ბათუმში ეკომიგრანტებისთვის აგებულ სახლში 60-მდე ოჯახი შეიჭრა

18 მარტს თამარის დასახლებაში მდებარე ეკომიგრანტებისთვის აგებულ სახლში რამდენიმე ათეული ოჯახი შეიჭრა. მათი ნაწილი ამბობს, რომ მათ საცხოვრებელ სახლებში ცხოვრება შეუძლებელია მეწყრული პროცესების გამო და საცხოვრებელ ადგილს ითხოვენ. როგორც “ბათუმელებთან” “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” რეგიონული ოფისების მენეჯერმა მალხაზ ჭკადუამ აღნიშნა, რომელიც ამჟამად ადგილზე იმყოფება, ეკომიგრანტთა სახლში თვითნებურად შესულთა ნაწილი აცხადებს, რომ ეკომიგრანტები არიან შუახევის მუნიციპალიტეტის …

ხულოს საკრებულოს წევრი სოციალურ სახლში ეკომიგრანტებისთვის ბინების გადაცემას ითხოვს

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ირაკლი ჯორბენაძე, სოფელ ქვედა ვაშლოვანში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ აგებული, 72-ბინიანი „სოციალური სახლის“ ეკომიგრანტი, პირველი კატეგორიის მქონე ოჯახებისთვის გადაცემას ითხოვს. ამ მოთხოვნით საკრებულოს წევრმა ბრიფინგი დღეს, 17 მარტს, ხულოს მუნიციპალიტეტში გამართა და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდა: „იმ სოციალურ ფონზე, რაც ხულოშია, 2015 წელს დასრულებული 72- ბინიანი „სოციალური სახლი“ სოფელ ვაშლოვანში …

ეკომიგრანტები 25-ათასლარიან პროგრამაში ჩასართავად იუსტიციის სახლებში უნდა დარეგისტრირდნენ

ეკომიგრანტ ოჯახებს „საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილების“ შესახებ განცხადების შევსება იუსტიციის სახლებში შეეძლებათ. ოფიციალური ინფორმაციით, ახალი სერვისის დანერგვის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ, ქვეყნის მასშტაბით იუსტიციის სახლის 19 ფილიალს მიმართონ განცხადებით. აქამდე ამ მომსახურებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო აკეთებდა. აჭარაში მცხოვრებ ეკომიგრანტებს თუ სხვა პირებს, რომლებსაც საცხოვრებელი ესაჭიროებათ, შესაძლებლობა აქვთ, …

საფრთხეში მყოფი ოჯახებისთვის აგარაში შესაძლოა სოციალური სახლი აშენდეს

აჭარის მთავრობა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში მცხოვრები ეკომიგრანტებისთვის ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის მიმდებარედ სოციალური სახლის მშენებლობას გეგმავს. ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის თქმით, აგარაში მცხოვრები 11 ოჯახი, რომლებიც განსახლებას საჭიროებენ, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 25 000-ლარიან პროგრამით სარგებლობაზე უარს ამბობს, სანაცვლოდ კი, ამ თანხით ხელისუფლებას სოფელ აგარასთან მისასვლელ გზაზე სოციალური სახლის აშენებას სთხოვენ. „აგარაში მცხოვრები 11 ოჯახი …

დემოკრატიის ინსტიტუტი: სტიქიის გამომწვევი მიზეზების შემცირებაზე უფრო მეტი უნდა დაიხარჯოს

რეკომენდაციებს ეკომიგრანტების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აჭარის მთავრობას „დემოკრატიის ინსტიტუტი“ სთავაზობს. ამ ორგანიზაციამ დღეს, 15 თებერვალს ორწლიანი მუშაობა შეაჯამა, მათ შორის, პროექტის – „ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების მხარდაჭერის პოლიტიკა“. „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ ეს პროექტი ევროკავშირის და „ევროპის ფონდის“ მხარდაჭერით განახორციელა. „მეტი ფული პრევენციაში“ – ეს ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომლითაც „დემოკრატიის ინსტიტუტი“ მთავრობას მიმართავს. არჩილ ხახუტაიშვილი, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი …

ზურაბ პატარაძემ ქედაში ორ ეკომიგრანტ ოჯახს ბინა გადასცა

10 თებერვალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ,  ზურაბ პატარაძემ ქედის მუნიციპალიტეტში სოფელ პირველ მაისში მცხოვრებ ნუგზარ ციციანიძისა და ჯალაბაშვილებში მცხოვრებ ქაზიმ ცინცაძის ეკომიგრანტ ოჯახებს დაბა ქედაში, „სოციალურ სახლში“ ბინები გადასცა. ზურაბ პატარაძის განცხადებით, მალე 23 ეკომიგრანტი ოჯახი ბინას ხელვაჩაურში მიიღებს. „ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მხოლოდ ქედის მუნიციპალიტეტში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 100-ზე მეტ ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა ბინა. ამავდროულად …

ცხრა ეკომიგრანტ ოჯახს ბინა გადაეცა

დღეს, თამარის დასახლებაში მდებარე „სოციალურ სახლში“ 9 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები გადაეცა. ბინები კენჭისყრის წესით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განაწილდა. ბენეფიციართა განცხადებები სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეულმა სამთავრობო კომისიამ შეისწავლა და 9 ოჯახზე ბინების გაცემის რეკომენდაციაც გასცა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში შესაბამისი ბრძანების პროექტი მომზადდება და იურიდიული პროცედურების დასრულების შემდეგ, ამ ოჯახებთან საკუთრების …

დამეწყრილ მოსახლეობას ხელისუფლება ბინებს უმიწოდ, ხულოს ცენტრში სთავაზობს

„მოვრიგდით, შედეგი უკვე გვაქვს. ნებისმიერ დროს, როცა ოჯახები თანხმობას განაცხადებენ, ჩვენ მზად ვართ მათი ტრანსპორტირება მოვახდინოთ“, – უთხრა „ბათუმელებს“ რამაზ ჯინჭარაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. სოფელ თხილვანაში მეწყერი 10 იანვარს გააქტიურდა. გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, აქ მცხოვრები 62 ოჯახის განსახლება აუცილებელია, რადგან მათ მეწყრისგან საფრთხე ემუქრებათ. რამაზ ჯინჭარაძემ ვერ დაგვიკონკრეტა, რამდენმა ოჯახმა განუცხადა თანხმობა ქირით გასვლაზე სამთავრობო …

აჭარაში ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა გრძელდება

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიმდინარე წელშიც აგრძელებს ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელებას. პროგრამა აჭარის მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარითაა დაფინანსებული. ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა ითვალისწინებს ეკომიგრანტთა უზრუნველყოფას უსაფრთხო საცხოვრისით. პროგრამით გათვალისწინებულია ბენეფიციარის დაფინანსება, მის მიერ შერჩეული საცხოვრებელი ფართობის შესყიდვისათვის, არაუმეტეს 25 000 ლარის ფარგლებში. პროგრამით მოსარგებლეები პროგრამით ისარგებლებენ ეკომიგრანტთა მონაცემების …

უსახლკაროები ხელისუფლების დახმარების მოლოდინში [ვიდეო]

რა მოლოდინი უნდა ჰქონდეთ სახელმწიფოსგან უსახლკაროდ დარჩენილ იმ ოჯახებს, რომლებიც საკუთარი რესურსით ბინის შეძენას ვერ ახერხებენ, წლების განმავლობაში ახლობლებს აფარებენ თავს, ან უკანონოდ ცხოვრობენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობებში. რას ნიშნავს ბათუმის მერიის „იაფი სახლი“ და რას უპირებს აჭარის მთავრობა „ოცნების ქალაქს“? ბათუმის მერიაში ბინის მოთხოვნით უკვე 5 ათასამდე განცხადებაა შესული. მერიაში კი ამბობენ, რომ მოქალაქეთა ბინით …

ხელვაჩაურში სოციალურ სახლებში ეკომიგრანტებს ბინები გადასცეს

ხელვაჩაურში, სოფელ კაპრეშუმში, 50 ეკომიგრანტს “სოციალურ სახლში” ბინა გადასცეს. კაპრეშუმში ორი ხუთსართულიანი სახლის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. ხელვაჩაურის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სახლებისთვის 2 მილიონ 200 ათასი ლარი დაიხარჯა. ეკომიგრანტი ოჯახები სპეციალურმა კომისიამ შეარჩია. ხელვაჩაურის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს კიდევ ერთი სოციალური სახლის მშენებლობა ურეხში, სადაც 23 ოჯახი იცხოვრებს. კაპრეშუმში სახლების გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ …

