„რუბიოს რეალურად რომ შეეთავაზებინა გადატვირთვა კობახიძისთვის, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნებოდა ნახსენები აბსოლუტურად კონკრეტული საკითხები. ეს საკითხები შეიძლება ყოფილიყო ანაკლიის პორტი, ეს შეიძლება ყოფილიყო დაკავშირებული ირანთან, ან საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასთან, ბევრ სხვა თემასთან, რომელიც საერთოდ არ იყო ნახსენები. ეს სიმშრალე, როგორც ამერიკელების განცხადებაში, ასევე „ქართული ოცნების“ აშკარად პროპაგანდისტული განცხადება, პირდაპირ გვაძლევს ვარაუდის შესაძლებლობას, რომ …
Tag Archives: აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი
ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტის წინ, სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად აქცია გაიმართა
აშშ-ში, ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტის წინ, დღეს, 18 იანვარს, ქართველმა ემიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. “სახელმწიფო დეპარტამენტის წინ შევიკრიბეთ საქართველოს წარმომადგენლები, ქართველები, ვაპროტესტებთ რეჟიმს და მოვითხოვთ სინდისის ყველა პატიმრის გათავისუფლებას. შევიკრიბეთ იმისთვის, რომ გამოგვეხატა ჩვენი დამოკიდებულება და სოლიდარობა სინდისის ყველა პატიმრის მიმართ”, – თქვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წინ გამართული აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ნათია სირაბიძემ.
მედვედევის პასუხი აშშ-ის: არ ეთამაშოთ რუსეთს
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი X-ზე აქვეყნებს საშობაო მილოცვას და ქარდს წარწერით – „არ ეთამაშოთ რუსეთს“. როგორც ჩანს, მედვედევი პასუხობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 5 იანვარს X-ზე გაზიარებულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ფოტოს, რომელზეც ეწერა: „არ ითამაშოთ პრეზიდენტ ტრამპთან“. მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ეს მედვედევის პასუხია უშუალოდ აშშ-ის ადმინისტრაციისადმი, შინაარსის გარდა, ადასტურებს ვიზუალური მსგავსებაც. …
Continue reading “მედვედევის პასუხი აშშ-ის: არ ეთამაშოთ რუსეთს”
„რეალურად ეს არის ჯილდო“ – კობახიძე ივანიშვილის დასანქცირებაზე
„რეალურად ეს არის ჯილდო, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის“- განაცხადა დღეს, 27 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის მიერ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე. „ბიძინა ივანიშვილი აქამდეც იყო დე ფაქტო სანქციების ქვეშ და მას აშანტაჟებდნენ მთელი სამი წლის განმავლობაში ფორმალური სანქციებით, ახლა ეს შანტაჟის საფუძველიც გამოეცალათ ხელიდან. რაღა ეშველება ოპოზიციას, …
Continue reading “„რეალურად ეს არის ჯილდო“ – კობახიძე ივანიშვილის დასანქცირებაზე”
ვასანქცირებთ ივანიშვილს რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის – ენტონი ბლინკენი
აშშ-ის საელჩო საქართველოში ავრცელებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას „ქართული ოცნების” დამაარსებლის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით. „შეერთებული შტატები ასანქცირებს ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილს, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების” დამაარსებელსა და საპატიო თავმჯდომარეს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლის ძირის გამოთხრისთვის. ივანიშვილისა და „ქართული ოცნების” ქმედებებმა ჩამოშალა დემოკრატიული ინსტიტუტები, ხელი შეუწყო ადამიანის უფლებების შელახვას …
ეს ანტიქართული პოლიტიკის ტრაგიკული შედეგია – პრეზიდენტი აშშ-ის მიერ სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე
ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერიმ გაავრცელა. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა მეთიუ მილერის განცხადებას და აღნიშნა, რომ ეს არის ანტიევროპული და ანტიქართული პოლიტიკის ტრაგიკული შედეგი. „აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება არის „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური, ანტიევროპული და ანტიქართული პოლიტიკის ტრაგიკული შედეგი. როგორც არასდროს, აშკარაა, რომ მათ მიერ გატარებული …
„გაყინული 2 მლრდ დოლარი გლობალური ომის პარტიის ხელშია“ – რატომ არ ხვდება ივანიშვილი ობრაიანს
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ასისტენტს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ობრაიენს, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 14 მაისს ეწვევა, შეხვედრაზე უარი უთხრა. ინფორმაციას ამის შესახებ პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ავრცელებს. „იყო ბიძინა ივანიშვილთან თხოვნა, ობრაიანთან შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა უარით უპასუხა. გარდა ამისა, გასული თვეების განმავლობაში იყო შემთხვევები, როდესაც სხვა უცხოელ …
