დღეს, 4 ივნისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაიწყო არსებითი განხილვა საქმეზე – „აითაჯ ხალილოვა, რამიდა სარიევა, ბანიამინ კასიმოვი და სხვები (სულ, 7 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. საქმე ეხება საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების სარჩელს, რომელთა ნაწილი უკვე დიდი ხანია ამბობს, რომ სურთ მათ გვარებს რუსული დაბოლოება ჩამოშორდეს, რადგან ამას საბჭოთა და რუსული ოკუპაციის არასასურველ ანდერძად მიიჩნევენ. ამ …
Tag Archives: აზერბაიჯანული თემი
„სკოლაში ჩემი როლი დავინახე“ – ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქართულის მასწავლებელი ალგეთიდან
31 წლის აიშან გიზბასოვაზა მარნეულის სოფელ ალგეთის სკოლაში ქართულ ენის ასწავლის. უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობას სწავლობდა და მისი თქმით, ნამდვილად არ ფიქრობდა, რომ მასწავლებელი გახდებოდა. ბაკალავრიატზე სწავლის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში შესთავაზეს, რომ მშობლიურ სოფელში, როგორც დამხმარე მასწავლებელი ისე დაბრუნებული. აიშანი შეთავაზებას 2 წლით დასთანხმდა, რადგან პროგრამა მისი სწავლის დაფინანსებას ითვალისწინებდა მაგისტრატურაზე და გარკვეული ანაზღაურებაც ჰქონდა. …
„ჯილდოს ვუძღვნი ჩემს ქალიშვილს“ – „ადამიანის უფლებათა ტიტა“ ელნურ ალისოის გადაეცა
ნიდერლანდების საელჩოს ჯილდო „ადამიანის უფლებათა ტიტა“ დღეს, 6 დეკემბერს, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა უფლებადამცველ, ეთნიკურად აზერბაიჯანელ ელნურ ალისოის გადაეცა. „სიმართლე რომ გითხრათ, მოულოდნელი იყო ეს ჯილდო, იმიტომ, რომ საქმეს, ადვოკატირების კამპანიებს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების უფლებების დაცვის მიმართულებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით, ძირითადად, შეიძლება ითქვას, ვაკეთებთ ჩუმად. [ეს ყველაფერი] არ ისმის, …
Continue reading “„ჯილდოს ვუძღვნი ჩემს ქალიშვილს“ – „ადამიანის უფლებათა ტიტა“ ელნურ ალისოის გადაეცა”
ეთნიკურ აზერბაიჯანელებს გვარზე რუსული დაბოლოების ჩამოშორების უფლება მიეცათ
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ აზერბაიჯანელებს მათი ისტორიული გვარის დაბრუნების უფლება ექნებათ. „კანონპროექტის მიღების შედეგად, ფორმირებული იქნება გვარის შეცვლის დეტალიზებული პროცედურა, შედეგად კი, განმცხადებლები აღნიშნული სერვისის მიღებას შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებაში შეძლებენ“, – წერს პარლამენტი. დღეს, 20 მაისს, ამ საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარე ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს შეხვდა. საკანონმდებლო ინიციატივა – „ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის …
Continue reading “ეთნიკურ აზერბაიჯანელებს გვარზე რუსული დაბოლოების ჩამოშორების უფლება მიეცათ”
„მასწავლე ქართული უფასოდ” – ეთნიკური უმცირესობების მოთხოვნა
#ქართული2250ლარად #მასწავლექართულიუფასოდ – ამ ორი ჰეშთეგით სოციალურ ქსელში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და არა მხოლოდ ისინი, წერენ ბოლო რამდენიმე საათია. ჰეშთეგით საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ ფაქტს, რომ პროგრამა 1+4-ზე სწავლისას სახელმწიფო ენის ერთწლიანი კურსის გასავლელად მათ 2250 ლარის გადახდა უწევთ. ფეისბუქკამპანია სახელმწიფო ენის უფასოდ სწავლის შესაძლებლობის მოთხოვნით პლატფორმა „სალამის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ქამრან მამადლიმ წამოიწყო. „ქართულ ენაში მოსამზადებელი …
Continue reading “„მასწავლე ქართული უფასოდ” – ეთნიკური უმცირესობების მოთხოვნა”
ნოვრუზის დღეს აზერბაიჯანული თემი კომენდანტის საათის გაუქმებას ითხოვს
საქართველოს აზერბაიჯანული თემი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს, 21 მარტს გაუქმდეს კომენდანტის საათი მთელი საქართველოს მასშტაბით. 21 მარტს საქართველოს აზერბაიჯანული თემი ნოვრუზის დღესასწაულს აღნიშნავს. „ნოვრუზის რიტუალების ძირითადი ნაწილი, როგორიცაა კოცონის დანთება, ბაირამის მილოცვა და ბაირამის სუფრაზე დასწრება, ბავშვების მიერ ტკბილეულისთვის მეზობლების კართან ქუდის დაგდება, პოზიტიური ამბების გაზიარება და მოსმენა, ნაჩხუბრების შერიგება, წითელი კვერცხებით შეჯიბრი და …
Continue reading “ნოვრუზის დღეს აზერბაიჯანული თემი კომენდანტის საათის გაუქმებას ითხოვს”