2019 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ბარიერი 41 000 აბიტურიენტიდან 28 740-მა აბიტურიენტმა დაძლია. მათგან 1011-მა აბიტურიენტმა 100-პროცენტიანი დაფინანსება მიიღო. მთლიანობაში სახელმწიფო გრანტი 6546-მა სტუდენტმა მოიპოვა. მათ შორის 70%-იანი დაფინანსება მოიპოვა 1 455-მა სტუდენტმა და 50%-იანი დაფინანსება – 4 083-მა. საერთო თვალსაზრისით, 2019 წლს ერთიანი ეროვნული გამოცდების ბარიერი აბიტურიენტების 71-მა%-მა დაძლია.
Tag Archives: ეროვნული გამოცდები 2019
naec.ge-ზე ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს გამოაქვეყნა 2019 წლის ეროვნული გამოცდების ბოლო მონაცემები. აბიტურიენტებს უკვე შეუძლიათ გადაამოწმონ „ინფორმაცია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და სახელმწიფო გრანტის მოპოვების თაობაზე, აგრეთვე „ნედლ“, გათანაბრებულ, სკალირებულ და მინიმალურ გამსვლელ ქულაზე თითოეულ საგანში“. აბიტურიენტი თავის მონაცემებს ნახავს naec.ge-ს სისტემაში შესვლით. შედეგების მიღება შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც [სმს. ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან …
Continue reading “naec.ge-ზე ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა”
ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება აგვისტოდან დაიწყება
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 24 ივლისს, დასრულდა. გამოცდებზე 41 ათასი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული. გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებულთაგან 95% გამოცხადდა. ერთი აბიტურიენტი მოიხსნა გამოცდებიდან მობილური ტელეფონის შეტანის გამო, ორი კი – იმის გამო, რომ მათ ნაცვლად სხვა ცდილობდა გამოცდაზე გასვლას. იყო დამხმარე რესურსის გამოყენების ერთი მცდელობაც. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, სოფიო გორგოძე დღეს, 24 …
Continue reading “ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება აგვისტოდან დაიწყება”
სხვის ნაცვლად გამოცდის ჩაბარების მცდელობის კიდევ ერთი ფაქტი გამოვლინდა
დღეს, 9 ივლისს, აბიტურიენტები ბოლო სავალდებულო გამოცდას უცხო ენაში აბარებენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს ორი ფაქტი გამოვლინდა, როცა აბიტურიენტის ნაცვლად სხვა პირი ცდილობდა გამოცდის ჩაბარებას. ცენტრის ინფორმაციით, ორივე აბიტურიენტი მოიხსნა გამოცდიდან და „ამ ფაქტებთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება“. ერთ შემთხვევაში კი, აბიტურიენტმა მობილური ტელეფონი შეიტანა გამოცდაზე და ისიც მოიხსნა გამოცდიდან. ცენტრის ინფორმაციით, ამ …
Continue reading “სხვის ნაცვლად გამოცდის ჩაბარების მცდელობის კიდევ ერთი ფაქტი გამოვლინდა”
გამოცდის ჩაბარებას აბიტურიენტის ნაცვლად სხვა პირი ცდილობდა – გამოცდების ეროვნული ცენტრი
დღეს, 3 ივლისს, აბიტურიენტები ზოგად უნარებში აბარებენ გამოცდას. ამ დროისთვის ორი აბიტურიენტია მოხსნილი თბილისის საგამოცდო ცენტრებიდან. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთ შემთხვევაში, კონკრეტული ადამიანის ნაცვლად გამოცდაზე შესვლას სხვა პირი ცდილობდა და დაწყებულია გამოძიება, ხოლო ის აბიტურიენტი, რომლის ნაცვლადაც გამოცდის დაწერას სხვა ცდილობდა, გამოცდიდან მოიხსნა. მეორე შემთხვევაში აბიტურიენტის გამოცდიდან მოხსნის მიზეზი გახდა ფარულად შეტანილი მობილური ტელეფონი, …
ეროვნული გამოცდები დაიწყო – 41 ათას ადგილზე 41 ათასამდე აბიტურიენტია
დღეს, პირველ ივლისს, ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები დღეს პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. 2019 წლის ეროვნულ გამოცდაზე 41 ათასამდე აბიტურიენტია რეგისტრირებული. წელს საქართველოს უნივერსიტეტები 41 ათასამდე სტუდენტის მიღებას აპირებენ. ცენტრის ინფორმაციით, 2500-მდე ადგილი კი ქართული ენის მოსამზადებელ პროგრამაზეა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ცენტრის …
Continue reading “ეროვნული გამოცდები დაიწყო – 41 ათას ადგილზე 41 ათასამდე აბიტურიენტია”
500 პოლიციელი და ნახევარ მილიონზე მეტი ლარი ეროვნული გამოცდების უსაფრთხოდ ჩასატარებლად
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პერიოდში საგამოცდო ცენტრებში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებებში, დაცვის პოლიციას 544 366 ლარს გადაუხდის. მომსახურებაში შედის ასევე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ავტომანქანების გაცილება, რომლებიც უზრუნველყოფენ გამოცდების დამთავრების შემდეგ ნამუშევრების [კონფიდენციალური დოკუმენტაციის] შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრამდე მიტანას. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები …
naec-მა ეროვნული გამოცდების განრიგი გამოაქვეყნა
2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი: 1-2 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ქართული ენა და ლიტერატურა; 1 ივლისი (პირველი სესია) – აფხაზური ენა; 1 ივლისი (პირველი სესია) – ოსური ენა; 3-4 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ზოგადი უნარები; 5 ივლისი (პირველი სესია) – მათემატიკა; უცხოური ენა: 8-9 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა; 8 ივლისი (პირველი სესია) …
