„ანრი“ გაწევრიანდა ორგანიზაციაში „ბალტიისპირეთის და საერთაშორისო საზღვაო საბჭო“

მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი გაწევრიანდა ორგანიზაციაში „ბალტიისპირეთის და საერთაშორისო საზღვაო საბჭო“. ორგანიზაციაში გაწევრიანებულია 120 ქვეყნის 1900 წევრი საზღვაო სფეროში მოღვაწე კომპანია და უმაღლესი სასწავლებელი. BIMCO წარმოადგენს საზღვაო კომპანიებისა და ორგანიზაციების ფართო სპექტრს და საერთო ჯამში აწევრიანებს მსოფლიოს სავაჭრო ფლოტის დაახლოებით 60% -ს. BIMCO– ს მიზანია უზრუნველყოს თანაბარი პირობები გლობალური …

„ანრისა“ და კონსტანცას „საზღვაო უნივერსიტეტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

მიმდინარე წლის 20 დეკემბერს ბათუმის უმაღლეს საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ „ანრისა“ და რუმინულ კონსტანცას „საზღვაო უნივერსიტეტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ, ხელი შეუწყონ უნივერსიტეტებს შორის მჭიდრო და გძელვადიანი ურთიერთობის დამყარებას. მემორანდუმის მიზანია საუნივერსიტეტო/საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობა, საერთო საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვა და იმპლიმენტაცია, ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფა, უნივერსიტეტების პერსონალისა და სტუდენტების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება სხვადასხვა ერთობლივი …

„ანრი“ აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის ლექტორის პოზიციაზე

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი „ანრი“ აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის ლექტორის პოზიციაზე უმაღლეს (ბაკალავრიატი) საგანმანათლებლო პროგრამებზე საზღვაო ნავიგაცია და გემის მექანიკა. აუცილებელი მოთხოვნები: [checklist] უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში პედაგოგად მუშაობის გამოცდილება ინგლისური ენის ფილოლოგის მაგისტრის ხარისხი საზღვაო ინგლისურის (Maritime English) ცოდნა [/checklist] საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატს შეიძლება ეთხოვოს საჩვენებელი ლექციის ჩატარება. სამუშაო განაკვეთი: საათობრივი დაინტერესებულ …

ბუსსს „ანრის“ ადმინისტრაციამ წლის აქტიური თანამშრომლები და სტუდენტები დააჯილდოვა

მსოფლიოში არსებული მდგომარეობის გამო მრავალი ღონისძიება გადაიდო და გაუქმდა. მათ შორის, ვერც მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნა მასშტაბურად, ვერ გაიმართა ბუსსს „ანრის“ უკვე ტრადიციადქცეული სხვადასხვა ღონისძიება. თუმცა „ანრის“ ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ერთ-ერთი ღონისძიება – წლის განმავლობაში აქტივობით გამორჩეული პერსონალისა და სტუდენტების დაჯილდოვების ცერემონია, რომელიც იმართებოდა 25 ივნისს,მეზღვაურთა დღეს, მაინც ჩაატარა. მეზღვაურთა პროფესიულ საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით …

„უცხო ენის მნიშვნელობა სხვადასხვა პროფესიაში“ – საერთაშორისო კონფერენცია ონლაინ ჩატარდება

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ „ანრის“ ორგანიზებით 20 ივნისს გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: “უცხო ენის მნიშვნელობა სხვადასხვა პროფესიაში”. ახალი კორონავირუსის (COVID 19) პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კონფერენცია ონლაინრეჟიმში ჩატარდება. კონფერენციის მიზანია ცნობიერების ამაღლება უცხო ენების მნიშვნელობის შესახებ. კონფერენციაში მონაწილეობა აკადემიურ პერსონალის გარდა სტუდენტებსაც შეუძლიათ. მნიშვნელოვანი თარიღები: [checklist] 2020 წლის 20 მაისი- რეგისტრაციის ბოლო დღე …

საზღვაო სასწავლებელ „ანრის“ მენეჯმენტმა ქედაში, სოფელ გულების მოსახლეობას სასუქი დაურიგა

ბათუმის უმაღლეს საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ქველმოქმედებაა. ამჯერად, სასწავლებლის ხელმძღვანელობამ საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ქედის, სოფელ გულების მოსახლეობას სასუქი დაურიგა. ბუსსს ანრი ყოველთვის მონაწილეობდა საქველმოქმედო აქციებში და მომავალშიც იგივეს გააგრძელებს. იქნება ეს მხოლოდ ჩვენს მიერ ორგანიზებული თუ სხვადასხვა ორგანიზაციების თანამონაწილეობით. დღეს, სწორედ ახლა არის ის დრო, რომ როგორც არასდროს, დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით და …

