საშობაო წირვაზე ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის თხოვნა მრევლს – “გეკეთოთ პირბადეები”

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 იანვარს, ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში საშობაო წირვა 23 საათსა 45 წუთზე დაიწყო. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია თხოვნით მიმართავს მრევლს, წირვის დასრულებამდე ეკეთოთ პირბადე და დაიცვან დისტანცია. „ხალხმრავლობის შემთხვევაში, თქვენთვის მონიშნულია ადგილები ეზოში. ამ შემთხვევაში გთხოვთ ჩაიცვათ თბილად!“ შობის სადღესასწაულო ღამისთევის წირვას ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი …

ბათუმის ეკლესიიდან 30 ლარის და საეკლესიო ნივთების ქურდობაზე 27 წლის კაცი დააკავეს – შსს

ბათუმის ღვთისმშობლის ტაძრის გაქურდვის ფაქტზე სამართალდამცველებმა ბათუმში ერთი პირი დააკავეს. ბრალდებული 27 წლისაა. ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი 2 ივნისს გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული თ.ღ. წარსულში ქურდობისთვისაა ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 2 ივნისს, ბათუმში მდებარე საკათედრო ტაძარში მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 30 ლარამდე თანხას და საეკლესიო ნივთებს, რის …

შობის ღამისთევა ბათუმის საკათედრო ტაძარში [ფოტო]

დღეს, 7 იანვარს, ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში, ქრისტეს შობის ღამისთევის წირვა მიმდინარეობს. სადღესასწაულო წირვა, რომელსაც ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი აღავლენს, ღამით, პირველის წუთებზე დაიწყო. ტაძარში აჭარის ხელისუფლებისა და ბათუმის მერიის წარმომადგენლებიც იმყოფებიან. დღისით ბათუმის ქუჩებში ტრადიციული მსვლელობა – ალილო გაიმართება. ამ თემაზე: ილია II-ს საშობაო ეპისტოლე  

რა მოიტყუა რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა ვაშაყმაძემ დღეს პარლამენტში

„ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ სამართლებრივი პროგრამის ხელმძღვანელმა მაკო ღავთაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ დღეს, 16 მაისს, პარლამენტში, რელიგიის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის სამუშაო შეხვედრაზე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა ვაშაყმაძემ ის შეურაცხყო. მაკო ღავთაძის თქმით, საკითხი შეეხებოდა ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ფრესკების სარესტავრაციო სამუშაოებს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, ზაზა ვაშაყმაძე ამტკიცებდა, რომ ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია, …

შობის სადღესასწაულო ღამისთევის წირვა ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში [ფოტო]

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 იანვარს, ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში ამ წუთებში საზეიმო ღვთისმსახურება მიმდინარეობს. შობის სადღესასწაულო ღამისთევის წირვას ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს. საკათედრო ტაძარში იმყოფებიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და მთავრობის სხვა წევრები. ქრისტესშობა (შობა) – ქრისტიანული რელიგიური დღესასწაულია, რომელიც …

7 იანვარს ბათუმში ტრადიციული ალილო გაიმართება

მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ, 7 იანვარს, ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება დღეს, ღამის 12 საათზე დაიწყება. შობის სადღესასწაულო ღამისთევის წირვას ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი აღავლენს. ხვალ კი ქალაქის ქუჩებში მრევლის ტრადიციული მსვლელობა – ალილო გაიმართება. „7 იანვარს, კვირას, დღის 12 საათზე მრევლი ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძართან შეიკრიბება, საიდანაც …

ლეოგრანდში ხანძრის შედეგად დაღუპულებს დღეს კრძალავენ

დღეს, 3 საათზე, ბათუმის საკათედრო ტაძრიდან სასტურო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულებს გამოასვენებენ. საკათედრო ტაძრიდან ხანძრის შედეგად დაღუპულ ხუთ ადამიანს გამოასვენებენ. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სხვა დაღუპულებს სახლებიდან გაასვენებენ. საკათედრო ტაძარში იმყოფებიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და მთავრობის სხვა წევრები. წინასწარი ინფორმაციით, ტაძარში მისვლას გეგმავს საქართველოს პატრიარქი ილია მეორე. სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი 24 ნოემბერს, საღამოს გაჩნდა. ხანძრის შედეგად …

სააგენტო საკათედრო ტაძრის ფრესკების სარეაბილიტაციო პროექტს შეისყიდის

ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის ფრესკების სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტში აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო 30 ათას ლარს გადაიხდის. რაც შეეხება ფრესკების რეაბილიტაციას, ის პროექტის შედგენის შემდეგ დაიწყება. ჯერ უცნობია, დაახლოებით რა თანხა დასჭირდება სარეაბილიტაციო სამუშაოებს. „ამ ეტაპზე უნდა ჩატარდეს კვლევები, თავისი ხარჯთაღრიცხვით. წინსწრებით ვერ ვიტყვით და არც ვიცით, თუ რა იქნება საჭირო ფრესკების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის. როცა …

ბათუმის ღვთისმშობლის ეკლესიის დაზიანებული ფრესკების აღდგენა-რესტავრაცია იგეგმება

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით ბათუმში იმყოფებოდნენ ,,სახვითი ხელოვნების ნიმუშთა კვლევის ცენტრის“ თანამშრომლები, რომლებიც ადგილზე გაეცნენ ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში არსებულ დაზიანებულ ფრესკებს. შეხვედრის მიზანი იყო დაზიანებული კედლის მხატვრობის აღწერა-შეფასება და წინა საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, რომელიც ითვალისწინებს საარქივო მასალის დამუშავებას და სახელოვნებათმცოდნეო კვლევას, ტემპერატურისა და ტენიანობის რეჟიმის კვლევა-მონიტორინგს, ფოტოფიქსაციას, მოხატულობის დაზიანებათა ტიპების იდენტიფიკაციას …

სააგენტო დაზიანებული ფრესკების აღდგენაზე იზრუნებს

ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში დაზიანებული ფრესკების აღდგენაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო იზრუნებს. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ინფორმაცია სააგენტოს ხელმძღვანელმა ლაშა ასლანიშვილმა დაუდასტურა. ბათუმში სპეციალისტების ჩამოსვლასთან დაკავშირებით, სააგენტომ უკვე აწარმოა მოლაპარაკებები ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან: „ … მათგან გვჭირდება შეფასება, რომ მოვამზადოთ დასკვნა, თუ რა ტიპის სამუშაოა ჩასატარებელი და შემდეგ ვაწარმოოთ შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა.“ შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების …

ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის დაზიანებული ფრესკები [ფოტო]

ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ფრესკების ნაწილი დაზიანებულია. ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დღემდე უყურადღებოდაა დატოვებული. დაზიანებული ფრესკების შესახებ „ბათუმელები“ ჯერ კიდევ 2014 წლის ოქტომბერში წერდა. „იმ შემთხვევაში, თუ  რესტავრაცია დროულად არ მოხდება, ფრესკები კიდევ უფრო დაზიანდება, მისი რესტავრაცია უფრო დიდ ხარჯებსაც მოითხოვს, ხოლო რესტავრაციის გარეშე ტაძარში კედლის მხატვრობა წაიშლება“. საპატრიარქოს დაფინანსებისა და ახალი ტაძრების მშენებლობის ზრდის …

Exit mobile version