რა ღირს წელს დასვენება გომის მთაზე, ბახმაროსა და ბეშუმში

ივლისის ბოლოს ტრადიციულად იზრდება მოთხოვნა მთის კურორტებზე და სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა – რა თანხად შეიძლება თანამედროვე კოტეჯის თუ უფრო ძველი აშენებული სახლის დაქირავება? – „ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, რა ღირს დასვენება აჭარასა და გურიაში ყველაზე პოპულარულ საზაფხულო კურორტებზე – გომის მთაზე, ბახმაროსა და ბეშუმში. ბეშუმი აჭარის ყველაზე პოპულარული მთის კურორტია. აქ ხშირად მიდიან დასასვენებლად …

მთავრობა კურორტების განვითარების ახალ სააგენტოს ქმნის

საქართველოს მთავრობამ ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კურორტების განვითარების სააგენტო დააფუძნა. მთავრობის 20 ივნისს დადგენილების მიხედვითთ, სააგენტოს უფლებამოსილება განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დაამტკიცებს; მინისტრი დანიშნავს და გაათავისუფლებს ასევე სააგენტოს დირექტორსაც. ახალი სააგენტოს დებულება ეკონომიკის მინისტრმა 2022 წლის 15 ივლისამდე უნდა დაამტკიცოს. 15 ივლისიდან დაიწყებს მუშაობას ახალი სააგენტოც. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს …

10 ყველაზე საინტერესო რამ, რასაც აჭარაში შემოდგომაზე ნახავთ

ზაფხული დასრულდა და შემოდგომის მშვიდი დღეები დგას. ზღვისპირეთში მთელი სექტემბრისა და ოქტომბრის პირველი ნახევრის განმავლობაში ჯერ კიდევ სასიამოვნო სითბო ტრიალებს, ეს არის დრო, როცა ჯერ კიდევ ზაფხულის სამოსი გაცვია, მაგრამ საღამოს ცხელ ჩაისაც სიამოვნებით მიირთმევ, დრო, როცა ლაშქრობებისას სიცხე აღარ გაწუხებს, ცა ლურჯად მუქდება, ჰაერი ოდნავ გრილდება და სუნთქვა იქცევა სიამოვნებად. უამრავი მიზეზი არსებობს იმისთვის, …

ამბების საძებნელად გოდერძიზე – სამთო კურორტი ზღვასთან ახლოს

ბათუმიდან სულ რაღაც ასი კილომეტრის დაშორებით სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძიზე“ მოხვდებით. აქ ახლა დიდი ფუსფუსია გაჩაღებული: ხის პატარ-პატარა ნაგებობებში ცხელი სასმელების, თხილამურებისა და სამთო აღჭურვილობის გასაქირავებელი პუნქტები ეწყობა, კურორტის რესტორნის მეპატრონე პროდუქტებს იმარაგებს, სპეციალური ტექნიკა სასრიალო ტრასებს ამზადებს, საბაგიროები უსასრულოდ მოძრაობენ წრეზე სატესტო რეჟიმში. ყველა სეზონის გახსნის მოლოდინშია და სტუმრებს ელიან. საოჯახო სასტუმრო თუ სასტუმრო? ვისთვის …

შეთანხმება თუ გარიგება – განუხორციელებელი „ყაზახური ინვესტიცია“ აჭარაში

კომპანიასთან, რომელმაც ათი წლის განმავლობაში ნაკისრი ვალდებულებები, ფაქტობრივად, ვერ შეასრულა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ახალი შეთანხმება გააფორმა. ამით „ყაზახურ ინვესტიციასთან“ დაკავშირებული ხელშეკრულება ახალი პირობებით ამოქმედდა. აჭარის უკვე ყოფილ მთავრობას ახალი შეთანხმებისთვის ოთხი წელი დასჭირდა. ხელშეკრულება სწორედ მაშინ გაფორმდა, როცა მწვანე კონცხით მილიარდერი, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა. რაზე შეთანხმდნენ მთავრობა და კერძო კომპანია იმ …

Exit mobile version