ბათუმის საზღვაო აკადემიას საწვრთნელი გემი გადაეცა

ბათუმის საზღვაო აკადემიას სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასწავლო-საწვრთნელი გემი უსასყიდლოდ გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. იგივე წყაროს ინფორმაციით, გემი „კადეტი“ აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების ყველა საჭირო სანაოსნო სისტემითა და ტექნიკური საშუალებით. 2018 წლიდან საზღვაო აკადემიის სტუდენტები საზღვაო პრაქტიკას უშუალოდ აღნიშნულ გემზე გაივლიან. სემესტრში 40-50 სტუდენტის საზღვაო პრაქტიკით უზრუნველყოფა იქნება შესაძლებელი. “საზღვაო აკადემიას უსასყიდლოდ გადაეცა საწვრთნელი …

19-ის ნაცვლად 28 ქულა – ცვლილებები საზღვაო ნავიგაციის საგამოცდო პროგრამაში

[two_third last=”no”]Content[/two_third] ბათუმის საზღვაო აკადემიის 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩამონათვალში ცვლილებები შევიდა. კერძოდ, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა – „გემის მექანიკაზე“ ჩარიცხვის მსურველი აბიტურიენტები უცხო ენის გამოცდას მხოლოდ ინგლისურ ენაში ჩააბარებენ. ცვლილებამდე ამ პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველ აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის სასურველი უცხო ენა აერჩიათ. უცხო ენის არჩევანის უფლება არც საზღვაო ნავიგაციის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველ …

საზღვაო აკადემიის სტუდენტები პრაქტიკას კორეული კომპანიის გემებზე გაივლიან

7 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და კორეულ სატრანსპორტო კომპანია Hyundai Glovis-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტები Hyundai Glovis-ის გემებზე საზღვაო სასწავლო პრაქტიკას გაივლიან. Hyundai Glovis-ი  მსხვილი კორეული სატრანსპორტო კომპანიაა, რომელიც უზრუნველყოფს სატვირთო-ლოგისტიკურ მომსახურებას ოკეანეებსა და ზღვებში, ასევე შიდა და საჰაერო ტრანსპორტირების, ტვირთის …

ბათუმელი სტუდენტის ნამუშევარმა საერთაშორისო კონფერენციაზე გაიმარჯვა

გიგა სურმანიძე ბათუმის საზღვაო აკადემიის გემთწამყვანის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტია, რომელმაც ბულგარეთში, IAMU-ს (საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტების ასოციაცია) საერთაშორისო კონფერენციაზე თემა – „ახალი ტექნოლოგიები ნავიგაციაში“ წარადგინა და სამ საუკეთესო სტუდენტთა შორის მოხვდა. საქართველოს გარდა გამარჯვებული თემები წარმოდგენილი იყო აშშ-დან და ფილიპინებიდან. საერთაშორისო კონფერენციაში 59 ქვეყანა მონაწილეობდა. „ჩემი თემა შეეხებოდა ნავიგაციაში ქარის გამოყენებას. თუ როგორ არის შესაძლებელი …

აკადემიაში საზღვაო ნავიგაციას ორი გოგო სწავლობს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში 5 მეზღვაური ქალია. მათგან ერთი კადეტია, სამი – მზარეული, ერთი კი, რანგით ყველაზე მაღალი, ბათუმელი ნათია ლაბაძეა, რომელმაც საზღვაო აკადემია გასულ წელს დაამთავრა და უკვე ორჯერ იმყოფებოდა შორეულ ნაოსნობაში, ერთხელ, როგორც პრაქტიკანტი და მეორედ – როგორც კაპიტნის მესამე თანაშემწე. ბათუმის საზღვაო აკადემიაში საზღვაო ნავიგაციას ამჟამად ორი გოგო სწავლობს, ანა ყურშუბაძე და …

გემთწამყვანის სპეციალობაზე აბიტურიენტები უცხო ენის გამოცდას მხოლოდ ინგლისურ ენაზე ჩააბარებენ

