დღეს, 7 სექტემბერს, გონიოში მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა მიკროავტობუსს. ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები. შსს-ს ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად.
Tag Archives: ავტოსაგზაო შემთხვევა
„ჩემს 59 წლის ცოლს ბათუმში დაეჯახა მანქანა, პოლიციელის სიძე. 1 წელი გადის, არავინ დასაჯეს“ – მოქალაქე
ფოტოგრაფი სეირან ბაროიანი თითქმის ერთი წლის წინ – 2025 წლის 26 სექტემბერს მომხდარი იმ ავარიის გამოძიებას ითხოვს, რომელსაც თავისი ცოლი ემსხვერპლა – 59 წლის ისკუი [ირინა] ბაროიანი ქვეითად მოძრაობდა და შარტავას ქუჩაზე ავტომანქანების სავალ ნაწილს კვეთდა, შვილთან რომ ასულიყო სტუმრად. გამყოფ ზოლზე თითქმის გადასული იყო ქალი, როცა მას, სავარაუდოდ, სწრაფად მომავალი მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ქალი …
6 ბავშვია – გომისმთზე ავარიის შედეგად 11 დაშავებულს ბათუმის რესპუბლიკურში მკურნალობენ
კურორტ გომისმთის გზიდან ხევში გადავარდნილი მიკროავტობუსის დაშავებულ 11 მგზავრს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობენ. ექიმების თქმით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. „ყველა დაშავებულის, მათ შორის, 6 ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე, გია კიკაბიძე. მისივე თქმით, ამ დროისთვის ორი პაციენტი, მათ შორის, ერთი ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში …
ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი, დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. ავარია დღეს, 26 თებერვალს მოხდა. შემოვლით გზაზე სატვირთო მანქანა შეეჯახა ავტობუსს. დაღუპულები ახალგაზრდა კაცები არიან. ამ ეტაპზე შეზღუდულია შემოვლით გზაზე გადაადგილება. შსს-ს ინფორმაციით, შემოვლით გზაზე მოძრაობა სრულად მალე აღდგება. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ს მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, …
Continue reading “ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა”
დაიღუპა 35 წლამდე კაცი, დაშავდა 3 ადამიანი – ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე
ქობულეთის შემოვლით გზაზე სამი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავარიის შედეგად 35 წლამდე კაცი დაიღუპა, სამი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცნობით, დაშავებულები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და „მედცენტრში“ გადაიყვანეს. დაშავებულები სრულწლოვნები არიან. ერთ-ერთი დაშავებული თურქეთის მოქალაქეა. ამ დროისთვის გადაკეტილია ქობულეთის შემოვლითი გზა. მძღოლები ძველი გზით სარგებლობენ. შსს-ს პრესცენტრში ამ ეტაპზე ვერ გვითხრეს, როდის აღდგება მოძრაობა. …
Continue reading “დაიღუპა 35 წლამდე კაცი, დაშავდა 3 ადამიანი – ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე”
ბათუმში მოპედი ქვეითს შეეჯახა – დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს
ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მოპედის მძღოლი ქვეითს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული შუახნის კაცი კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა დღეს, 2 ივნისს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
3 მანქანა შეეჯახა ერთმანეთს ქობულეთის შემოვლით გზაზე, დაშავდა 2 ადამიანი
ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია. შსს-დან დაზუსტებული ინფორმაციის მიღებისთანავე, მასალა განახლდება. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ დაზუსტებული ინფორმაციით, ერთი დაშავებული გადაყვანილია ქობულეთის სამედიცინო ცენტრში, მეორე კი ქობულეთის ევექსის კლინიკაში.
ბათუმში მუნიციპალური ავტობუსი ავარიაში მოყვა
ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, მუნიციპალური ავტობუსი ავარიაში მოყვა. შემთხვევა დღეს, 27 მარტს მოხდა – ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავარიის შედეგად მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი დაშავდა, იგი კლინიკაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.
