ბათუმში, სამ ადგილზე, გარეგანათების დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად ქალაქის ბიუჯეტიდან 415 ათას 324 ლარია გამოყოფილი. აღნიშნული თანხით ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს აქვს გამოცხადებული. ტენდერის ფარგლებში გარეგანათებას აღადგენენ: „პორტა ბათუმი თაუერის“ მიმდებარედ [ე.წ. საოცრებათა პარკთან], ევროპის მოედანზე [გაანათებენ მედეას ძეგლს], თამარის დასახლებაში სანაპიროზე [ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის გასწვრივ – რესტორან „რივიერადან“ რესტორან „ოქროს თევზამდე“ მონაკვეთში]. …
Continue reading “ბათუმში 3 ადგილზე გარეგანათების აღსადგენად 415 ათასი ლარია გამოყოფილი – ტენდერი”