ბათუმის საზღვაო აკადემიის 2017  წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩამონათვალში  ცვლილებაა. კერძოდ,  ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე  – „საზღვაო ნავიგაცია“ (იგივე გემთწამყვანი სპეციალობა) ჩარიცხვის მსურველი აბიტურიენტი უცხო ენის გამოცდას მხოლოდ ინგლისურ ენაზე ჩააბარებს. წინა წლებში აბიტურიენტს ჰქონდა უცხო ენის არჩევის შესაძლებლობა ინგლისურ, რუსულ, გერმანულ და ფრანგულ ენებს შორის. გემთწამყვანის სპეციალობაზე ოთხი გამოცდა ბარდება: ქართული ენა და ლიტერატურა; ზოგადი …

საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ბათუმში

დღეს 12  სექტემბერს,  ბათუმის  საზღვაო აკადემიაში, საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გაიმართა. ფორუმის  მიზანია  საქართველო გახდეს პოპულარული საერთაშორისო საზღვაო თანამეგობრობაში და ბათუმი გადაიქცეს  საერთაშორისო დისკუსიების პლატფორმად. „მსოფლიომ უნდა დაინახოს თუ როგორი მოტივირებულია ჩვენი ქვეყანა რომ გაზარდოს კარგი მეზღვაურები, გვქონდეს კარგი რეპუტაციის მქონე დროშა და ჩვენ დროშის ქვეშ იცუროს მაღალი დონის გემებმა.   ბათუმი უნდა  ვაქციოთ  საერთაშორისო დისკუსიების პლატფორმად“ …

მეზღვაურთა დღე ბათუმში

დღეს, 25 ივნისს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღესვე გაიხსნა ბათუმის საზღავაო აკადემიის ორი ახალი აუდიტორია. ადუდიტორიები იაპონური კომპანია ,,FURUNO”-ს მიერ წარმოებული მოწყობილობებითაა აღჭურვილი. პროექტი აჭარის მთავრობის მხარდაჭერითა და დაფინანსებით განხორციელდა. „საქართველოში 9 ათასამდე მეზღვაურია და მათი 95% სწორედ აჭარის მკვიდრია. ეს კი ნიშნავს, რომ ამ სფეროს განვითარება პირდაპირ კავშირშია ქვეყნისა …

სტუდენტები სტადიონის დასაცავად, ენთუზიასტი მწვრთნელი და მთავრობა

სტუდენტები ჩაქვის ამორტიზებული სტადიონის რეაბილიტაციას ითხოვენ. სტადიონი დაბა ჩაქვის ცენტრალური მაგისტრალის მოპირდაპირედ, ზუსტად იმ მონაკვეთზეა, სადაც უმაღლესი საბჭოს შენობა მდებარეობს. გზის მარცხნივ სტადიონია, მარჯვნივ კი უმაღლესი საბჭოს შესასვლელი. მიუხედავად ამისა, სტუდენტებმა დახმარების თხოვნით არც უმაღლეს საბჭოს, არც დაბა ჩაქვისა და არც ქობულეთის გამგებელს არ მიმართეს: „მათ ამ პრობლემის შესახებ წლებია იციან და მის მოსაგვარებლად არაფერი …

პარტნიორული პროექტი საქართველოს, ნორვეგიისა და ყირგიზეთის უნივერსიტეტებს შორის

7 აპრილს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელი მოეწერა პროექტს „მდგრადი ტურიზმი: სოფლად მეწარმეობა და კულტურული მემკვიდრეობა“. პროექტი წარმოადგენს შვიდ  უნივერსიტეტს  (საქართველოს, ნორვეგიისა და ყირგიზეთის) შორის თანამშრომლობის შეთანხმებას მდგრადი ტურიზმის სწავლების მიმართულებით. თანამშრომლობა მოიცავს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის  სტაჟირებას, პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის  ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების განხორციელებას და მდგრადი ტურიზმის  სწავლების სფეროში კურიკულუმის შემუშავებას. პროექტი …

რა ბრალდება აქვს წაყენებული საზღვაო აკადემიის ყოფილ რექტორს

რა-ბრალდება-აქვს-წაყენებ

საზღვაო აკადემიის ელიტა სტუდენტების გადასახადების ხარჯზე

საზღვაო-აკადემიის-ელიტა

Exit mobile version