„დემოკრატიის ინსტიტუტის“ ფორუმი ეკომიგრაციაზე

25 ნოემბერს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ეკომიგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით შეხვედრების ფორუმს ბათუმში დაასრულებს. ფორუმი სასტუმრო „დივანში“ გაიმართება დილის 10 საათიდან 17 საათამდე. შეხვედრები ანაკლიაში, წყალტუბოში, თბილისში, რუსთავში, ნაფარეულსა და ბორჯომში გაიმართა. რეგიონულ შეხვედრებში მონაწილეობდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების (62 მუნიციპალიტეტი), სამოქალაქო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები. „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ცნობით, რეგიონული სამუშაო შეხვედრების დასრულების …

“დემოკრატიის ინსტიტუტი” ხელვაჩაურში ეკომიგრანტი ოჯახების შემსწავლელი კომისიის მუშაობას აფასებს

„დემოკრატიის ინსტიტუტმა“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულ  და თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახების შემსწავლელი კომისიის მუშაობის პროცესის შეფასება და რეკომენდაციები გამოაქვეყნა. კომისია  მარტში შეიქმნა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოციალური სახლის პროგრამისათვის, თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ეკომიგრანტები უნდა შეარჩიოს. „დემოკრატიის ინსტიტუტის“ შეფასებით „კომისიის მუშაობის სისტემა, პროცედურები მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებელი და გასაძლიერებელია“. გავრცელებულ განცხადებაში ჩამოთვლილ პრობლემებს შორისაა კომისიის მუშაობის პროცესისადმი კომისიის წევრების …

სამუშაო შეხვედრები ჩასახლებული ეკომიგრანტების ინტეგრაციის პროგრამაზე დაიწყო

დღეს, 16 ივნისს დაიწყო „დემოკრატიის ინსტიტუტის“ სამდღიანი სამუშაო შეხვედრები ჩასახლებული ეკომიგრანტების ინტეგრაციის პროგრამაზე. შეხვედრები 16-18 ივნისს გაიმართება და მასში შვიდი მუნიციპალიტეტი – ნინოწმინდა, გარდაბანი, ლაგოდეხი, საგარეჯო, ადიგენი, ოზურგეთი, წალკა მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრებზე, ჩასახლებული ეკომიგრანტების საჭიროებებზე იმსჯელებენ და ინტეგრაციისკენ მიმართულ პროგრამებზე ერთობლივად იმუშავებენ. „დემოკრატიის ინსტიტუტი“, ევროკავშირის მხარდაჭერით, მიმდინარე პროგრამის ფარგლებში დააფინანსებს ჩასახლებული ეკომიგრანტების ინტეგრაციის პილოტურ პროგრამებს, …

სოციალური სახლის შეჩერებული მშენებლობა ხულოში

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში სოციალური სახლის მშენებლობა შეჩერებულია. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, მშენებლობის შეჩერების მიზეზი სოციალური სახლის მშენებელ შპს „ხიდთან“ გაუქმებული ხელშეკრულება გახდა. სამინისტრომ აღნიშნულ კომპანიას ხელშეკრულება ტენდერით აღებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის 2015 წლის 27 ნოემბერს შეუწყვიტა, შესაბამისად, პროცესი მას შემდეგ არ განახლებულა. სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის სწავლობენ, თუ რა სახის სამუშაოები …

აჭარის მთავრობამ ექვს ეკომიგრანტ ოჯახს ბინა გადასცა

აჭარის მთავრობის ინფრომაციით, მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის განკარგულებით და შერეული სამთავრობო კომისიის რეკომენდაციით, 6 ეკომიგრანტ ოჯახს, სიმბოლურ ფასად – 1 ლარად, თამარის დასახლებაში არსებულ სოციალურ სახლში 6 ბინა საკუთრებაში გადაეცა. აღნიშნული ოჯახები სტიქიის შედეგად სხვადასხვა დროს დაზარალდნენ. ბინები ლოტოტრონის პრინციპით გადანაწილდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფრომაციით 2013-2015 წლებში აჭარის მთავრობამ საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში სტიქით დაზარალებულ 243 …

