ბათუმში სკოლის 5 მოსწავლეს ჯგუფურად ყაჩაღობის ჩადენას ედავებიან

ბათუმში ერთ-ერთი სკოლის 5 ბიჭი-მოსწავლე ამავე სკოლის 2 ბიჭს თავს დაესხა და ფული მოსთხოვა. მათ ჯგუფურად ყაჩაღობის ჩადენას ედავებიან ბათუმში, ერთ-ერთი საჯარო სკოლის 5 მოსწავლეს ყაჩაღობის ჩადენას ედავებიან. ადვოკატები ამტკიცებენ, რომ სკოლის მოსწავლეებს შორის ჩხუბის ყაჩაღობად კვალიფიცირება აბსურდია. საქმის მასალების მიხედვით, სკოლის მოსწავლე 5 ბიჭი ამავე სკოლის მოსწავლე 2 ბიჭს ბათუმში, ერთ-ერთ ქუჩაზე, „წინასწარ შეთანხმებით, …

გაუპატიურების საქმე ბათუმის სასამართლოში – ქალის ჩვენება და ბრალდებულის ადვოკატის ვერსია 

„გამომეღვიძა… შოკურ მდგომარეობაში ვიყავი, ვკიოდი, ეს რა გააკეთე-მეთქი, ის კი ისე გრძნობდა თავს, თითქოს ცუდი არაფერი ჩაუდენია,“ – ეს ამონარიდია დაზარალებულად ცნობილი ქალის ჩვენებიდან. გამოძიება უცხოელი ტურისტი ქალის გაუპატიურებას ბათუმელ ჯ.კ.-ს ედავება. დღეს, 16 თებერვალს, ამ საქმეზე მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მოწმეების ჩვენებები მოისმინა. ბრალდებული კაცი, რომელიც გასული წლის ზაფხულიდან წინასწარ პატიმრობაშია, ბრალს არ აღიარებს. შემთხვევა …

ქრთამის აღების ბრალდებით ქედის მერიის თანამშრომელი დააკავეს

ქედის მერიის თანამშრომელი ბათუმში, სასტუმრო „ეიფორიასთან“ დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, გამოძიება ქედის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროს სპეციალისტს – ტარიელ თურმანიძეს ქრთამის აღებას ედავება. „არაფერი ვიცი, დამირეკეს, რომ ასე დაუკავებიათ. არ ვიცი, რა საქმეს ეხება,“ – გვითხრა ქედის მერმა, ლევან გორგილაძემ. დაკავებული უკვე გადაიყვანეს თბილისში, რადგან საქმეს ანტიკორუფციული სამსახური იძიებს. ამ სამსახურში ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ და მას …

საკვებისა და მუსიკალური ცენტრის ჯგუფურ ქურდობაში ბრალდებულები სასამართლომ გაამართლა

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, დავით გელაშვილმა, ჯგუფურ ქურდობაში ბრალდებულები გაამართლა. ამ საქმეში მთავარი მოწმე ტაქსის მძღოლი იყო, რომელმაც მოსამართლეს უთხრა, რომ მას პოლიციელებმა ჩვენების მიცემა აიძულეს. შემთხვევა რამდენიმე თვის წინ ხელვაჩაურში, სოფელ ერგეში მოხდა. გამოძიების ვერსიით, სოფლის ცენტრში მდებარე მაღაზია ევგენი გ.-მ და დათო გ.-მ გატეხეს. მაღაზიიდან იმ ღამით 1300 ლარის ღირებულების საკვები პროდუქტი წაიღეს, …

დაპატიმრებული მოწმე, რომელმაც საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცა

ბათუმში მცხოვრებ ბექა ჩიკვაიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე დღის წინ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მან საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე თქვა უარი. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ეკატერინე კუკულაშვილმა მიიღო. ადვოკატების თქმით, მსგავსი მიდგომა უპრეცედენტოა. საკუთარი თავის, ასევე ახლობლების წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება კონსტიტუციით არის გარანტირებული. ადვოკატთა ასოციაცია მოსამართლე ეკატერინე კუკულაშვილის გადაწყვეტილებას “საშიშ ტენდენციად” …

უნდა მივიდეს თუ არა პროკურორი ადვოკატთან – მოსამართლის განმარტება

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დღეს, 3 ოქტომბერს, არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა, რომლითაც იგი სასამართლოში პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას მოითხოვდა „ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე.“ ადვოკატი ზაზა პაპიძე პროკურატურაში არ მივიდა ამ საქმეზე არსებული მტკიცებულებების ჩასაბარებლად. ზაზა პაპიძემ პროკურორს ბათუმში, საადვოკატო ბიუროში შესთავაზა მტკიცებულებების ჩაბარება. პროკურორმა ბათუმში მყოფ ადვოკატთან მისვლის ნაცვლად, ქუთაისში, ციხეში, პატიმართან არჩია ჩასვლა. …

