ბათუმის მერიამ მემედ აბაშიძის გამზირზე ქვაფენილის დემონტაჟი ისე დაიწყო, რომ სამუშაოები არც ქალაქის ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული და არც შესაბამისი ტენდერი გამოცხადებულა. „ბათუმელები“ ამ დარღვევის შესახებ ჯერ კიდევ 16 მარტს წერდა და ქალაქის მერიასაც მიმართა. პასუხი დღემდე არ მიგვიღია. პასუხის ნაცვლად, მერიას პრობლემის „მოგვარებაზე“ დაუწყია მუშაობა. კერძოდ, მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ შეცვალა სხვა ქუჩებთან …
Tag Archives: ბონდი 2009
ბათუმში მარჯანიშვილის და ასათიანის ქუჩები გადაიკეტა – აქ ქვაფენილი უნდა აყარონ
ბათუმში ქვაფენილის ასაყრელად და შემდეგ ასფალტის დასაგებად ლუკა ასათიანის ქუჩა გადაიკეტა – ზურაბ გორგილაძისა და მემედ აბაშიძის ქუჩებს შორის მონაკვეთში. მთლიანად გადაიკეტა ასევე კოტე მარჯანიშვილის ქუჩა [დემეტრე თავდადებულისა და ვაჟა-ფშაველას შორის], რომელიც ასათიანის ქუჩას კვეთს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ მონაკვეთებში მოძრაობა ტრანსპორტისთვის დღეიდან, 14 თებერვლიდან, 1 კვირის განმავლობაში იქნება შეზღუდული. ბათუმში 15 ქუჩაზე ქვაფენილის აყრასა …
Continue reading “ბათუმში მარჯანიშვილის და ასათიანის ქუჩები გადაიკეტა – აქ ქვაფენილი უნდა აყარონ”
რამდენად უსაფრთხოა ბარცხანის ხიდი – რას ამბობს აუდიტი და რას აცხადებს მერია
ბათუმში ე.წ. ბარცხანის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები პროექტთან შეუსაბამოდ განხორციელდა და ხიდის მდგრადობა არ გაუმჯობესებულა – ასეთ შეფასებას სახელმწიფო აუდიტი სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით წერს. ბარცხანის ხიდს რეაბილიტაცია 2021 წელს ჩაუტარდა და სამუშაოებში ქალაქის ბიუჯეტიდან 1 139 801 ლარი დაიხარჯა. „ექსპერტის დასკვნით დგინდება, რომ განხორციელებული სამუშაოები ვერ უზრუნველყოფს ხიდის კონსტრუქციული ნაწილის მდგრადობის გაუმჯობესებას, რაც სამუშაოების პროექტთან …
Continue reading “რამდენად უსაფრთხოა ბარცხანის ხიდი – რას ამბობს აუდიტი და რას აცხადებს მერია “
ბათუმში ხელოვნური პლაჟების მოწყობა დაიწყო – სანაპიროზე 413 000 კუბურ მეტრ ხრეშს შეიტანენ
ბათუმის სანაპიროზე ხრეშის შეტანა დაწყებულია. ხელოვნური პლაჟების მოწყობა სანაპირო ზოლის დასაცავადაა აუცილებელი და ამ ეტაპზე სანაპიროზე დაახლოებით 413 ათას კუბურ მეტრ ხრეშს შეიტანენ. სამუშაოებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 5,6 მილიონი ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული „ბონდი-2009“ აწარმოებს. კომპანიასა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს შორის ხელშეკრულება 5 610 608 ლარზეა გაფორმებული. ტენდერის …
ბულვარში ხელოვნურ პლაჟს „ბონდი-2009“ მოაწყობს, ტენდერის თანხა 5,6 მილიონია
ბათუმში, ახალი ბულვარის გასწვრივ, ზღვის სანაპიროზე, ხრეშის შესატანად ხელშეკრულება 2022 წლის 26 სექტემბერს გაფორმდა, თუმცა ჯერ სამუშაოები არ დაწყებულა. ტენდერში გამარჯვებულ „ბონდი-2009“-სა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს შორის ხელშეკრულება 5 610 608 ლარზეა გაფორმებული. სამუშაო სამ უბანზე: ბათუმის გამწმენდი ნაგებობის მოპირდაპირედ, ასევე, აეროპორტის ასაფრენი ბილიკისა და ახალი ბულვარის მიმდებარე …
Continue reading “ბულვარში ხელოვნურ პლაჟს „ბონდი-2009“ მოაწყობს, ტენდერის თანხა 5,6 მილიონია”
ხელოვნური პლაჟის შექმნას ახალ ბულვართან კომპანია 5.6 მილიონად აპირებს
ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნური კვების სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში, კომპანია „ბონდი-2009“, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს შესაბამის მომსახურებას 5 610 610 ლარად სთავაზობს. ბათუმში, გამწმენდი ნაგებობის მოპირდაპირედ, ასევე, აეროპორტის ასაფრენი ბილიკის და ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთებზე პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოები უნდა დაიწყოს. ხრეშის ხელოვნურად შეტანა პლაჟის შესანარჩუნებლად და სანაპირო ზოლის გასამაგრებლადაა აუცილებელი. ამ ეტაპზე …