Continue reading “naec-მა ეროვნული გამოცდების განრიგი გამოაქვეყნა”
რისი შეცვლა შეუძლიათ აბიტურიენტებს 7 მაისამდე
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს 2019 წლის 7 მაისის 18:00 საათამდე შესაძლებლობა აქვთ შეცვალონ, წაშალონ ან დაამატონ საგანი და აირჩიონ შემოქმედებითი ტური. „მაგალითად, თუ აბიტურიენტს არჩეული ჰქონდა ფიზიკა, მაგრამ გადაწყვიტა ისტორიის ჩაბარება, ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იქნება როგორც საგნის, ასევე საგამოცდო ენის შეცვლაც. მაგალითად, ქართულად ზოგადი უნარების გამოცდა შეიძლება ჩაანაცვლოს ზოგადი უნარების გამოცდით …
Continue reading “რისი შეცვლა შეუძლიათ აბიტურიენტებს 7 მაისამდე”
18 აპრილიდან აბიტურიენტების კითხვებს ფეისბუქზე გამოცდების ეროვნული ცენტრი უპასუხებს
11 აპრილს, 15:00 საათზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ღია კარის დღე გაიმართება. ცენტრის ინფორმაციით, რეგიონების შემდეგ საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისათვის თბილისში ჩატარდება. ცენტრის წარმომადგენლები აბიტურიენტებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან 2019 წლის გამოცდების შესახებ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 18 აპრილიდან კიდევ ერთ პროექტს იწყებს. კვირაში ერთხელ, ყოველ ხუთშაბათს, ცენტრის facebook – ის გვერდზე აბიტურიენტების დასმულ კითხვებს …
2019 წლის ეროვნულ გამოცდებზე 41 ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა
დღეს, 4 აპრილს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის ეროვნულ გამოცდებზე 41 ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. საერთო სამაგისტრო გამოცდაზე კი 12 000-მდე კანდიდატი. სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე 4 600-მდე სტუდენტია დარეგისტრირებული. ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. 7 მაისის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს საგამოცდო საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა …
Continue reading “2019 წლის ეროვნულ გამოცდებზე 41 ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა”
ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 25 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის სოფო გორგოძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 25 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი კი 1 100-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის ელექტრონული განაცხადი კი 4 000-მდე აპლიკანტმა შეავსო. სოფო გორგოძის განცხადებით, ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი 3 აპრილის 18:00 საათამდე გრძელდება. ვადის ამოწურვის შემდეგ …
Continue reading “ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 25 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა”
ხულოში საგამოცდო ცენტრი ისევ გაიხსნება
დღეს, 18 მარტს, აბიტურიენტები ხულოს რესურსცენტრთან საპროტესტო აქციას გეგმავდნენ. ისინი ხულოში საგამოცდო ცენტრის გახსნას მოითხოვდნენ. საგამოცდო ცენტრი ხულოში გასულ წელს გაუქმდა. რესურსცენრტთან დაახლოებით 200-მდე აბიტურიენტი შეიკრიბა. მათ განუცხადეს, რომ ხულოში საგამოცდო ცენტრის კვლავ გახსნასთან დაკავშირებით პასუხს განათლების სამინისტროსგან ელოდნენ. აბიტურიენტების განცხადებით, ყოველწლიურად ეროვნულ გამოცდებში ხულოდან 400-ზე მეტი აბიტურიენტი მონაწილეობს და უმრავლესობა დაბა ხულოს შემოგარენში ცხოვრობს, …
გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადება აბიტურიენტთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია რამდენიმეეტაპიანია. აბიტურიენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა პირველ, ძირითად ეტაპზე 3 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ; 7 მაისის 18:00 საათამდე კი საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა იქნება შესაძლებელი; პროგრამების შეცვლისა და დამატების საშუალება კი აბიტურიენტებს აპელაციების შედეგების …
Continue reading “გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადება აბიტურიენტთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით”
2019 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია 12 მარტიდან დაიწყება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩასაბარებლად და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 2019 წლის 12 მარტის 10:00 საათიდან დაიწყება და 3 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. მონაწილეობის მიღების მსურველებმა რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე (www.naec.ge და online.naec.ge) ელექტრონულად უნდა გაიარონ. „აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად …
Continue reading “2019 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია 12 მარტიდან დაიწყება”