ბათუმში მანქანას ცეცხლი გაუჩნდა
დღეს, 8 მარტს, ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე გაჩერებულ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. „გაჩერებული იყო პარკინგზე. მანქანაში არავინ იჯდა. უცებ აფეთქების ხმა გაისმა და ცეცხლი გაუჩნდა. მანქანა თხევად გაზზე მუშაობდა. ცეცხლი მალე ჩააქრეს“ – უთხრა „ბათუმელებს“ თვითმხილველმა. ადგილზე იმყოფება სახანძრო ეკიპაჟი და საპატრულო პოლიცია.
ბათუმში ქალს ავტომობილი დაეჯახა – დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი
ბათუმში დღეს, 18 თებერვალს, ბაგრატიონის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, რომელიც ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკაშია გადაყვანილი. “პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია”, – მოგვწერა პრესსამსახურმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით. ეს მუხლი ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ავარიის შედეგად ქობულეთში 20 წლამდე ბიჭი დაიღუპა – ერთი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს
ავარიას ქობულეთში 20 წლამდე ბიჭი ემსხვერპლა, კიდევ ერთი დაშავებული 40 წლის კაცი კი, კლინიკაში გადაიყვანეს. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 9 ნოემბერს მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ორი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა 20 წლამდე ბიჭი მალევე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების …
ბათუმში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა
დღეს, 23 აგვისტოს, ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მოპედი შეეჯახა. „ბათუმელები“ ინფორმაციას აზუსტებს. დღეს, ასევე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქობულეთის შემოვლით გზაზე, სადაც ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა. არიან დაშვებულები. მასალა განახლდება.
ბათუმში ქალი დაიღუპა ტრაილერის დაჯახების შედეგად
ბათუმში, სარფის გზაზე, ტრაილერის დაჯახების შედეგად 50 წლამდე ასაკის ქალი დაიღუპა. შემთხვევა 11 აგვისტოს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ბათუმში მოტოციკლი ავტომანქანას შეეჯახა – დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს
ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მოტოციკლი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა. მოტოციკლის დაშავებული მძღოლი კლინიკაში გადაიყვანეს შემთხვევა დღეს, 17 მაისს მოხდა. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად.
2 პირი დაიღუპა ავარიის შედეგად წუხელ ბათუმში, ხალვაშის გამზირზე – ქალს ჩვილისთვის რძე მიჰქონდა
წუხელ, 17 მარტს, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ორი ქვეითი დაიღუპა. ერთი ავარია კლინიკა ,,მედინასთან” მოხდა, მეორე კი – სარიტუალო დარბაზ „სამ ძმასთან“. დაახლოებით 40 წლის ქალს კლინიკა „მედინასთან“ იმ დროს დაეჯახა ავტომანქანა, როცა ის გზაზე გადადიოდა. კლინიკაში გვითხრეს, რომ ქალი უკვე გარდაცვლილი იყო, როცა იგი მათთან შეიყვანეს. „მისი შვილი რამდენიმე დღეა რეანიმაციულ განყოფილებაშია, ქალს რძე მოჰქონდა …
ბათუმში ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა
ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. თვითმხილველის თქმით დაშავებული ქალი კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა დღეს, 31 ოქტომბერს, საღამოს მოხდა. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.
ავარია ლანჩხუთის გზაზე, არიან დაშავებულები
დღეს, 28 სექტემბერს, სამტრედია – ლანჩხუთის გზაზე ავარია მოხდა. თვითმხილველის თქმით, თავად 2 დაშავებული მგზავრი შენიშნა. თვითმხილველის თქმით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ადგილზე იმყოფებოდა როგორც სასწრაფო სამედიცინო სამსახური, ისე პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, რაც გულისხმობს ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის …
Continue reading “ავარია ლანჩხუთის გზაზე, არიან დაშავებულები”
ბათუმში ავტომანქანა არხში გადავარდა
დღეს, 16 ივლისს, დილით, ბათუმში, ხახულის ქუჩაზე მსუბუქი ავტომანქანა არხში გადავარდა. თვითმხილველის თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხახულის ქუჩაზე, ბათუმის მერიის დაკვეთით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ავარია გვირაბში – ერთი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს
დღეს, 9 მაისს, ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.