„ბუსსს ანრის“ სტუდენტები 6-თვიან პრაქტიკას გაივლიან შორეულ ნაოსნობაში, VI-ZA SUN-ის კუთვნილ გემებზე

დღეს, 20 მარტს, „ბუსსს ანრიში“ გაიმართა მორიგი შეხვედრა მე-3 კურსის სამანქანე განყოფილების სპეციალობის სტუდენტებთან, რომლებიც პრაქტიკაზე მიდიან შორეულ ნაოსნობაში. დღევანდელ შეხვედრაზე პრაქტიკის დაგეგმარების ხელმძღვანელმა სტუდენტებს ესაუბრა იმის შესახებ, თუ რა დოკუმენტაცია უნდა აწარმოონ სტუდენტებმა პრაქტიკაზე ყოფნისას, ასევე კიდევ ერთხელ, დეტალურად იქნა გაცნობილი record Book-ში მუშაობის პრინციპები და ყოველდღიური ანგარიშის წარმოება გემზე ყოფნისას. ბათუმის უმაღლესი საზღვაო …

საერთაშორისო კონფერენცია „ანრიში“- „უცხო ენების მნიშვნელობა სხვადასხვა პროფესიაში“

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრისა და აზერბაიჯანის ენების უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობით 18 19 და 20 ივნისს იმართება საერთაშორისო კონფერენცია – „უცხო ენების მნიშვნელობა სხვადასხვა პროფესიაში“. გეპატიჟებით კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. კონფერენციის მიზანია, რომ მოხდეს ცნობიერების ამაღლება უცხო ენების გავლენის მნიშვნელობის შესახებ. მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც აკადემიურ პერსონალს ასევე სტუდენტებსაც. გარადა ამისა გაცნობებთ, რომ 2020 წელი ბათუმის …

საჯარო ლექცია ბუსსს „ანრიში“: „ევროპა- საქართველოს ტრადიციული არჩევანი“

ბუსსს „ანრიში“ გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „ევროპა- საქართველოს ტრადიციული არჩევანი“. ლექციას უძღვებოდნენ მწერლები: რატი ამაღლობელი და ნენე კვინიკაძე. ლექციაზე მიმოიხილეს, თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის და ქართული საზოგადოებისათვის ევროპა და რა ნაბიჯები იდგმება ევროპული ინტეგრაციისთვის ჩვენი ქვეყნის მხრიდან. შეხვედრის დასასრულს კი კითხვა-პასუხის რეჟიმში  სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით. საჯარო ლექცია გაიმართა პროექტის „ინტერკულტურული …

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ „ანრიში“ საჯარო ლექცია გაიმართა

10 დეკემბერს ბუსსს „ანრიში“ გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, მიღწევები და გამოწვევები“. ლექციას უძღვებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ რეგიონალური წარმომადგენელი აჭარაში – ირმა გაბინაშვილი, რომელმაც წარადგინა პრეზენტაცია და განიხილა ორგანიზაციის დაარსებისა და მოღვაწეობის მოკლე ისტორია. საჯარო ლექციაზე განხილულ იქნა ნატოსა და ევროკავშირის როლი მსოფლიოსა და განვითარებადი …

„ანრის“ პირველკურსელებმა მეზღვაურის ფიცი დადეს

დღეს ბათუმის უმაღლეს საინჟინრო საზღვაო სასწავლებელ „ანრიში“ პირველკურსელთა ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა. 32-მა პირველკურსელმა საზეიმოდ დადო მეზღვაურის ფიცი. ცერემონიას ესწრებოდნენ სტუდენტების მშობლები, განათლების სამინისტროს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და ბათუმის მერიის წარმომადგენლები. ფიცის დადების დროს „ანრის“ ადმისტრაციის გადაწყვეტილებით, ერთ-ერთი სტუდენტი – მამუკა ხილაძე, ზღვაზე შტორმის დროს სამი მოზარდის გადარჩენისთვი 1 წლის გადასახადისაგან გათავისუფლდა.

ბუსსს „ანრი“ პირველკურსელებს საზეიმოდ დახვდა

სს „ანრი“ პირველკურსელებს საზეიმოდ დახვდა. მომავალმა მეზღვაურებმა დაათვალიერეს სასწავლებლის ტექნიკური ბაზა, აუდიტორიები და კამპუსი. უმაღლესი სასწავლებლის კონტინგენტი სტაბილურად იზრდება, რაც წელსაც დადასტურდა- „ანრის“ როგორც უმაღლეს სასწავლებელს, უფრო და უფრო მეტი აბიტურიენტი ირჩევს. სტუდენტებს მიმართა რექტორმა და მათ წარმატებები უსურვა სწავლასა და პროფესიულ საქმიანობაში.