Continue reading “ხელოვნური პლაჟის შექმნას ახალ ბულვართან კომპანია 5.6 მილიონად აპირებს”
როდის დასრულდება სამუშაოები ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, სადაც ქვაფენილი აყარეს
ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, სადაც გრიბოედოვის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე ქვაფენილი აყარეს, ასფალტის დაგება 2022 წლის 11 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ბონდი 2009“-ში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ცდილობენ სამუშაოები გრაფიკით დადგენილ ვადაზე ადრე დაასრულონ. „ჩვენთვის გაცილებით ადვილი იქნებოდა ქუჩის პერიმეტრი მთლიანად გადაგვეკეტა და ერთიანად დაგვეწყო სამუშაოები, თუმცა ტურისტული სეზონის გათვალისწინებით, სამუშაოებს, შეიძლება ითქვას, ნაწილ-ნაწილ ვასრულებთ, რათა …
Continue reading “როდის დასრულდება სამუშაოები ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, სადაც ქვაფენილი აყარეს”
„მშენებელმა კომპანიამ საკანალიზაციო სისტემა დაგვიზიანა“ – მოქალაქეები
ბათუმში, შარაშიძის ქუჩის #23-ში, აქვე მცხოვრებთა ინფორმაციით, საბავშვო ატრაქციონებთან ახლოს საკანალიზაციო სისტემა ჟონავს. „ადგილზე ისეთი გაუსაძლისი სუნია, იქვე ახლოს მდებარე კორპუსში ფანჯრებს ვერ ვაღებთ. გარდა ამისა, განსაკუთრებული პრობლემაა ის, რომ ბავშვები ატრაქციონებით მაინც სარგებლობენ“, – ამის შესახებ „ბათუმელებს“ დასახლებიდან მოგწერეს. მოსახლეობამ ამ ვითარების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალაც გადმოგვიგზავნა. ისინი აცხადებენ, რომ ე.წ. შამბო და …
Continue reading “„მშენებელმა კომპანიამ საკანალიზაციო სისტემა დაგვიზიანა“ – მოქალაქეები”
გოგოლის ქუჩისა და ბარცხანის ხიდის რეაბილიტაციისთვის 2,5 მილიონი დაიხარჯება
გოგოლის ქუჩისა და ბარცხანის ხიდის რეაბილიტაციისთვის ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის სამმართველომ ხელშეკრულება შპს „ბომონდი-2009“-სთან 2 582 697 ლარზე გააფორმა. ამ ხელშეკრულების ფარგლებში უნდა შესრულდეს გოგოლის ქუჩის მონაკვეთის [წმ. დიაკონი სევერიანე აჭარელი აღმსარებლის (ყოფილი მაიაკოვსკის) ქუჩიდან ი. ნონეშვილის ქუჩამდე] კეთილმოწყობის სამუშაოები, გოგოლის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთში არსებული ხიდისა და ე.წ. „ბარცხანის ხიდის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოების შესრულების ვადაა …
Continue reading “გოგოლის ქუჩისა და ბარცხანის ხიდის რეაბილიტაციისთვის 2,5 მილიონი დაიხარჯება”
ბათუმის მერიას 200-ათასიან ტენდერში უჩივიან – ქუჩების რეაბილიტაცია გონიო-კვარიათში
გონიო-კვარიათის დასახლებაში ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ერთ-ერთმა პრეტენდენტმა, შპს „ნიუ სთაილ“-მა დავების საბჭოში გაასაჩივრა. ამ კომპანიას ტენდერში დისკვალიფიკაცია მისცეს. ის ბათუმის მერიას შესაბამის მომსახურებას 723 ლარით ნაკლებად სთავაზობდა, ვიდრე მეორე პრეტენდენტი – შპს „ბონდი-2009“, რომელსაც მერია დოკუმენტაციის დაზუსტების შემდეგ ხელშეკრულების გაფორმებას სთავაზობს. „ნიუ სთაილი“ აცხადებს, რომ მათ წარადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია, რასაც …
„ჭაობში“ ქუჩების რეაბილიტაცია 2019 წელშიც გაგრძელდება
მიუხედავად იმისა, რომ „ჭაობის დასახლებაში“ არაერთი ქუჩა ამორტიზებულ-გადათხრილია, ამასთან ზოგიერთ უბანში ინტენსიური სამუშაოები არ შეინიშნება, ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ რეაბილიტაციის პროცესი გეგმით მიმდინარეობს და ზოგიერთ ქუჩაზე სამუშაოები დაგეგმილზე ადრეც კი დასრულდება. „ჭაობში“ დღეს, ასე ვთქვათ, ორი ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს – მიწისქვეშა [კანალიზაციის ახალი ქსელის მშენებლობა] და მიწისზედა [სანიაღვრე არხები, კეთილმოწყობა, გარე განათება]. ქუჩების კეთილმოწყობა კი დამოკიდებულია საკანალიზაციო …
Continue reading “„ჭაობში“ ქუჩების რეაბილიტაცია 2019 წელშიც გაგრძელდება”