Batumelebi | სუსი: ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლებულია სუსი: ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლებულია – Batumelebi
RU | GE  

სუსი: ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლებულია

სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლებულია.

„9 ნოემბერს საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლებულია. ამჟამად იგი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება“-ოფიციალური განცხადება დღეს 28 დეკემბერს გავრცელდა აღნიშნული სამსახურის მიერ.

ვაჟა გაფრინდაშვილის დე ფაქტო ცხინვალის სასამართლომ ერთლიანი პატიმრობა შეუფარდა, საზღვრის უკანონო კვეთის მოტივით. თუმცა ვაჟა გაფრინდაშვილი არ აღიარებდა ამ ბრალდებას.

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოტივით რამდენიმე კვირაა საპროტესტო აქციები იმართებოდა ქვეყანაში. ექიმის გათავისუფლების მოუწოდებდნენ საოკუპაციო რეჟიმს როგორც აშშ-ს სახელმწიფო  დეპარტამენტი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com