ლატვია-საქართველოს ერთობლივი ფილმი თეოდორ სპადეზე „ანრის“ მხარდაჭერით

თეოდორ სპადე ლატვიის ეროვნული გმირია. პირველი მსოფლიო ომის დროს ის შავ ზღვაში დისლოცირებულ სამხედრო საზღვაო ფლოტში მსახურობდა. 1918 წლიდან თეოდორ სპადე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფლოტში მუშაობდა და დიდი წვლილი შეიტანა მის ფორმირებაში. ის იბრძოდა ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ და ქართველთა ჩქარმავალ კატერთა რაზმს და ნაღმმზიდს მეთაურობდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ის ლატვიის სამხედრო ფლოტის ადმირალი გახდა. ლატვია …

„წყალი და ადამიანი“ – კონფერენცია „ანრიში“ ოკეანის დღის აღსანიშნავად [ანონსი]

8 ივნისს მსოფლიო ოკეანის დღეს აღნიშნავს. ეს საერთაშორისო ეკოლოგიური დღესასწაული 1992 წელს დაარსდა. წყლების დაცვაზე ზრუნვა ყველა ქვეყნის ვალდებულებაა. სწორედ ეკოლოგია გვაერთიანებს ჩვენ. დედამიწა ჩვენი საერთო სახლია და რადგან დედამიწის ორი მესამედი წყალია, რომელიც სიცოცხლის საწყისია, უნდა გავაცნობიეროთ, რომ წყლის დაბინძურება სიცოცხლის საწინააღმდეგო ქმედებაა. ოკეანეებისა და ზღვების მდგომარეობას ყველაზე კარგად მეზღვაური აფასებს – ხედავს, როგორ …

კადეტობიდან კაპიტნობამდე – „ანრი“ საზღვაო კარიერის ერთგული თანამგზავრი

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი „ანრი“ ტრადიციულად განაგრძობს წარმატებულ მეზღვაურებთან შეხვედრას. „ანრის“ სტუდენტები თვალნათლივ ხედავენ, თუ რა შედეგი მოაქვს ხარისხიან საზღვაო განათლებას. ამჯერად, მომავალი მეზღვაურები კაპიტნის უფროს თანაშემწეს და მათ პედაგოგს, ანზორ შარაბიძეს და ბუსსს „ანრის“ წარჩინებულ კურსდამთავრებულს, გივი ბალაძეს შეხვდნენ. გივი ბალაძემ ბუსსს „ანრი“ 2016 წელს დაამთავრა და კაპიტნის მესამე თანაშემწის რანგში აფორმებს კონტრაქტს.  …

„ანრი“ აცხადებს საბუთების მიღებას პროფესიულ მოდულურ საგანმანათლებლო პროგრამებზე

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი „ანრი“ აცხადებს საბუთების მიღებას პროფესიულ მოდულურ საგანმანათლებლო პროგრამებზე შემდეგი სპეციალობებით: [checklist] საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია(მატროსი) გემის სამანქანე განყოფილების ექსპლუატაცია(მოტორისტი) [/checklist] დამატებითი ცნობებისთვის გვეწვიეთ მისამართზე: ბათუმი, ანგისის დასახლება, შერიფ ხიმშიაშვილის 47-ის მიმდებარე ტერიტორია. მობ.:593 40 22 18 საზღვაო განათლება საუკეთესო პირობებით

საზღვაო სასწავლებელ „ანრის“ გუნდ „მეზღვაურების“ წარმატება ინტელექტუალურ თამაშში

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ „ანრის“ სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი სტუდენტურ და საზოგადოებრივ აქტივობებში. ამას მოწმობს მრავალი პრიზი და ჯილდო, რომლებიც უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა სხვადასხვა, მათ შორის, სპორტულ შეჯიბრებებში მოიპოვეს. კიდევ ერთი წარმატება სასწავლებლის სტუდენტებმა ამჯერად ინტელექტუალურ თამაშებში მოიპოვეს. გუნდმა -„მეზღვაურები“  -საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ინტელექტუალურ თამაშში „წიგნის თარო“ შესარჩევი ტური წარმატებით გაიარა. გუნდი სამი …

