შუქრუთის სკოლაში წელს ზარი არ დაირეკა – მაღაროს გამო დაბზარულ შენობას სავარაუდოდ დაანგრევენ

სოფელ შუქრუთის პირველ საჯარო სკოლაში წელს პირველად ახალი სასწავლო წელი ვეღარ განახლდა. დაბზარული და დაზიანებული სკოლის შენობა ექსპერტიზის მიხედვით დემონტაჟს ექვემდებარება. სოფელში, სადაც „ჯორჯიან მანგანეზის“ სამუშაოების გამო საცხოვრებელი სახლები დაზიანდა, ზიანი მიადგა სკოლის შენობასაც. ბავშვები იძულებული არიან სწავლა მეზობელი სოფლის პატარა სკოლაში გააგრძელონ. „ყველაფერი გადახსნილი, დაბზარული, გაუბედურებული და გაპარტახებულია. ახლახან, სამხარაულის დასკვნით გახდა ცნობილი, რომ …

სკოლა-ქოხი სოფელ ფარავანში – რას ჰყვება ქართულის მასწავლებელი

„სოფელი, სადაც გავიზარდე და ვცხოვრობ, ყოველთვის შავ-თეთრი იყო. თუმცა სიცოცხლე მაინც იგრძნობოდა. არც ახლა აქვს ფერები ჩემს სოფელს, თითქოს იმედი ქრება, მაგრამ მაინც ვაგრძელებთ ცხოვრებას“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ქართული ენის მასწავლებელი მანუშაკ მკრტიჩიანი. ის ნინოწმინდაში, სოფელ ფარავანში ცხოვრობს და ბავშვებს ქართულ ენას ასწავლის. ამბობს, რომ ქართული ენით ბავშვობიდან დაინტერესდა, თუმცა სოფელში არ ჰყავდა მასწავლებელი, ვინც …

სკოლა 29 მოსწავლით

მას შემდეგ, რაც ახალდაბის საჯარო სკოლაში ბოლო გაკვეთილის დამთავრების მაუწყებელი ზარი დაირეკა, მეექვსე კლასის საკლასო ოთახის ინტერიერი შეიცვალა. კლასი, სადაც 4 მერხი იდგა, დებატკლუბის სივრცედ იქცა. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, მალვინა ზოიძეს, კლასში თეთრი დაფა შემოაქვს, სკოლის ბიბლიოთეკარს, ნარგიზ ქათამაძეს – ლეპტოპი და პროექტორი. დაფას კედელზე ამაგრებენ, ცდილობენ პროექტორი გაასწრონ. ამასობაში პატარა ოთახი ბავშვებით …

კომპიუტერისა და ინტერნეტის გარეშე – რა ხდება, როცა სოფელში სწავლობ

14 წლის თედო მჟავანაძე შუახევში, სოფელ წყაროთაში ცხოვრობს. ის წყაროთის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეა. სკოლაში მის გარდა 39 ბავშვია. თედოს, ისევე, როგორც მისი თანასკოლელების უმრავლესობას, არ აქვს ლეპტოპი და არ მიუწვდება ხელი ინტერნეტზე. იმისათვის, რომ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დავალებები მოამზადოს და ლეპტოპით ისარგებლოს, მეათეკლასელ თედოს საკმაოდ დიდი მანძილის გავლა უწევს მეგობრის სახლამდე. თედოს …

ბავშვებს აღელვებთ, როგორ იკლო შემოსავლებმა მათ ოჯახებში – პედაგოგი მოსწავლეებზე

როგორ აისახა პანდემია ბავშვებზე და როგორ რეაგირებენ მოზარდები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ თუ სოციალურ პროცესებზე. ამ თემაზე „ბათუმელები“ მესტიაში, სოფელ ფარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ესაუბრა. ეკა წულუკიძე  მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრიცაა. ქალბატონო ეკა, პირველ რიგში მინდა გკითხოთ პანდემიის გავლენებზე, როგორ აისახა თქვენს სოფელზე და სკოლაზე? ჩვენ მცირეკონტინგენტიანი სოფლის სკოლა ვართ, 25 …

Exit mobile version