ახალი კვლევა ეკომიგრანტებზე

ეკომიგრანტების საჭიროებებზე ახალი კვლევა დაიდო. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტების ადვოკატების კამპანიის“ ფარგლებში, კვლევა „ევროპის ფონდმა“ და ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირმა „ინტელექტმა“ ჩაატარეს „დემოკრატიის ინსტიტუტთან“ ერთად. კვლევის ფარგლებში ეკომიგრანტები აჭარაში, ქვემო ქართლსა და კახეთში გამოკითხეს. კვლევის ავტორებმა რეკომენდაციები რამდნემე ნაწილად წარმოადგინეს: სამართლებრივი რეკომენდაციების ნაწილში, კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ უნდა არსებობდეს ეკომიგრაციასთან დაკავშირებული ხედვა, …

მთავრობის პასუხისმგებლობა სახლზე, რომელშიც ეკომიგრანტებს აწვიმთ

წვიმისგან დაზიანებული კედლები ეკომიგრანტების სახლში, არაერთ ბინაში შეიძლება ნახოთ. აქ მცხოვრებმა ოჯახებმა გვითხრეს, რომ სახურავი დაზიანებულია. გარდა ამისა, წვიმის წყალი ბინებში ფასადის მხრიდანაც აღწევს. წვიმისგან დაზიანებულია ბინები კორპუსის შუა სართულებზეც. მეწყრისგან დაზარალებულ ათეულობით ოჯახს აჭარის მთავრობამ გასული წლის ზაფხულში გადასცა ბინები თამარის დასახლებაში აშენებულ ორ კორპუსში. ეკომიგრანტები ამბობენ, რომ სახურავიდან წყალი ბინებში გასულ წელსაც ჩამოდიოდა, …

ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეკომიგრაციას განიხილავენ

12-13 თებერვალს, 10:00 საათზე, სასტუმრო „აისში“ (ბათუმი, გორგასლისა და გრიბოედოვის ქ. 153/29) საქართველოს რეგიონებში მომუშავე 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი შეიკრიბება და ეკომიგრანტებთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობის დოკუმენტს განიხილავს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეკომიგრაციის სფეროში დღეს არსებულ პრობლემებზე გამართავენ დისკუსიას და მათი მდგომარეობის გაუმჯობესების ინიციატივებზე იმსჯელებენ, კერძოდ, ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანიაზე და მიგრაციის მართვის …

25 ათასი ლარი ეკომიგრანტი ოჯახისთვის სახლის შესაძენად

ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს. 2016 წლისთვის  პროგრამა ითვალისწინებს: ეკომიგრანტთა უზრუნველყოფას უსაფრთხო საცხოვრისით. პროგრამით გათვალისწინებულია ბენეფიციარის დაფინანსება, მის მიერ შერჩეული საცხოვრებელი ფართობის შესყიდვისათვის, არაუმეტეს 25 000 ლარისა. მოსარგებლეები ეკომიგრანტთა მონაცემთა მუდმივად განახლებად ერთიანი ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირებული ეკომიგრანტები, რომელთაც მინიჭებული აქვთ პრიორიტეტულობის ქულა. დაფინანსების ფორმა საცხოვრებელი ფართობის ღირებულების ანაზღაურდება …

აჭარის მთავრობის პასუხი ოპოზიციას ეკომიგრანტი ოჯახების პრობლემებზე

აჭარის მთავრობას მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოდან მიღებულ 85  შენიშვნასა თუ წინადადებაზე მოუწია პასუხის გაცემა. შენიშვნების 1/3-ზე მეტი ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის. „ბათუმელები“ აგრძელებს  ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შენიშვნებსა და მათზე აჭარის მთავრობის პასუხების [სტილის დაცვით] გამოქვეყნებას: ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ [ენმ]: განსაკუთრებულ ყურადრებას იმსახურებს ეკომიგრანტი  ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა, რომლის ბიუჯეტი …

ეკომიგრანტების საპროტესტო აქცია ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტის სოციალურ სახლში მცხოვრებმა 11-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა, დღეს,  8 დეკემბერს  გამგეობის ეზოში საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას იმ თანხის დაბრუნების ვადის გახანგრძლივებას თხოვენ, რომელიც ხელისუფლებამ სოფელ ჯალაბაშვილებში პირველ და მეორე კატეგორიის ოჯახებს 2010 წელს გადასცა. მაშინ 57 000 ლარი ამ ოჯახებს სახლების ადგილმონაცვლეობისთვის გადაეცათ. რადგან საცხოვრებელი სახლის ადგილმონაცვლეობა ვერ შეძლეს, მიმდინარე წლის შემოდგომაზე ხელისუფლებამ მათ ბინები სოციალურ …

Exit mobile version