100 წლის ქეთოს ამბები – „ოდესიდან რუმინეთამდე 400 კილომეტრი ფეხით გავიარე“

„ნუ მეძახი ქალბატონს, უბრალოდ ქეთო დამიძახე“ – მითხრა ბათუმელმა ქეთევან ლორიამ საუბრისას. ქეთევანი, იგივე ქეთო, 100 წლისაა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი და ყოფილი მასწავლებელია. მას ომში გატარებულ წლებზე, სტუდენტობაზე, მასწავლებლობის წლებზე და ახლანდელ სურვილებზე ვესაუბრეთ. ქეთევანს სახლში ვსტუმრობდით. იგი კართან შეგვეგება. მოკლე, თეთრი თმა აქვს, ხშირი წარბები და ინტერესით სავსე მზერა. ხელით მანიშნა, რომელ ოთახში …

95 წლის კაცი ხულოდან მთავრობას – „ლარიც თუ ამართვი, მე რაღა დამრჩა, არაფერი“ I ვიდეო

ხელში რკინის ჯოხი უჭირავს, თავზე თხელი, შავი ქუდი ახურავს, ტანზე მუქი პიჯაკი და კუბოკრული შარვალი აცვია. 95 წლისაა, თუმცა აჩქარებით მოაბიჯებს ჩვენთან შესახვედრად. გვიღიმის – „გახარებული ვარ, თქვენი დანახვით“. ნუსრედინ შავაძე მთელ მუნიციპალიტეტში ცნობილი დურგალია. სოფელსა და მის შემოგარენში 156 ხის სახლი აქვს აგებული. ნუსრედინი სახლის წინ, პატარა ხის სკამზე ჯდება და გვესაუბრება: „მოწყენილი ვიყავი …

108 წლის ქალები აჭარიდან – ნაქიფე და ფატყუმე

აჭარაში ყველაზე მხცოვანი ადამიანები ნაქიფე დავითაძე და ფატყუმე დიასამიძე არიან, ორივე მათგანი 108 წლისაა. ნაქიფე შუახევში, სოფელ ღორექეთში ცხოვრობს, ფატყუმე კი – ქობულეთში. ნაქიფე 1914 წლის 4 ივლისს დაიბადა. მას 5 შვილი, 19 შვილიშვილი, 43 შვილთაშვილი და 4 შვილთაშვილის შვილი ჰყავს. „დედაჩემი 120 წლის იყო, როცა გარდაიცვალა“- გვიყვება ნაქიფე, როცა მას თავისი წარსული ცხოვრების გახსენება …

აჭარაში დღეს 5 ქალს და 2 კაცს 100 წელი შეუსრულდა

დღეს, 2 ივლისის, აჭარაში შვიდ ადამიანს შეუსრულდა 100 წელი. ერთ-ერთი მათგანი ხულოში, სოფელ დიოკნისში მცხოვრები ზულბიე ძირკვაძეა. ზულბიეს 3 შვილი, 9 შვილიშვილი და 20 შვილთაშვილი ჰყავს. დღევანდელი მდგომარეობით აჭარაში 100 წელს გადაცილებული სულ 51 ადამიანი ცხოვრობს. წლის ბოლომდე კი კიდევ სამ ადამიანს შეუსრულდება ასი წელი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ერთჯერადი დახმარების პროგრამის ფარგლებში 1000-1000 ლარი გადასცა …

მათი ასი წელი

აჭარაში ასი ან ას წელს გადაცილებული სულ 34 ადამიანი ცხოვრობს – 33 ქალი და 1 კაცი. მათგან ყველაზე უხუცესი 114 წლისაა, ფიქრიე ირემაძეა და ხულოს მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. გასული ერთი თვის განმავლობაში „ბათუმელები“ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხანდაზმულ ადამიანებს ხვდებოდა.  გთავაზობთ მათ ისტორიებს მოკლედ. 101 წლის აიშე ბერიძე-ლორთქიფანიძე აიშე ბერიძე-ლორთქიფანიძე 101 წლისაა. ცხოვრობს ქედაში. ჰყავს ოთხი შვილი …

Exit mobile version