აშშ-ის დაზვერვა დეტალებს არასდროს ასაჯაროებს, რადგან „ეფესბე“ გაშიფრავს წყაროებს – ქემოკლიძე
აშშ-ის მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირებიდან 5 დღე გავიდა, თუმცა მიუხედავად ისეთი სერიოზული ბრალდებებისა, როგორიც რუსულ „ეფესბესთან“ კავშირებია, ქვეყნის შიგნით ამ დრომდე გამოძიება არ დაწყებულა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მხოლოდ ის თქვა, რომ საკითხის შესწავლა მიმდინარეობს, თუმცა ეს არ ნიშნავს გამოძიების დაწყებას. პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, კახა ქემოკლიძის დაკვირვებით, რომელიც წლების განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების …
აშშ იწყებს სტრატეგიულ დიალოგს ბელარუსის ოპოზიციასთან
2023 წლის ბოლოს ამერიკის შეერთებული შტატები იწყებს „ყოვლისმომცველ სტრატეგიულ დიალოგს“ ბელარუსის ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, 22 მარტს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანი ვაშინგტონში, ბელარუსის დემოკრატიული პარტიის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდა. „აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ გამოხატა შეერთებული შტატების მუდმივი მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს ბელარუსი ხალხის სწრაფვას ბელარუსის დემოკრატიული, სუვერენული და სტაბილური მომავლისკენ“ …
Continue reading “აშშ იწყებს სტრატეგიულ დიალოგს ბელარუსის ოპოზიციასთან”
„პოზიორობა“ – ასე აფასებს აშშ ლავროვის სიტყვას დასავლეთთან მოლაპარაკებაზე
სახელმწიფო დეპარტამენტმა „პოზიორობა“ უწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ მოსკოვი მზადაა დასავლეთთან მოლაპარაკებებისა და „დიდი ოცეულის“ მომავალ სამიტზე პუტინისა და ბაიდენის შეხვედრისთვის. „დრო ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს განცხადება გაკეთდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც რუსულმა რაკეტებმა დაარტყეს უკრაინის დედაქალაქს, დაარტყეს სხვა უკრაინულ ქალაქებს, საბავშვო მოედნებსა და სკოლებს, საცხოვრებელ სახლებს, გზებს, ხიდებს, ენერგოინფრასტრუქტურას. …
Continue reading “„პოზიორობა“ – ასე აფასებს აშშ ლავროვის სიტყვას დასავლეთთან მოლაპარაკებაზე”
მარიუპოლში დაგეგმილი სასამართლო უკანონობა და მართლმსაჯულების დაცინვაა – აშშ
შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ ოკუპირებულ მარიუპოლში უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ საჩვენებელი სასამართლოს გამართვა მართლმსაჯულების დაცინვა იქნება. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებაში ნათქვამია, რომ კრემლი „ტრიბუნალით“ ცდილობს პასუხისმგებლობა ჩამოაშოროს პრეზიდენტ პუტინს და რუსეთის ძალების მიერ უკრაინაში ჩადენილი საშინელი დანაშაულებიდან ყურადღება ამ სასამართლოზე გადაიტანოს. „დაგეგმილი საჩვენებელი სასამართლო უკანონოა და მართლმსაჯულების დაცინვას წარმოადგენს, ჩვენ მკაცრად ვგმობთ მას. უკრაინის …
Continue reading “მარიუპოლში დაგეგმილი სასამართლო უკანონობა და მართლმსაჯულების დაცინვაა – აშშ”
ინგლისური ენის შესწავლის პროგრამა სოციალურად დაუცველი მოზარდებისთვის
ამერიკული ორგანიზაცია PH International-ი და „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით იწყებს „ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამას“ (English Access Microscholarship Program) სოციალურად დაუცველი და შეჭირვებული ოჯახებისთვის. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 14-18 წლამდე მოზარდებს, რომლებიც ტესტირების საფუძველზე შეირჩევიან. პროექტი საქართველოს რეგიონებში – ქუთაისში, ფოთში, ამბროლაურში, ოზურგეთში, თელავში, ბათუმში, მესტიაში, გორში, ყაზბეგში, ზუგდიდში, …
Continue reading “ინგლისური ენის შესწავლის პროგრამა სოციალურად დაუცველი მოზარდებისთვის”
EMC: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით მედიაში რელიგიური სიძულვილის ენის შემთხვევები გაზრდილია
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის [EMC] ინფორმაციით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ მდგომარეობას სპეციალურ ანგარიშში აფასებს. სპეციალურ ანგარიშში საზოგადოებრივ განწყოებებთან მიმართებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ყურადღებას ამახვილებს მედიაში სიძულვილის ენის შემთხვევების ზრდაზე. ანგარიშის მიხედვით, იანვრიდან ოქტომბრამდე მედია საშუალებების მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ რელიგიური სიძულვილის ენის 92 შემთხვევაზე, წინა წლის ანგარიშის მიხედვით კი 69 ასეთი …