„სკოლაში ჩემი როლი დავინახე“ – ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქართულის მასწავლებელი ალგეთიდან

31 წლის აიშან გიზბასოვაზა მარნეულის სოფელ ალგეთის სკოლაში ქართულ ენის ასწავლის. უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობას სწავლობდა და მისი თქმით, ნამდვილად არ ფიქრობდა, რომ მასწავლებელი გახდებოდა. ბაკალავრიატზე სწავლის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში შესთავაზეს, რომ მშობლიურ სოფელში, როგორც დამხმარე მასწავლებელი ისე დაბრუნებული. აიშანი შეთავაზებას 2 წლით დასთანხმდა, რადგან პროგრამა მისი სწავლის დაფინანსებას ითვალისწინებდა მაგისტრატურაზე და გარკვეული ანაზღაურებაც ჰქონდა. …

როდის უნდა შეძლონ ბათუმელმა მუსლიმებმა ახალ მეჩეთში ლოცვა? – ნაკაიძე პრემიერს

„ეს ჩემი კითხვა არაა, ბათუმელი მუსლიმების კითხვაა. როდის უნდა შეძლონ ბათუმელმა მუსლიმებმა ახალ მეჩეთში ლოცვა? როდის მიიღებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას?“ – ჰკითხა საქართველოს პარლამენტის წევრმა ტარიელ ნაკაიძემ პრემიერ-მინისტრს. ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პარლამენტში, დღეს, 22 ივნისს მივიდა. კითხვის დასმამდე ტარიელ ნაკაიძემ შეაფასა ევროინტეგრაციის პროცესი და პრემიერს უთხრა: „სამწუხაროდ, ქართულმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა იმ შანსის გამოყენება, რომელიც ისტორიულად …

მოსახლეობის 14%-ი ეთნიკური უმცირესობაა, მაგრამ მათ გვარებს გამსვლელ სიებში ვერ ნახავთ

„ეს ხელოვნური იქნება“, „ჩვენი პარტიის კარი ღიაა ყველასთვის“ – ძირითადად ამ პოზიციას ამოეფარნენ პარტიები, სადაც საარჩევნო პარტიულ სიებში ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებზე ვიკითხეთ: რატომ არ არიან პარტიული სიის ათეულში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები? რატომ არ არის ერთი სომეხი, ან აზერბაიჯანელი, ან რუსი, მაგალითად, აჭარის უმაღლესი საბჭოს პარტიულ სიებში? აჭარაში, მოსახლეობის ბოლო აღწერის მიხედვით, 5 ათასზე მეტი სომეხი …

ეს საკუთარი მოქალაქეების მძევლად აყვანაა – ეთნიკური აზერბაიჯანელები მარიამ ჯაშის განცხადებაზე

„როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, მე აქ ვიხდი გადასახადებს და საჯარო მოხელისგან, რომელსაც მე ვუხდი ხელფასს, ვითხოვ, რომ ჩემზე და ჩემს უფლებებზე საუბრისას, სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე არ გააკეთოს აქცენტი“, – ასე ეხმაურება ლეილა მამედოვა საქართველოს პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომის შემდეგ დეპუტატ მარიამ ჯაშის მიერ გაკეთებულ განცხადებას, როდესაც …

Exit mobile version