პოეტი კალმის და ფურცლის გარეშე ციხეში – „ზვიადის მეუღლეს დღესაც არ მისცეს ამ ნივთების შეგზავნის უფლება“

„მესამე კვირაა ციხეში არც კუთვნილ პაემანს მინიშნავენ. არც ბლოკნოტი და კალამი შემოდის, ვერც ციხის მაღაზიაში ვყიდულობ. საეჭვოდ დაემთხვა ახალი დირექტორის დანიშვნას“- განაცხადა თავის სასამართლო პროცესზე 2 ოქტომბერს პოეტმა, სინდისის პატიმარმა, ზვიად რატიანმა. რატომ დატოვეს პოეტი კალმისა და ფურცლის გარეშე ციხეში და ხომ არ არის ეს ზვიად რატიანის მიმართ ერთგვარი ანგარიშსწორება? – ამ თემაზე ზვიად რატიანის …

ცარიელი სკამი ზვიად რატიანისთვის თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე

თბილისის მეათე საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე წელს, საქართველოში პირველად, გამოჩნდება ცარიელი სკამი მწერლისთვის, რომელიც ვერ ესწრება ღონისძიებას. წელს ეს სკამი ზვიად რატიანის იქნება, პოეტისა და მთარგმნელის, რომელიც ახლა სინდისის პატიმარია. ლიტერატურული ფესტივალი ფეისბუქზე, ღონისძიების გვერდზე განმარტავს, რომ ეს PEN International-ის [საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ჟანრის მწერლებს] ტრადიციაა: „1980-ან წლებში PEN International-მა დააფუძნა „ცარიელი სკამის“ …

„ბიძინა ივანიშვილით დაწყებული, ეს არის სილა ყველასთვის“ – ზვიად რატიანი

დღეს, 14 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა ზვიად რატიანი, ცნობილი ქართველი პოეტი, რომელსაც პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ზვიად რატიანი 23 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო. პროკურატურა მას ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის დარღვევას, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პოეტს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დღეს, 14 …

„ადრე თუ გვიან შეიძლება დაგიჭირონ, თუ გაქვს ღირსება“ – ზვიად რატიანის დაკავებაზე

პოეტი ზვიად რატიანი, რომელიც არაერთხელ გახდა სისტემის მხრიდან ფიზიკური თუ სხვა ტიპის ძალადობის მსხვერპლი, შესაძლოა 7 წლით ჩასვან ციხეში. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. რატომ გაარტყა პოეტმა სილა პოლიციელს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ სცენარისტ ქეთი დევდარიანს და პოეტ პაატა შამუგიას ესაუბრა. ქეთი დევდარიანი მიიჩნევს, რომ ზვიად რატიანის დაკავება ნიშნავს ადამიანის გასამართლებას ღირსებისთვის. „მე ვფიქრობ, ეს სილაც …

„ზვიად რატიანის ქმედების მიზანი არ ყოფილა პოლიციელისთვის ზიანის მიყენება“ – „პენ საქართველო“

„პენ საქართველო“ განცხადებას ავრცელებს პოეტ ზვიად რატიანის დაკავებასთან დაკავშირებით. „პენ საქართველო, საქართველოს წიგნის ასოციაცია, ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები და ლიტერატურის სფეროში დასაქმებული ადამიანები, შეშფოთებას გამოვთქვამთ ცნობილი ქართველი პოეტის, ზვიად რატიანის დაკავების გამო. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ ზვიად რატიანი დაკავებულია სისხლის სამართლის წესით და წარდგენილი ბრალდებით მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. საგანგაშოა ის პრაქტიკა, რაც …

ზვიად რატიანი თბილისის აქციებზე: მორჩა, მოვიდნენ ჩვენი შვილები

პოეტი ზვიად რატიანი საქართველოში 20 ივნისის შემდეგ მიმდინარე აქციებს ეხმიანება. ვიდეომიმართვაში, რომელიც ფეისბუქზე გავრცელდა, ზვიად რატიანი ამბობს, რომ ეს თაობა გააკეთებს იმას, რაც ვერ შეძლო წინა თაობამ: „ეს უკვე სხვა თაობაა, გაიზარდნენ ჩვენი შვილები, გაიზარდნენ და არიან ჩვენზე გაცილებით ჭკვიანები, ჩვენზე სუფთები, არ არიან საბჭოიდები, არ ახსოვთ და კიდიათ მაგრად ის საბჭოთა კავშირი, არც ის …

ყველაზე სამარცხვინო მოვლენიდან ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამდე – ლიტერატურული წლის შეფასება

ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილს „ბათუმელებმა“ სთხოვა დაესახელებინა, მისი აზრით, 2018 წელს ქართულ ენაზე გამოცემული საუკეთესო წიგნები. მან არა მხოლოდ წიგნებზე, არამედ ზოგადად, წლის ლიტერატურულ პროცესებზე და ყველაზე სამარცხვინო ლიტერატურულ მოვლენაზეც კი ისაუბრა.  ლევან ბერძენიშვილი: საქართველოსთვის წლის მთავარი, 21-ე საუკუნის უმნიშვნელოვანესი კულტურული მოვლენა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა იყო. როცა მსოფლიოს ეუბნები, როგორი მაგარი იყავი წარსულში, ფიქრობენ, რომ ეს …

ქართულ ენაზე 14 უცხოელი მწერლის წიგნი გამოიცემა

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის პროექტის ფარგლებში, „უცხოური ლიტერატურა ქართულ თარგმანებში“ 14 უცხოელი ავტორის ტექსტი გამოიცემა. წიგნის ეროვნული ცენტრის ეს პროგრამა ქართველი გამომცემლებისთვისაა, რომლებსაც უცხოური ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნა სურთ. პროგრამა რამდენიმე წელია მოქმედებს და გამომცემლობებსა და ქართველ მთარგმნელებს ყოველ წელს ეძლევათ კონკურსში მონაწილეობის საშუალება. წიგნის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ შერჩეულ უცხოელ ავტორთა ეს ტექსტები ქართულ …

ბათუმელი მწერლების შეფასება ზვიად რატიანის საქმეზე

პოეტ ზვიად რატიანის დაკავებას და პოლიციის მხრიდან მასზე ძალადობას ბათუმელი მწერლები აფასებენ, როგორც პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების და ადამიანის უფლებების ხელყოფის ფაქტს. ჟურნალ „ჭოროხის“ რედაქტორი სანდრო ბერიძე: „პოლიცია მოიქცა არაადამიანურად. როგორ შეიძლება ადამიანს გინებისთვის ასე მოექცე. თუ გინებისთვის ერთს სჯი, მაშინ მეორეც უნდა დასაჯო და ამის მაგალითი იყო პრემიერის გინება. გარდა ამისა, პატრიარქი ღმერთი ხომ …

შეხვედრა პოეტ ზვიად რატიანთან [ანონსი]

დღეს, 2 ივნისს, 19 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 44-ე აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა პოეტსა და მთარგმნელთან,  ზვიად რატიანთან. შეხვედრის ორგანიზატორია ბსუ-ს ლიტერატურული კლუბი. ზვიად რატიანი ლიტერატურული პრემია „საბას“ 2010 წლის ლაურეატია. მას დღემდე გამოცემული აქვს რამდენიმე პოეტური კრებული და მისი ლექსები ნათარგმნია ხუთზე მეტ ენაზე. თავად ზვიად რატიანი თარგმნის გერმანულ და ინგლისურ პოეზიას.

Exit mobile version