაღლებულ ადგილს ბავშვები სკეიტბორდით სასრიალოდ იყენებენ. საჯარო რეესტრის მონაცემებით, „ანბანის კოშკს“ მართავს კომპანია შპს „ატმ – ანბანის კოშკის მენეჯმენტი“, რომლის დირექტორი და 33%-ი წილის მფლობელი ზურაბ ნასყიდაშვილია. „ანბანის კოშკის“ წინ, როგორც ხედავთ, დამონტაჟებულია ერთი …

მახინჯაურში მრავალწლოვან ხეებს ჩეხავს კომპანია, რომელსაც მთავრობამ 1 მილიონი აპატია [ვიდეო]

მახინჯაურში, ზღვის პირას, ყოფილი პანსიონატ „მზიურის“ ტერიტორიაზე მრავალწლოვან ხეებს ჩეხავენ. ხეები ამ ტერიტორიაზე მაშინაც გაჩეხეს, როცა მომიჯნავე ნაკვეთიდან ბიძინა ივანიშვილის პარკისთვის რამდენიმე ხე გადაიტანეს. ეს ტერიტორია შპს „სტატოტელის“ საკუთრებაშია, რომელსაც ეს და ასევე ყოფილი სანატორიუმ „მახინჯაურის“ ტერიტორიები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, პირდაპირი წესით და ინვესტიციის განხორციელების პირობით, 2016 წელს 3 მილიონ 900 ათას ლარად გადასცა. ამ ინვესტორმა …

მესაკუთრე ყოფილი ეროვნული ბანკის შენობაზე დაშენებას გეგმავს

ბათუმში, მემედ აბაშიძისა და გამსახურდიას ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაზე, მესაკუთრეს ერთი სართულის დაშენება სურს. შესაბამისი პროექტით აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მესაკუთრემ, შპს „სტარ კაპიტალმა“ უკვე მიმართა. სააგენტო პროექტის განხილვას კულტურული საბჭოს სხდომაზე დღეს, 15 მარტს, გეგმავს. ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა ბათუმში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 9 მილიონ 200 ათას …

ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა ბათუმში გაიყიდა

მეექვსე მცდელობა წარმატებით დასრულდა, ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა ბათუმში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ  9 მილიონ 200 ათას ლარად და პირობით გაყიდა. ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. შენობა შპს „სთარ კაპიტალმა“ იყიდა. კომპანია 2015 წელსაა დაფუძნებული და მისი დამფუძნებელი, ასევე კომპანიის ასი პროცენტის მფლობელი, ზურა ნასყიდაშვილია. ბოლო მცდელობისას სამინისტრო …

როგორ შეხვდება “ანბანის კოშკი” ახალ საკურორტო სეზონს

“ანბანის კოშკში” ამ დროისთვის სარემონტო სამუშაოებიც კი არ ტარდება. მიუხედავად ამისა, კომპანიის მმართველი პარტნიორი [როგორც ის თავის თავს უწოდებს] შალვა მელაძე ირწმუნება, რომ “ბუსტ ჯორჯია” აღებულ ვალდებულებებს ამჯერად შეასრულებს. ახალი შეთანხმებით, ინვესტორს ამისთვის 2016 წლის მაისამდე აქვს ვადა – ამ დრომდე “ანბანის კოშკში” კაფე, გალერეა, გადმოსახედი და ლიფტები უნდა მოეწყოს. 15 მაისს აჭარის მთავრობა საკურორტო …

ანბანის კოშკი, ინვესტორი და ვალდებულებები

 

ბათუმის ანბანის კოშკი ინვესტორს აჭარის მთავრობამ ხელშეკრულების დადებიდან სამ თვეში, კოშკის შენობაში გასართობი ობიექტების გახსნის პირობით გადასცა. ხელშეკრულება 2015 წლის ივნისში გაფორმდა. ამ დროისთვის კოშკის ირგვლივ ყვითელი ლენტია შემოვლებული. ეს იმის ნიშანია, რომ შენობაში შესვლა არ შეიძლება, ამის მიზეზი კი მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია. 

Exit mobile version