საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ორგანიზებული ჯგუფის მიერ მითვისების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინეს. კერძოდ, პროკურატურამ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 1550 ბავშვზე გათვლილი 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების, ორგანიზებული ჯგუფის მიერ …
Tag Archives: გენერალური პროკურატურა
პოლიციელმა ბათუმში მაღაზია დააყაჩაღა
ბათუმში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, სავარაუდოდ პოლიციელმა ქსელური მაღაზია დააყაჩაღა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. სავარაუდოდ ყაჩაღობის მუხლით დაწყებულ გამოძიებაზე პროკურატურა ამ დრომდე ინფორმაციას არ ავრცელებს. „ბათუმელების“ სატელეფონო ზარი და შეტყობინება უპასუხოდ დატოვეს პროკურატურის პრესცენტრში. შსს-ს პრესცენტრში კი გვითხრეს, რომ შემთხვევას პროკურატურა იძიებს და ინფორმაციას შსს ვერ მოგვაწვდის.
გენპროკურორს ხელფასი მოემატა და 10 610 ლარი გახდა
საქართველოს გენერალური პროკურორის ხელფასი 960 ლარით გაიზარდა და იანვრიდან 10 610 ლარი იქნება. გენპროკურორ გიორგი გვარაკიძის ხელფასი ამ დრომდე 9 650 ლარი იყო. ხელფასები გაეზარდათ პროკურატურის სხვა თანამშრომლებსაც. პროკურატურაში ხელფასთან [ანუ თანამდებობრივ სარგოსთან] ერთად ყოველთვიურად „წელთა ნამსახურობის დანამატს“ და ასევე სპეციალური წოდებისთვის დადგენილ სარგოსაც მიიღებენ. „საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ბრძანებას გიორგი …
Continue reading “გენპროკურორს ხელფასი მოემატა და 10 610 ლარი გახდა”
მზად ხართ ზიდოთ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის ხელყოფის სიმძიმე? – ანა ნაცვლიშვილი გენპროკურორს
„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა, დღეს, 29 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე გენპროკურორს მიმართავა და მზია ამაღლობლის საქმეს გამოეხმაურა. „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან უკვე 18 დღეა შიმშილობს პროტესტის ნიშნად. „ჟურნალისტი მზია ამაღლობელი მის წინააღმდეგ განხორციელებული სასტიკი უსამართლობის და შეურაცხყოფის პასუხად მე-18 დღეა საპატიმროში შიმშილობს. ჩვენ ვიცით, რომ მზია ამაღლობელი არის ივანიშვილის რუსული …
ქობულეთში მოკლული 19 წლის ბიჭის საქმეში ბრალდებული ბრიტანეთში დააკავეს – პროკურატურა
დღეს, 21 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ დაადასტურა ქობულეთში 19 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული ა.ბ.-ს გაერთიანებულ სამეფოში დაკავების ფაქტი. ქობულეთში მოკლული 19 წლის გიორგი ალხანიშვილის დედამ, მარინა მაძღარაშვილმა „ბათუმელებს“ 19 ივლისს უთხრა, რომ მკვლელობაში ბრალდებული უკვე დაკავებულია. 19 ივლისს „ბათუმელებს“ პროკურატურაში ბრალდებულის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ მოაწოდეს. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საქართველომ გაერთიანებული სამეფოს კომპეტენტურ უწყებას ბრალდებულის ექსტრადიციის …
Ajara TV-ის თანამშრომლების შესაძლო დევნაზე ომბუდსმენმა პროკურატურას მიმართა
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოს გენერალურ პროკურორს წინადადებით მიმართა – დაიწყოს გამოძიება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების მიმართ შესაძლო დევნის ფაქტებზე. „საქმის გარემოებების შესწავლით გაირკვა, რომ ტელევიზიის თანამშრომლების მიმართ ხორციელდებოდა დევნა, განსხვავებული აზრის, კერძოდ, მენეჯმენტის გადაწყვეტილებებზე ღიად დაფიქსირებული კრიტიკული მოსაზრებების გამო. დაუსაბუთებლად ან ფაქტობრივად არასწორი დასაბუთებით ხდებოდა კონკრეტული თანამშრომლებისთვის ფუნქციების ცალმხრივად შეცვლა, დისციპლინური …
Continue reading “Ajara TV-ის თანამშრომლების შესაძლო დევნაზე ომბუდსმენმა პროკურატურას მიმართა”
რას ამბობს ფეხბურთის ფედერაცია გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეში არსებულ შესაძლო სიყალბეზე
საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ 31 წლის ფეხბურთელი თამაშის დაწყებამდე 15 წუთით ადრე, „მოთელვის“ დროს ცუდად გახდა და კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. იმ დღეს დაგეგმილი „ზუგდიდი“ & „ვიტ ჯორჯიას“ შეხვედრა ჩაიშალა. ეს ფაქტი სამი წლის წინ, 2017 წლის პირველ ოქტომბერს, მცხეთის სტადიონზე მოხდა. გარდაცვლილი შოთა მამინაშვილის დედა, ლოლიტა იაშვილი დღემდე ელოდება გამოძიების გაჭიანურებულ შედეგებს. ის დარწმუნებულია, რომ …
პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი პროკურორებს სასამართლოში უჩივის
პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი ნინო ბასილაძე აჭარის პროკურატურას, ასევე გენერალურ პროკურატურას სასამართლოში უჩივის. ნინო ბასილაძე მიიჩნევს, რომ უსამართლოდ შეაფასეს, როგორც საჯარო მოხელე და ეს მას შემდეგ მოხდა, როცა კანონით გათვალისწინებული უფასო დეკრეტული შვებულებით სარგებლობა ითხოვა. რამდენიმე დღის წინ ამ საქმის განხილვაზე უარი თქვა მოსამართლე კობა გოცირიძემ და საქმე თბილისის სასამართლოს გადაუგზავნა. ნინო ბასილაძე 2011 წლიდან მუშაობდა …
Continue reading “პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი პროკურორებს სასამართლოში უჩივის”