“ივანიშვილს შეუძლია მოთოკოს ილია მეორე” – დავით ბერძენიშვილი

„ბიძინა ივანიშვილი არის ერთადერთი ადამიანი ამ ქვეყანაში, ვისაც მისი უზარმაზარი ძალაუფლების და ფინანსური რესურსების გამო შეუძლია მოთოკოს ილია მეორე და მოთოკავს კიდეც. ანტიდისკრიმინაციული კანონი რომ მივიღეთ, მიაღებინა მის საპარლამენტო უმრავლესობასაც და საპატრიარქოს შემოტევაც გააჩერა. მას ახლაც შეუძლია იგივე. მაგრამ ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას ეს კრიტიკული ვითარება აწყობს,“ –  განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით …

დავით ბერძენიშვილი არჩევნებზე, ივანიშვილის შიშებსა და სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებაზე 

საქართველოს პარლამენტის მოქმედი დეპუტატი და რესპუბლიკური პარტიის ერთ- ერთი დამფუძნებელი დავით ბერძენიშვილი კენჭს იყრის ბათუმის 69-ე ოლქში. ის არის უსუფაშვილი- რესპუბლიკელების მაჟორიტარი კანდიდატი და საარჩევნო სიის პირველი ნომერი აჭარის უმაღლეს საბჭოში. ბატონო დავით, თქვენ არჩევნების შედეგების ერთგვარი მონახაზი გქონდათ. თქვით, რომ პარტიების – „რესპუბლიკელები“, „ქართული ოცნება“ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ – რიგითობას არჩევნების შედეგებში განაპირობებდა საარჩევნო კამპანია. …

საარჩევნო ანტითურქული გზავნილები „პირად წყაროებზე“ დაყრდნობით

„ყველაფერს შეიძლება დაარქვა ადამიანმა, რომ არის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი, მაგრამ ამომრჩეველი არ უნდა შევეგუოთ იმას, რომ გვითხრან ისეთი რამე, რომელიც ქვეყნის მომავალს დააზიანებს,“ – ასე აფასებს ლევან ცუცქირიძე, „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ხელმძღვანელი, „პატრიოტთა ალიანსის“ მთავარ წინასაარჩევნო გზავნილს – თურქეთი ოკუპანტია. ამ პოლიტიკური ძალის პირველი ოქტომბრის საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ლოზუნგიც ეს იყო. „პატრიოტთა ალიანსი“ პოლიტიკური …

რატომ უმაღლესი საბჭო? – ინტერვიუ დავით ბერძენიშვილთან

„რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკური მდივანი, პარლამენტის წევრი დავით ბერძენიშვილი 2016 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ბათუმის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს. დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ის ამ არჩევნებზე მთავარი პოლიტიკური ძალა იქნება აჭარაში და კონკურენციას გაუწევს როგორც ყოფილი, ასევე ამჟამინდელი სახელისუფლებო პარტიის კანდიდატებს. რატომ უმაღლეს საბჭოში და როგორ აპირებს პოლიტიკურ ბრძოლას აჭარაში? – ამ თემაზე დავით ბერძენიშვილმა „ბათუმელებთან“ ინტერვიუში ისაუბრა. …

დავით ბერძენიშვილი: ჩვენ გვაქვს „ოქროს ხმა” აჭარაში

დატოვებს თუ არა აჭარის განათლებისა და კულტურის „რესპუბლიკელი“ მინისტრი პოსტს, ან რის სანაცვლოდ შეძლებს გიორგი თავამაიშვილი პოსტის შენარჩუნებას? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ კომენტარი საქართველოს პარლამენტის წევრმა „რესპუბლიკელმა“ დავით ბერძენიშვილმა გააკეთა. „თუ გიორგი კვირიკაშვილი კოალიციურობას შესაძლებლად მიიჩნევს აჭარაში  და იერარქიულად, რასაც ზემოდან ერტყვიან ისე არ მოიქცევა, ამაზე იქნება დამოკიდებული ჩვენი პოზიციები. ჩვენ ძალიან ჩამოკიდებული რომ ვიყოთ მაგ …

დავით ბერძენიშვილი მომავალ არჩევნებში ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატზე

ნაწყვეტი დავით ბერძენიშვილის ინტერვიუდან, რომელიც გაზეთ „ბათუმელების“ ორშაბათის ნომერში გამოქვეყნდება („რესპუბლიკური“ პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან ინტერვიუ ნეტგაზეთმა ჩაიწერა). ბატონო დავით, ბათუმში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საპარლამენტო არჩევნებზე კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება გიორგი მასალკინი. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს? ბათუმში საარჩევნო კოდექსით სამი მაჟორიტარული ოლქი არის განსაზღვრული. ამ სამი ოლქიდან “რესპუბლიკელებს” ერთ ოლქზე პრეტენზია რომ გვექნება, ეს არავისთვის არის მოულოდნელი და …

ჰგავს თუ არა ედვარდ სურმანიძე ნაფთალინიდან ამოღებულს – ინტერვიუ დავით ბერძენიშვილთან

აბაშიძის რეჟიმის საწინააღმდეგო ორგანიზაციის ჩამოყალიბებაზე რა პრეტენზია უნდა მქონდეს. პრეზენტაციაზე მისალმებასაც კი ვაპირებდი, თუმცა ედვარდ სურმანიძემ ჩათვალა, რომ იქ შეკრებილ ხალხს შესაძლოა ჩემთვის მხურვალე ტაში დაეკრა და ამიტომ არ ისურვა ჩემი სიტყვით გამოსვლა. არ შეიძლება დღეს საუბარი იმაზე, თუ ვინ იქნება აბაშიძის შემდგომი პერიოდისთვის ხელმძღვანელი. ჩვენ გვაქვს უკანასკნელი ბრძოლა აბაშიძის რეჟიმთან. ის გამუდმებით  სამხრეთ ოსეთს …

Exit mobile version