„F5“ – რას ნახავთ ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალზე 19-20 სექტემბერს

19-20 სექტემბერს ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი, „F5“ გაიმართება. ფესტივალში ქართველი პოეტები, მწერლები, რეჟისორები, კინომცოდნეები და მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას. „თანამედროვე სახელოვნებო პროცესი და აქტივობა ხშირად ცენტრალიზებულია და არ სცდება თბილისსა და რამდენიმე ტურისტულ ცენტრს. მიუხედავად ისტორიულ-კულტურული კონტექსტისა, სხვადასხვა საინტერესო აქტივობისა, არც ზუგდიდია გამონაკლისი ამ მიმართულებით და ადგილობრივი კულტურული პროცესი მეტად პასიურია. „F5“-ის მიზანია სახელოვნებო პროცესის დეცენტრალიზაცია …

ზუგდიდელი მედროშე შალვა ესართია 7 დღით დააპატიმრეს

საპროტესტო აქციების ზუგდიდელ მედროშეს, შალვა ესართიას 7 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. სასამართლო პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს, 5 დეკემბერს გაიმართა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჭაბუკიანმა მიიღო. შალვა ესართიას საპროტესტო აქციაზე ბანერის გამო ედავებოდნენ, რომელზეც ეწერა: „მილიცია, იდი ნა*უი“. შსს-მ მიიჩნია, რომ ეს პოლიციის შეურაცხყოფაა. გარდა ამისა, მედროშე 23 ოქტომბრის აქციაზე მოტოციკლისტის ჩაფხუტით იყო. „რატომ არის შეურაცხმყოფელი? …

ზუგდიდელ მედროშეს ბანერის გამო ასამართლებენ – პროცესი დღეს, 5 დეკემბერს გაიმართება

ზუგდიდელ მედროშეს, შალვა ესართიას დღეს, 5 დეკემბერს გაასამართლებენ. პროცესი 3 საათზე დაიწყება ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში. ზუგდიდელ მედროშეს ბანერის გამო ედავებიან, რომელზეც ეწერა: „მილიცია, იდი ნა*უი“. პოლიციელებს ოქმში ჩაუწერიათ, რომ ეს პოლიციის შეურაცხყოფაა. გარდა ამისა, მედროშე 23 ოქტომბრის აქციაზე მოტოციკლისტის ჩაფხუტით იყოო. „რატომ არის შეურაცხმყოფელი? მე ბანერზე მეწერა მილიცია და არა პოლიცია. ამ ბანერით დავდივარ აქციაზე …

„გვასალია მხოლოდ 500 ლარით დააჯარიმეს, ეს შერჩევითი სამართალია“ – აქტივისტი, რომელსაც რწმუნებულმა აგინა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაციის უფროსი, ლაშა გვასალია, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა, „დროას“ წევრის – მარიამ სიჭინავას და ზუგდიდელი სხვა აქტივისტების არაერთგზის შეურაცხყოფისთვის. როგორც მარიამ სიჭინავა „ბათუმელებთან“ ამბობს, შემთხვევა რამდენიმე თვის წინ მოხდა, თუმცა პოლიცია საქმეს არ იძიებდა. რამდენად სამართლიანია საჯარო მოხელის 500 ლარით დაჯარიმება, მაშინ როცა, აქტივისტებს ტროტუარზე დგომის გამო ადმინისტრაციულ პატიმრობას უსჯიან  ან …

ზუგდიდელ აქტივისტს 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს ფეისბუქზე კომენტარისთვის

ზუგდიდელ არტისტსა და აქტივისტს, როსტევან [როსტო] ზარანდიას დღეს, 9 ივლისს, მოსამართლე ირაკლი აბშილავამ 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. ზუგდიდელი აქტივისტების ინფორმაციით, როსტევან ზარანდიას ზუგდიდის მერიის პიარსამსახურის ხელმძღვანელმა, მაგდალინა თოდუამ უჩივლა ფეისბუქზე კომენტარისთვის – „ფოჩო“ და „ტვენგე“, რაც მეგრულად „სულელს“ და „შტერს, ბატს“ ნიშნავს. დღეს, 9 ივლისს, ზუგდიდელმა აქტივისტმა, მარიამ სიჭინავამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ფეისბუქზე ჩართვაში აღნიშნა, …

მარიამ სიჭინავა ზუგდიდის სასამართლომ 4000 ლარით დააჯარიმა

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე  ნინო ჭაბუკიანმა დღეს, 23 მაისს, 4 000 ლარით დააჯარიმა ზუგდიდელი აქტივისტი, მარიამ სიჭინავა – მას „ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ უჩივლა სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. „დამაჯარიმეს 4000 ლარით“ – წერს მარიამ სიჭინავა ფეისბუქზე და იქვე დასძენს, რომ მოსამართლე ნინო ჭაბუკიანმა დარბაზიდან გააძევა შეძახილის – „ოლეე, ოლას!“ გამო. ასევე, ზარქუას საჩივრის საფუძველზე დღეს ზუგდიდის სასამართლომ …

Exit mobile version