რუსული გემის წინააღმდეგ ბათუმში გამართულ აქციაზე დაკავებული გენრი დოლიძე „ბათუმელებთან“ საუბრობს, როგორ იძალადა მასზე ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ და როგორ აგინა უკიდურესად შეურაცხმყოფელი სიტყვებით. კიდევ ერთი დაკავებული, ხათუნა ბერიძეც აცხადებს, რომ [ირაკლი] დგებუაძემ მასაც აგინა დედის მისამართით. აქ ნახეთ: ბათუმის პოლიციის უფროსად ირაკლი დგებუაძე დაინიშნა გენრი დოლიძე ასევე საუბრობს ერთ-ერთ პოლიციელზე, რომელიც დაკავებულებს ეუბნებოდა, …
Tag Archives: გენრი დოლიძე
„მაქვს სისხლნაჟღენთები“ – გენრი დოლიძე პოლიციას არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს
დღეს, 4 აპრილს, სასამართლომ გაათავისუფლა გუშინ, გვიან ღამით „სირცხვილიას“ ოფისში დაკავებული აქტივისტები, მათ შორის გენრი დოლიძე. გუშინ, 3 აპრილს, კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით გაიმართა აქცია ბათუმსა და თბილისში. სწორედ ამ აქციის დროს სამი აქტივისტი დააკავეს. გენრი დოლიძე ამბობს, რომ სასამართლო სხდომაზე პოლიციელების ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავი და აბსურდული იყო. „ხვალ გაგრძელდება პოლიციელების დაკითხვა. ვინც გამოაგზავნეს, ის პოლიციელი …
“ლაივი მქონდა, პოლიციელები თმაში მწვდნენ და ტელეფონი დამაგდებინეს” – გენრი დოლიძის ცოლი
დღეს, 4 აპრილს მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. დაკავებულებიდან ერთი პირი, ირაკლი კუკანია ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. სხვა დაკავებულები, მათ შორის გენრი დოლიძე ამ დრომდე პოლიციის განყოფილებაში რჩებიან. გენრი დოლიძე სამართალდამცველებმა დაკავების შემდეგ ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილებაში მიიყვანეს. დაკავების ფაქტის შემსწრე და თვითმხილველი იყო ონლაინ გამოცემა “ასეას” დამფუძნებელი და გენრი დოლიძის ცოლი თამარ თედიაშვილი. “გენრისთან …
ბათუმში სირცხვილიას მინიმუმ 3 აქტივისტი დააკავეს – აქტივისტები
ბათუმში დააკავეს აქტივისტები, რომლებიც მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში კომენდანტის საათს აპროტესტებდნენ. აქტივისტების ინფორმაციით, დაკავებულია მინიმუმ სამი ადამიანი. შემთხვევა დღეს, 4 აპრილს მოხდა. აქტივისტები ამბობენ, რომ დაკავების დროს არეულობა იყო. მათ დაინახეს სამი ადამიანის დაკავება, მაგრამ არ გამორიცხავენ, რომ მეტი პირი იყოს დაკავებული. დაკავებულთა შორისაა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი გენრი დოლიძე. აქტივისტები “სირცხვილიას” ოფისში კომენდანტის საათის არსებობას აპროტესტებდნენ …
Continue reading “ბათუმში სირცხვილიას მინიმუმ 3 აქტივისტი დააკავეს – აქტივისტები”
„კაცი მემუქრებოდა ოჯახის მოსპობით“, – პოლიტიკოსის თქმით, მასზე თავდასხმის საქმეს არ იძიებენ
სამი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ოპოზიციის წევრებს – გენრი დოლიძეს, გიორგი გაბაიძეს, მიშა ქავთარაძესა და იზო სურმანიძეს ეგრეთ წოდებულ „ხოფის ბაზრობაზე“, ფლაერების დარიგების დროს, თავს დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მაშინ პარტია “ლელოს” წევრმა, მიშა ქავთარაძემ თქვა, რომ „თავდამსხმელი სტეფანოვკას უბნის ეგრეთ წოდებული „მაყურებელი“ გიორგი გოგიჩაიშვილია“. „კაცი მემუქრებოდა სიცოცხლის და ოჯახის მოსპობით. …
ალეკო ელისაშვილის პარტია ბათუმში დაიშალა
“ხანგრძლივი ფიქრის და განსჯის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია “მოქალაქეები”, ოჯახი, რომლის მშენებლობაშიც სული და გული ჩავდე ჩემს მეგობრებთან ერთად,” – წერს ფეისბუქგვერდზე პარტია “მოქალაქეების” პოლიტსაბჭოს წევრი გენრი დოლიძე. მან პარტია “მოქალაქეები” დატოვა გიორგი გაბაიძესთან, მირიან მერცხალაძესთან და გუჯა ხაბაძესთან ერთად. “ეს არ უკავშირდება ალეკო ელისაშვილის პარლამენტში შესვლას… ეს უფრო იყო შიდაპარტიული დემოკრატიის საკითხი, რაზეც …
ვინ არის ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი გენრი დოლიძე
პოეტმა გენრი დოლიძემ, გასული წლის ივნისის მოვლენების დროს, პარლამენტის წინ გამართული აქციების დარბევისას ექსპრომტად მიღებული გადაწყვეტილებით დაამახსოვრა თავი საზოგადოებას: ის ხალხისკენ მიმავალი სპეცრაზმის წინ გაწვა. მოგვიანებით კი სოციალურ ქსელში დაწერა: „სხვა ვერაფერი შევძელი“. ამ ფაქტის ამსახველი კადრი ბევრ უცხოურ მედიაშიც გავრცელდა. გენრი დოლიძე არ უარყოფს, რომ გარკვეულწილად ამ ფაქტმაც განაპირობა, რომ დღეს ალეკო ელისაშვილის პარტიის …
Continue reading “ვინ არის ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი გენრი დოლიძე”
ბათუმში ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობის“ ოფისი გაიხსნა
„ჩვენ ბევრი რამ გვაწუხებს, მაგრამ ვერ ვახერხებთ ორგანიზებას. ხელისუფლებას ეს არ ადარდებს. ჩვენ ვტკეპნით ერთ ადგილს… გვაქვს მენტალური პრობლემაც, ველოდებით ვიღაც მესიას, მდიდარ და კეთილ კაცს, რომელიც ჩამოგვირიგებს ფულებს და ჩვენ მარტო მხარ-თეძოზე გადაბრუნების უფლებას მოგვცემს. ასე არსად არ ხდება სინამდვილეში, ასე ხდება მხოლოდ ზღაპრებში. რეალურად ხალხმა უნდა მოინდომოს ის, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ წავიდეს ქვეყანა წინ…“ …
Continue reading “ბათუმში ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობის“ ოფისი გაიხსნა”
ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობას“ ბათუმში პოეტი გენრი დოლიძე უხელმძღვანელებს
ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობა“ ბათუმში ოფისს ხვალ, 22 დეკემბერს გახსნის. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მოძრაობის ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი პოეტი გენრი დოლიძე იქნება. „ჯერ არ შემიძლია დავადასტურო, რადგან გადაწყვეტილი არ არის, კონსულტაცია მქონდა. ხვალ დილით ჩამოვლენ, გავივლით ერთობლივად კონსულტაციას, ხვალ დილით მეცოდინება დადასტურებულად,“ – გვითხრა გენრი დოლიძემ. „სამოქალაქო მოძრაობის“ პრესცენტრში გვითხრეს, რომ ახალი სახეების შესახებ ინფორმაციას ვერც დაადასტურებენ …