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს

ძლიერი მეზღვაური – ძლიერი საქართველო! – ამ სლოგანით ბათუმის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი „ანრი“ ათ წელზე მეტია საუკეთესო კადრებს ამზადებს. ჩვენი კურსდამთავრებულები მსოფლიოს წამყვანი კომპანიების გემებზე ცურავენ. ისინი ეკიპაჟის საუკეთესო და ლიდერი წევრები არიან. „ანრის“ უმაღლესი საფეხურის პირველმა კურსდამთავრებულებმა უკვე მიაღწიეს საზღვაო სფეროს უმაღლეს საფეხურებს და შორეული ნაოსნობის კაპიტნები და უფროსი მექანიკოსები გახდნენ. ჩვენი სასწავლებლის გამოშვებული …

შეხვედრა მსახიობ ლეო ანთაძესთან საზღვაო სასწავლებელ „ანრიში“

თეატრი, სპექტაკლი, მსახიობი-სამყარო, რომელიც დროს აჩერებს, სიტყვას აცოცხლებს, სულს და გრძნობებს აკავშირებს, ხშირად მიუწვდომელია სტუდენტისთვის. ეს თანამედროვე ყოფამ მოიტანა. ინტერნეტის თაობა ნაკლებად ინტერესდება ცოცხალი სანახაობით. წელს საქართველოს სახალხო არტისტს, ლეო ანთაძეს 86 წელი შეუსრულდა. ზუსტად 40 წელია ის ამ საპატიო ტიტულს ატარებს. ის ერთადერთი მსახიობია, რომელსაც სახალხო არტისტის წოდება 26 წლის ასაკში მიანიჭეს. მსახიობი, რომლის …

„ანრის“ პირველკურსელებმა ფიცი საზეიმო ვითარებაში დადეს

დღეს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ „ანრის“ პირველკურსელებმა ფიცი საზეიმო ვითარებაში დადეს. ღონისძიება ტრადიციული მოწყობით, დროშების აღმართვით და საქართველოს ჰიმნის შესრულებით წარიმართა. კურსანტებს სიტყვით მიმართა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თაკო იოსელიანმა. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი „ანრის“ მატერიალური თუ ტექნიკური ბაზის და განათლების ხარისხს. კურსანტებს კარგი სწავლა და კარიერაში წარმატებები უსურვა. ზოგადად, „ანრის“ განათლების …

„გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“-აქციას „ანრის“ სტუდენტები და ადმინისტრაცია შეუერთდა

დღეს უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ „ანრის“ სტუდენტებმა და პედაგოგებმა სისხლის ბანკის ინიციატივით სისხლი გაიღეს. სტუდენტების ნაწილი დღეს პირველად გახდა დონორი თუმცა , მათ გამოთქვეს სურვილი და მზად არიან, ითანამშრომლონ სისხლის ბანკთან და არამარტო აქციის დროს, არამედ სხვა საჭირო დროსაც გაიღონ სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად. „ანრი“ ყოველთვის მხარს უჭერდა და მომავალშიც გაარძელებს ამ ინიციატივის მხარდაჭერას, რადგან აქციაში …

საზღვაო სასწავლებელი „ანრი“ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

ბათუმის საზღვაო საინჟინრო სასწავლებელმა „ანრიმ“ ახალი სასწავლო წელი კონტინგენტის 100%-იანი ზრდით დაიწყო. სასწავლებელმა ნავიგაციის პირველ  კურსზე 40 სტუდენტი მიიღო, მექანიკის ფაკულტეტზე-8. მობილობით ინსტიტუტში 25 კადეტი ჩაირიცხა. ბუსსს „ანრის“ პროფესიული სწავლების საფეხურზე კი ასამდე განაცხადია შესული. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლეს სასწავლებელთა ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის პირველი სექტემბრის გადაწყვეტილებით, სასწავლებელმა  მიიღო მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების …

„ანრი“ აცხადებს მიღებას პროფესიულ პროგრამებზე

ავტორიზებული და აკრედიტებული შპს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი „ანრი” აცხადებს საბუთების მიღებას III საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების შემდეგ სპეციალობებზე: [checklist] გემბანის რიგითი მეზღვაური სამანქანო განყოფილების რიგითი მეზღვაური [/checklist] საბუთები მიიღება 2018 წლის 25 აგვისტომდე. მისამართი: ბათუმი, ანგისის დასახლება, შ. ხიმშიაშვილის ქ. №47-ის მიმდებარე ტერიტორია. მობ.: 593 40 22 18. ტელ.:042 244411

კაპიტანთა კლუბი და მეზღვაურთა ქალაქის პრობლემები

კაპიტანთა კლუბი საზღვაო ქალაქისთვის  აუცილებელი ორგანიზაციაა. ამ ორგანიზაციას არა მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს. ასეთი ნებაყოფლობითი ორგანიზაციის წევრობა განსაკუთრებით გადამდგარი საზღვაო ოფიცრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა კლუბში მოქმედი კაპიტნები და უფროსი მექანიკოსები უფრო მეტნი არიან. ბათუმის კაპიტანთა კლუბი შორეული ნაოსნობის კაპიტნის, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის, ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებლის „ანრის“ დამფუძნებლისა და რექტორის, ანზორ დიასამიძის ინიციატივით შეიქმნა. …

„ანრი“ მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს გილოცავთ!

