მწვანე კონცხზე მდებარე მიწის ნაკვეთები კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტს“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, პირდაპირი მიყიდვით, საბაზრო ფასთან შედარებით გაცილებით იაფად მიჰყიდა, – აუდიტის ანგარიშის მიხედვით დაახლოებით 414 207 ლარით ნაკლებად. ქონება 2017 წელს გასხვისდა და ფასიც სამხარაულის ექსპერტიზის მიერ იყო დადგენილი, თუმცა სახელმწიფო აუდიტი აცხადებს, რომ რვათვიან შუალედში ექსპერტიზამ მომიჯნავე მიწის ნაკვეთები სხვადასხვა ფასად შეაფასა …
Tag Archives: ბიზნეს დეველოპმენტი
ივანიშვილს მთავრობამ ციხისძირში 1 კვადრატული მეტრი მიწა 60 ლარად და უპირობოდ მიჰყიდა
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ქობულეთში, სოფელ ციხისძირში, ჯამში 18 136 კვ/მ მიწის ნაკვეთები, აუქციონზე ყოველგვარი პირობის გარეშე გაყიდეს. უძრავი ქონება სახელმწიფოსგან ბიძინა ივანიშვილის კომპანიამ „ბიზნეს დეველოპმენტმა“ 1 მილიონ 99 ათას ლარად, ანუ 1 კვ/მ მიწის ნაკვეთი – 60 ლარად და 60 თეთრად შეიძინა. ბოლო მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილმა აჭარის ზღვისპირა …
აჭარის მთავრობამ ივანიშვილს მწვანე კონცხზე კიდევ მიწის ხუთი ნაკვეთი მიჰყიდა
შპს „ბიზნეს დეველოპმენტმა“, რომელიც მწვანე კონცხზე იმ პროექტს ახორციელებს, რომლის ინიციატორი და ინვესტორი ბიძინა ივანიშვილია, საკუთრებაში მიწის ახალი ნაკვეთები დაირეგისტრირა. მიწის ნაკვეთები კომპანიას აჭარის მთავრობამ მიჰყიდა. ამ ნაკვეთებთან ერთად კომპანია მწვანე კონცხზე კიდევ 6 346 კვ/მ პლაჟსაც ითხოვს იჯარით. „ბიზნეს დეველოპმენტის“ მიერ საკუთრებაში ახლადარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საერთო ფართობი 7 944 კვ/მ-ია. აქედან 650 კვ/მ მახინჯაურში, ხოლო დანარჩენი …
Continue reading “აჭარის მთავრობამ ივანიშვილს მწვანე კონცხზე კიდევ მიწის ხუთი ნაკვეთი მიჰყიდა”
მწვანე კონცხის პლაჟი 49 წლით გასხვისდება – დაინტერესებული კომპანია სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილთანაა დაკავშირებული
მწვანე კონცხის პლაჟის ნაწილი 49 წლის ვადით „ბიზნეს დეველოპმენტს“ უსასყიდლოდ გადაეცემა, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე ნაკვეთისა და ერთი შენობის პირდაპირი წესით შეძენას გეგმავს. „ბიზნეს დეველოპმენტი“, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა. აჭარის მთავრობისთვის კომპანიის პირობები მისაღებია. პირობები მისაღები აღმოჩნდა ბათუმის საკრებულოსთვისაც, რომელმაც დღევანდელი, 29 სექტემბრის სხდომაზე, ქონების გადაცემას მხარი დაუჭირა. „ბიზნეს დეველოპმენტი“, მწვანე კონცხზე 6 346 კვ.მ …
მწვანე კონცხზე „პანორამა ბათუმი“?
ახალი საბაგირო გზა სანაპიროდან ყოფილი სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის ტერიტორიამდე, სასტუმრო კომპლექსი, ახალი ადმინისტრაციული შენობა ბოტანიკურ ბაღში – არის თუ არა ეს „პანორამა ბათუმი“? რა მიზნით სტუმრობენ ბიძინა და ადიკო ივანიშვილები მწვანე კონცხს და რა პროექტების განხორციელებას გეგმავს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ფონდი „ქართუ“? „ბიძინა ივანიშვილი რამდენჯერმე იყო მოსული, ეს ადგილები დაათვალიერა, ზოგ ადგილზე თქვა საინტერესოაო, ზოგზე …
გასხვისებული ქონება მწვანე კონცხზე და ორი განცხადება უნივერსიტეტში
დღეს, 5 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა ჟურნალისტები უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, მერაბ ხალვაშთან ღია შეხვედრის ჩასატარებლად მიიწვია. ადგილზე მისულ ჟურნალისტებს საშუალება არ მიეცათ შეხვედრას დასწრებოდნენ, მერაბ ხალვაში ხარაზს რამდენიმე სტუდენტთან ერთად შეხვდა. შეხვედრის შემდეგ რეზო ხარაზმა და მერაბ ხალვაშმა განცხადებები გააკეთეს. რეზო ხარაზის თქმით, იგი მერაბ ხალვაშისგან ითხოვდა …
Continue reading “გასხვისებული ქონება მწვანე კონცხზე და ორი განცხადება უნივერსიტეტში”
ენმ: ბათუმის ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი შესასვლელი ივანიშვილმა მიისაკუთრა
„თბილისის ბოტანიკური ბაღის მსგავსად, ბათუმის ბოტანიკურ ბაღსაც ბიძინა ივანიშვილი ისაკუთრებს. ახალი სასტუმრო ისე აშენდება, რომ ბოტანიკურ ბაღს ერთ-ერთი შესასვლელი აღარ ექნება.” – განაცხადეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, რომლებმაც დღეს ბრიფინგი მწვანე კონცხზე გამართეს. ისინი ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტერიტორიაზე სასტუმრო კომლექსის მშენებლობას აპროტესტებენ. სასტუმროს სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესჯგუფი აშენებს. „საუბარია ბოტანიკური ბაღის შესასვლელზე უნივერსიტეტის მხრიდან. დარწმუნებული ვართ, …
Continue reading “ენმ: ბათუმის ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი შესასვლელი ივანიშვილმა მიისაკუთრა”