დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი ამირან გამყრელიძე 22 ოქტომბრის ღამეს, თბილისში, რუსთაველის ქუჩაზე პოლიციის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას გამოეხმაურა. გამყრელიძე დღეს, 23 ოქტომბერს ფეისბუქზე წერს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება ერის სირცხვილი და სამედიცინო საზოგადოების შეურაცხყოფაა. „ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ღირსეული წევრია საქართველოს სამედიცინო საზოგადოების. გამორჩეული თავისი მაღალი პროფესიონალიზმით, ადამიანობით, …
Tag Archives: ვაჟა გაფრინდაშვილი
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკრაინაში მიფრინავს
ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც 2019 წელს ცხინვალში დააკავეს, უკრაინაში გაფრენას აპირებს. ინფორმაცია ვაჟა გაფრინდაშვილმა „ბათუმელებს“ დაუდასტურა. „ვიყავი ჩაწერილი საელჩოში წინასწარ, რომ თუ საჭირო იქნება, ვიქნები თქვენს გვერდით-მეთქი და დამიკავშირდა საელჩო. 18:00 საათზე უნდა ვიყო აეროპორტში. როდის გაფრინდება და სად გაფრინდება თვითმფრინავი ან ვისთან ერთად გავფრინდები, არაფერი არ ვიცი ჯერ. როგორც ექიმი ისე მივდივარ დასახმარებლად“, …
Continue reading “ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკრაინაში მიფრინავს”
სუსი: ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლებულია
სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლებულია. „9 ნოემბერს საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლებულია. ამჟამად იგი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება“-ოფიციალური განცხადება დღეს 28 დეკემბერს გავრცელდა აღნიშნული სამსახურის მიერ. ვაჟა გაფრინდაშვილის დე ფაქტო ცხინვალის სასამართლომ ერთლიანი პატიმრობა შეუფარდა, საზღვრის უკანონო კვეთის მოტივით. თუმცა ვაჟა გაფრინდაშვილი …
Continue reading “სუსი: ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლებულია”
აშშ-ის საელჩო: მოვუწოდებთ დეფაქტო ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ექიმი
„აშშ-ის მთავრობა არ აღიარებს სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული რეგიონის დეფაქტო ხელისუფლებას და არც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისადმი გამოტანილ განაჩენის ლეგიტიმურობას,“ – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. „ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დეფაქტო ხელისუფლებას და რუსეთის ფედერაციაში არსებულ პირებს, რომელთაც მათზე გავლენა აქვთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ექიმი გაფრინდაშვილი. შეერთებული შტატები ამ სამწუხარო შემთხვევას ხედავს, როგორც მორიგ სიმპტომს უფრო დიდი პრობლემისა, …
Continue reading “აშშ-ის საელჩო: მოვუწოდებთ დეფაქტო ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ექიმი”
ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად ბათუმში ადვოკატები შეიკრიბნენ
ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად ბათუმში, ევროპის მოედანზე, ადვოკატები შეიკრიბნენ. აქციაზე შეკრებილებმა ექიმის გათავისუფლება მოითხოვეს. „ადვოკატები მივმართავთ ადვოკატთა საერთაშორისო პროფესიულ თანამეგობრობას, მათ შორის, რუს კოლეგებს და მოვუწოდებთ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდაჭერისკენ, რათა ის დაუბრუნდეს თავის ოჯახს,“ – ამბობს ადვოკატი ლელი ბჟალავა. მისი თქმით, ადვოკატები დღეს საქართველოს კიდევ რამდენიმე ქალაქში გამოვიდნენ და ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს. ——————————————————– 13 …
Continue reading “ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად ბათუმში ადვოკატები შეიკრიბნენ”
ვისაც ექიმი ტყვეობაში ჰყავს, უნდა რცხვენოდეს – აქცია ბათუმში
დღეს, 17 დეკემბერს, ევროპის მოედანზე ბათუმელმა ექიმებმა, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს – „ექიმის პროფესიას საზღვრები არ აქვს“. „ეს არის გაეროს დაცული მუხლების დარღვევა და დანაშაული, როცა ექიმი დააპატიმრეს იმის გამო, რომ ადამიანის დასახმარებლად წავიდა. საკუთარ ქვეყანაში გადაადგილების გამო დააპატიმრეს. ჩვენ შეგვიძლია ის გავაკეთოთ, რომ ყოველდღე ვაჩვენოთ ჩვენი თანადგომა ვაჟა გაფრინდაშვილს და ყველა იმ პირს, …
Continue reading “ვისაც ექიმი ტყვეობაში ჰყავს, უნდა რცხვენოდეს – აქცია ბათუმში”
ბათუმში ექიმები ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად აქციას გამართავენ