„დღეს საქართველოში 18 ათასამდე მეზღვაურია რეგისტრირებული. ეს ის ხალხია, რომლის შრომის შედეგად ქვეყანაში თითქმის მილიარდი ლარი შემოდის. ეს დიდი შრომის, მაღალი პროფესიონალიზმისა და თავდადების შედეგია. ქართველი მეზღვაურები, კაპიტნები და მექანიკოსები დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ საზღვაო სფეროში და მათზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. მიხარია, რომ მე, როგორც ამ დარგის ერთერთ ხელმძღვანელს, წვლილი მაქვს შეტანილი საქართველოს საზღვაო განათლების საერთაშორისო …

ბუსსს „ანრი“-ში 26 მაისი სტუდენტური ღონისძიებით აღნიშნეს

სამშობლოს სიყვარული, პროფესიული ღირსება და 10%-იანი ფასდაკლება მეზღვაურთა სერთიფიკატებზე ბუსსს ანრის სტუდენტურმა თვითმმართველობამ 26 მაისს ღონისძიება მიუძღვნა. საზღვაო სასწავლებელი ხშირად ატარებს საღამოებს, სადაც დამსახურებულ მეზღვაურებს მადლობას უხდიან საზღვაო საქმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. სტუდენტებმა ამჯერად ასლან ბოლქვაძის-ბათუმის პორტის უფროსის და შორეული ნაოსნობის კაპიტნის შაქრო ვარშანიძის ღვაწლს გაუსვეს ხაზი. ქვეყნის დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობა …

ქართველ ოფროუდებს საერთაშორისო ტურნირში წარმატება საზღვაო სასწავლებელ “ანრიში” მიულოცეს

28-29 აპრილს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ართვინში, იუსუფელის პროვინციაში, ჩატარდა მე-4 საერთაშორისო შეჯიბრი ოფროუდში, სადაც საქართველოს სამი ქალაქიდან – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი – ექვსმა ეკიპაჟმა მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრში თბილისიდან  ერთი ეკიპაჟი იყო წარდგენილი, ქუთაისიდან – ორი, ხოლო ბათუმიდან – სამი. პირველი ადგილი s1 კატეგორიაში აიღო  ეკიპაჟმა თბილისიდან, წარმომადგენლები: გრიგოლ მშვენიერაძე და შტურმანი შოთა მაჭარაშვილი. S2 კატეგორიაში …

უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ “ანრის” განცხადება მეზღვაურთა საყურადღებოდ

[checklist] მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღე – 9 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი მეზღვაურთა საერთშორისო დღე – 25 ივლისი [/checklist] ჩამოთვლილ დღესასწაულებთან დაკავშიროებით შპს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი 2018 წლის 01 მაისიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე ყველა საწვრთნელ კურსზე ქართველ მოქმედ მეზღვაურებს სთავაზობს 10% ფასდაკლებას ხოლო, 30 და მეტი წლის სამუშაო სტაჟის მქონე ქართველ ვეტერან მეზღვაურებს  – 15% ფასდაკლებას. წვრთნისა და სერტიფიცირების ცენტრი აცხადებს, რომ მაღალი …

„ანრი“ მზადაა სტუდენტების ახალი ნაკადის მისაღებად

ეროვნულ გამოცდებამდე შეგიძლია შეცვალო შენი არჩევანი – აირჩიე 156. ავტორიზებული, აკრედიტებული ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟირნო სასწავლებელი „ანრი“, სარეგისტრაციო ნომრით 156, აცხადებს მიღებას ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე საზღვაო ნავიგაციისა და გემის მექანიკის საბაკალავრო პროგრამებზე. ავტორიზაცია და აკრედიტაცია, სტატუსი და სახელმწიფო საგრანტო მხარდაჭერა ჩვენთვის ყოველთვის პირველი რიგის ამოცანაა. ამდენად, ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი „ანრი“ არის …

Exit mobile version