ზურაბ პატარაძე ბარათაშვილის 24-ში უნებართვოდ დანგრეულ ისტორიულ სახლზე

ბათუმში, ბარათაშვილის 24-ში უნებართვოდ დანგრეულ ისტორიულ სახლზე „ბათუმელების“ შეკითხვას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ასე უპასუხა: „მნიშვნელოვანია, რა აშენდება იქ.“ რატომ არ აღმოჩნდა მთავრობისთვის  მნიშვნელოვანი ისტორიული სახლის ქალაქის ცენტრში უკანონოდ დანგრევა? – კითხვაზე ზურაბ პატარაძემ გვიპასუხა, რომ მერიასთან ერთად საერთო პოზიციის შემუშავებას ელოდება. „მიმდინარეობს მუშაობა, შედგა საბჭოს სხდომა, სადაც მუშაობენ არქიტექტორები. აუცილებლად შემუშავდება საერთო პოზიცია. ჩვენ …

კომპანია „დარ ბილდინგი“ ბარათაშვილის 24-ში ისტორიული სახლის დანგრევისთვის 7500 ლარით დააჯარიმეს

ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, კომპანია „დარ ბილდინგი“, რომელმაც ბათუმში, ბარათაშვილის #24-ში ისტორიული სახლი დაანგრია, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ჯამში 7 500 ლარით დააჯარიმა. ჯარიმა კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება ყოველდღიურად გაიზარდოს, თუმცა, როგორც ჩანს, კომპანიას ეს არ ადარდებს, რადგან ის უკანონო საქმიანობას აგრძელებს. ამ შენობის მოპირდაპირედ სხვა კომპანია, რომელმაც ასევე ისტორიული სახლი დაანგრია, ახალ კორპუსს აშენებს, სადაც …

„ბათომი“: მორატორიუმი ერთადერთი გამოსავალია ქალაქის ნგრევის შესაჩერებლად

15 თებერვალს ბათუმის მერიაში ქალაქის მერთან დახურული შეხვედრა შედგა, რომელსაც საზოგადოება „ბათომის“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რაზე ისაუბრეს დახურულ შეხვედრაზე? „ბათუმელები“ საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელს, შოთა გუჯაბიძეს ესაუბრა. შოთა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გუშინ შედგა შეხვედრა მერიაში, ბათუმის მერთან, გიორგი ერმაკოვთან. რა იყო საუბროს თემა? საუბრის თემა …

საზოგადოების პროტესტი ბარათაშვილის 24-ში დანგრეულ ისტორიულ სახლთან

ამ წუთებში ბათუმში, ბარათაშვილის 24 ნომერში, ისტორიული შენობის დემონტაჟის გამო საზოგადოება „ბათომის“ წევრები და სხვა პირები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ქალაქის მერისგან, გიორგი ერმაკოვისგან ოფიციალური განცხადების გაკეთებას მოითხოვენ ისტორიული სახლის დემონტაჟთან დაკავშირებით. „საზოგადოებამ უნდა იცოდეს, როგორია ქალაქის არჩეული მერის პოლიტიკა,  კულტურული მემკვიდრეობისa და ისტორიული ძეგლების დაცვის კუთხით. ტერიტორიის ურბანული განვითარების კუთხით, ძველი ბათუმის ისტორიული არქიტექტურისა …

რის აშენება იგეგმება ბარათაშვილის #24-ში

12 თებერვალს ბათუმში, ბარათაშვილის #24-ში, ისტორიული შენობის დემონტაჟი ისე დაიწყეს, რომ კომპანიას, რომელიც ამ ადგილას 7-სართულიანი სახლის აგებას გეგმავს, მერიისგან დემონტაჟის ნებართვა არ ჰქონდა. მერიაში ამბობენ, რომ კომპანია, სავარაუდოდ, დაჯარიმდება, თუმცა აქვე იმასაც დასძენენ, რომ სახლის პროექტი, რომელიც ბარათაშვილის #24-ში უნდა აშენდეს, უკვე შეთანხმებულია.  საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ეს ტერიტორია კომპანია „დარ ბილდინგს“ ეკუთვნის. კომპანიის …

ბათუმის მერია: ბარათაშვილის #24-ში დემონტაჟზე ნებართვა არ გაგვიცია, თუმცა პროექტი შეთანხმებულია

ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ირაკლი ახალაძე ამბობს, რომ ბათუმის მერიას არ გაუცია ბარათაშვილის #24-ში მდებარე შენობის დემონტაჟის ნებართვა. ქალაქის არქიტექტურის სამსახურის უფროსი აქვე დასძენს, რომ სახლის პროექტი, რომელიც უნდა აიგოს ბარათაშვილის #24-ში, შეთანხმებულია, თუმცა კომპანიას მერიაში ჯერ არ შეუტანია განაცხადი მშენებლობის ნებართვაზე. „პროექტი შეთანხმდა შარშან. მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად. პირველი და მეორე სტადია გავლილი აქვს, მათ …

ბათუმში ბარათაშვილის #24-ში ისტორიული სახლი დაანგრიეს

12 თებერვალს ბათუმში დაანგრიეს ბარათაშვილის ქუჩის #24-ში მდებარე შენობა, რომელიც XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე იყო აგებული. ამ სახლისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან არსებულმა საბჭომ ორჯერ განიხილა: 2014 წლის 3 ივნისს საბჭომ გადაწყვიტა, რომ სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უნდა მინიჭებოდა, იმავე წლის ბოლოს კი საბჭო ხელახლა შეიკრიბა და გადაწყდა, სახლს ძეგლის სტატუსი …

Exit mobile version