დღეს, 17 დეკემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, სხვადასხვა კლინიკის ექიმები ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად აქციას გამართავენ. აქცია „თეთრი ხალათები ოკუპაციის წინააღმდეგ“ 17 საათზე დაიწყება. ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა სამხედროებმა 9 ნოემბერს დააკავეს. ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ვაჟა გაფრინდაშვილის მხრადასაჭერად არაერთი აქცია გაიმართა, მათ შორის, საოკუპაციო ხაზთან. საქართველოს დასავლელი პარტნიორებიც მოუწოდებენ სამხრეთ ოსეთის …
Continue reading “ბათუმში ექიმები ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად აქციას გამართავენ”
მობილიზაცია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ – რას წერენ ტროლები და პრორუსები
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ კამპანია სოციალურ ქსელებში 14 დეკემბერს ანუ მას შემდეგ დაიწყო, რაც ექიმის ცოლმა თამილა ლაფანაშვილმა კრიტიკული განწყობა დააფიქსირა ხელისუფლების მიმართ. ექიმის მეუღლეს ვერ აპატიეს შემდეგი სიტყვები: „მინდა, მივულოცო საქართველოს ხვალინდელი დღე – ის, რომ ანბანის მიხედვით გავხდით ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ძალიან საზეიმოა. მაგრამ საინტერესოა, ვის გვეზეიმება და ვის – …
Continue reading “მობილიზაცია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ – რას წერენ ტროლები და პრორუსები”
პრემიერი გაფრინდაშვილზე: იმედია, მალე შევძლებთ ამ ისტორიის დასრულება ერთმანეთს მივულოცოთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს, 7 დეკემბერს, ბათუმში იმყოფება. მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ცხინვალის იზოლატორში მყოფ ქართველ ექიმზე, ვაჟა გაფრინდაშვილზე. „ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან მიმართებაში, ამ მძიმე პრობლემასთან მიმართებაში მინდა გითხრათ, რომ მთავრობა, ყველა შესაბამისი უწყება სრულ კოორდინაციაშია ჩვენს პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ერთობლივად ვმოქმედებთ და იმედი მაქვს, უახლოეს პერიოდში ყველას ერთად შეგვეძლება, ამ მძიმე ისტორიის დასრულება …
მიტროპოლიტი დიმიტრი – თავისუფლება ვაჟა ექიმს, რუსეთი ოკუპანტია
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი, დიმიტრი შიოლაშვილი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს ფოტოს წარწერით – „თავისუფლება ვაჟა ექიმს, რუსეთი ოკუპანტია“. მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი შეუერთდა კამპანიას – „თავისუფლება ვაჟა ექიმს“. რუსმა სამხედროებმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს. ქართველი ექიმი საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტია. ცხინვალის КГБ [უშიშროების სამსახური] ცნობით, დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, სამხედრო ექიმისა და …
Continue reading “მიტროპოლიტი დიმიტრი – თავისუფლება ვაჟა ექიმს, რუსეთი ოკუპანტია”
ცხინვალში გატაცებული ექიმი წითელმა ჯვარმა მოინახულა – მან ოჯახს წერილი გამოუგზავნა
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ცხინვალში გატაცებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულა. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი წითელ ჯვარს 14 ნოემბერს დაუკავშირდა. „წითელმა ჯვარმა საერთაშორისო ჰუმანიტარული მანდატის ფარგლებში მოითხოვა ციხეში მისი მონახულების შესაძლებლობა. წითელი ჯვრის დელეგატებმა გაფრინდაშვილი დღეს მოინახულეს. ვიზიტის დროს ვაჟა გაფრინდაშვილს გადაეცა ოჯახის წერილი, რაზეც მან წერილობითვე უპასუხა“, – ნათქვამია გავრცელებულ …
ბათუმელი ექიმები ცხინვალში დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციას მართავენ
დღეს, 18 ნოემბერს, ბათუმელი ექიმები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციაზე გამოვიდნენ. „თეთრი ხალათების“ აქცია დღეს საქართველოს რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს. „დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით სამედიცინო საზოგადოება გამოდის მდუმარე აქციაზე, ჩვენი გამოჩენილი კოლეგის, შესანიშნავი ქირურგის, ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად. ბატონი ვაჟა აბსოლუტურად უკანონოდაა დაკავებული, საერთაშორისო საზოგადოებასთან, მის ოჯახთან ერთად ჩვენც, მისი კოლეგები ვითხოვთ ბატონი ვაჟას სასწრაფოდ, უპირობოდ …