„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ახალციხე-ბათუმის 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისა და ეპსლუატაციის პროექტში ცვლილებები შეიტანა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რაქვთას მონაკვეთზე, მდინარე სხალთას მარჯვენა ნაპირზე განლაგებული სოფლებისა და სასოფლო-სამეურნეო მიწების გვერდის ასაქცევად ელექტროგადამცემი ხაზის მარშრუტი გადატანილ იქნა მდინარის მარცხენა ნაპირზე და ახალი პროექტის შესაბამისად, მიუყვება ტყით დაფარული ქედის თხემს. …
Continue reading “ხულოში 220 კვ-იანი მშენებარე ხაზის მარშრუტი შეიცვალა”