ადვოკატი კონკრეტულ გამომძიებლებზე, რომლებიც მას საქმიანობაში ხელს უშლიან

ადვოკატი ზაზა პაპიძე პროფესიული საქმიანობის შეზღუდვაზე, ასევე პროკურორების და გამომძიებლების მხრიდან სახელმწიფო რესურსის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს. პროკურორმა მას მტკიცებულებები ბათუმში არ ჩააბარა, სამაგიეროდ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე პატიმარს ჩაუტანა – ქუთაისში. გუშინ, 12 სექტემბერს „ქურდული სამყაროს წევრობის საქმის“განხილვის დროს, მოსამართლეს პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ უთხრა, რომ მტკიცებულებები პროკურატურამ უშუალოდ პატიმარს ჩააბარა, რადგან ადვოკატი პროკურატურაში არ გამოცხადდა. „მე …

კომპანია: აღმასრულებლის გადაწყვეტილებამ დაგვაზარალა

კომპანია „ბალავარი“ აღმასრულებელს თვითნებობაში ადანაშაულებს, რამაც კომპანია დააზარალა. სააღსრულებო ფურცლის შეჩერების მოთხოვნით კომპანიამ სარჩელით დღეს, 24 ივლისს, მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს. „ბალავარმა“ სამშენებლო მასალები თურქეთში შეიძინა. „მასალის ბათუმში შემოტანა კი თურქულ კომპანია „პარტაშ ბეტონს“ უნდა განეხორციელებინა. აღმოჩნდა, რომ ამ კომპანიას დავალიანება ჰქონია სხვა ქართულ კომპანიასთან – „პრიზმასთან“. არსებობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომლის მიხედვით თურქულ კომპანიას …

ადვოკატი: იქამდე არ შემიშვეს დაკავებულთან, ვიდრე ნარკოტესტირებისთვის ნიმუში არ აიღეს

ადვოკატი ზაზა პაპიძე ამბობს, რომ ნარკოტესტირებისთვის დაკავებულ ა. გ.-სთან არ შეუშვეს. მოქალაქე გუშინ საღამოს გონიოს პოლიციამ დააკავა და პირდაპირ პოლიციის მთავარ სამმართველოში წაიყვანა. ადვოკატი დაკავებულთან მანამ არ შეუშვეს, ვიდრე მისგან ბიოლოგიური მასალა არ გამოართვეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. „პოლიციის შენობასთან დაცვის თანამშრომლებმა მითხრეს, აქ არის, მაგრამ ვერ შეგიშვებთო, დაგვირეკავენ და მერეო. დაახლოებით ერთი საათი მალოდინეს“, – …

დაკავებულ მერაბ ღოღობერიძესთან ადვოკატი 3 საათი არ შეუშვეს

11-12 მარტის აქციის მოვლენების საქმეზე დაკავებულ მერაბ ღოღობერიძესთან ადვოკატი სამი საათის განმავლობაში არ შეუშვეს. წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატი ზაზა პაპიძე მას შემდეგ შევიდა, როცა იზოლატორი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დატოვა. „ადმინისტრაციული წესით, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო დააკავეს მერაბი შუადღისას, დამირეკა და მთხოვა, მისი დაცვის უფლება განმეხორციელებინა. აღმოჩნდა, რომ მას ეს უფლება შეუზღუდეს. სასამართლოში გადაყვანამდე მან …

სააპელაციო სასამართლო გამართლებულ პირებს ციხეში აბრუნებს

გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გასულ წელთან შედარებით გაორმაგდა. წელს, ნოემბრის ჩათვლით, სასამართლომ 15 პირი სრულად გაამართლა, 2015 წელს – 7. ნიშნავს თუ არა ეს მაჩვენებელი იმას, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი გაიზარდა – ზოგიერთი ადვოკატი ფიქრობს, რომ არა. ისინი მეორე ინსტანციის სასამართლოზე მიგვითითებენ, სადაც, მაგალითად, წელს ბათუმის სასამართლოს მიერ გათავისუფლებული 4 ადამიანი უკან, ციხეში …

სათვალთვალო კამერის ჩანაწერები მხოლოდ პროკურორებისთვის

ვიდეო-სათვალთვალო კამერები, რომლებიც ქუჩასა თუ სხვადასხვა ობიექტის შესასვლელთან გვაფიქსირებენ, ხშირად გადამწყვეტი ფაქტორი ხდება სასამართლო პროცესში. რამდენჯერმე ვიდეოჩანაწერმა პოლიციელების მიერ ნათქვამის საპირისპირო სიმართლე დაადასტურა და პროკურატურამ საქმე წააგო. თუკი კერძო ობიექტის მფლობელი თანახმა არ არის, ვიდეო-სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღების უფლება მხოლოდ პროკურატურას აქვს. ასეა იმის მიუხედავად, რომ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის შესახებ პირდაპირ საქართველოს კონსტიტუციაში წერია. თავისი …

Exit mobile version