ავტოსაგზაო შემთხვევა მახინჯაურში – ერთი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს
დღეს, 8 იანვარს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მახინჯაურში. „ბათუმელების“ ინფორმაციით ამოყირავდა სატვირთო ავტომანქანა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და დაგადაუდებელი დახმარების ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც ქვედა კიდურის დაზიანებით, კლინიკაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 170-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის დაცვის წესების დარღვევას გულისხმობს.
ავარია გონიოს ციხესთან – დაშავდა 2 ადამიანი
დღეს, 16 ივლისს, ავარია მოხდა გონიოს ციხესთან. პირველადი ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი შეეჯახა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. „ბათუმელები“ დეტალებს აზუსტებს. _______________ ფოტო: ავარიის ადგილი/facebook
ავტოსაგზაო შემთხვევა ფრიდონ ხალვაშის გამზირზე | ფოტო
დღეს, 16 ივლისს, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მოძრაობა შეფერხდა. პირველადი ინფორმაციით, ჯიპის ტიპის ავტომანქანა გარეგანათების ბოძს დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, ბოძი წაიქცა და დაეცა სხვა მსუბუქ ავტომობილს. ამ დროისთვის [ 12:50] ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მოძრაობა შეფერხებულია. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ბათუმში ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავტომანქანა, რომელშიც მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, ბეტონის კედელს შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტოებით ჩანს, რომ ავტომანქანა ორ ნაწილად გაიყო ავარიის შედეგად. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ექიმებს ადგილზე გარდაცვლილი დახვდა ერთი ადამიანი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სხვა არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება.
ბათუმში მოტოციკლეტი 8 წლის ბავშვს დაეჯახა
ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მოტოციკლეტი 8 წლის ბავშვს დაეჯახა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ბავშვი თავის ზედაპირული ტრავმით გადაიყვანეს ბათუმის იაშვილის სახელობის კლინიკაში. „ბათუმელები“ იაშვილის კლინიკას დაუკავშირდა, თუმცა აქ არ აზუსტებენ ინფორმაციას ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად.
ჩაქვში მგზავრებით სავსე ავტობუსი თხრილში გადავარდა – დაშავდა 1 პირი
დღეს, 6 ივნისს, ჩაქვში მგზავრებით სავსე მუნიციპალური ავტობუსი თხრილში გადავარდა. ავტობუსი ბათუმის-ჩაქვის სამარშრუტო ხაზზე მოძრაობდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი მგზავრი მსუბუქად დაშავდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ პრესცენტრის ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და მას მაღალი არტერიული წნევა დაუფიქსირდა. „ავტობუსიც დაზიანდა, თუმცა მისი აღდგენა მალე იქნება შესაძლებელი,“ – გვითხრეს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“. გადაყირავებული ავტობუსი …
Continue reading “ჩაქვში მგზავრებით სავსე ავტობუსი თხრილში გადავარდა – დაშავდა 1 პირი”
დაეჯახა თუ არა ავტობუსი მოქალაქეს, გამოძიება დაადგენს – ბათუმის ავტოტრანსპორტი
ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსთან დაკავშირებულ ინციდენტს სამართალდამცავები სწავლობენ. შემთხვევა დღეს, დაახლოებით 12 საათზე, გორგილაძის ქუჩაზე მოხდა – სავარაუდოდ, ავტობუსი მოქალაქეს დაეჯახა, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა კი, მუნიციპალურ ავტობუსს [N4] გარკვეული დროით გადაადგილების უფლება არ მისცა. „დაჯახებას, როგორც ასეთი, ადგილი არ ჰქონია, სავარაუდოდ, მოქალაქე გადადიოდა გზის სავალ ნაწილზე და მას ფეხი დაუცდა – პირველადი ინფორმაცია რაც გვაქვს ამ დროისთვის, …
Continue reading “დაეჯახა თუ არა ავტობუსი მოქალაქეს, გამოძიება დაადგენს – ბათუმის ავტოტრანსპორტი”
ბათუმში 2 მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, დაშავდა მძღოლი – თვითმხილველი
ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს, შეჯახების შემდეგ კი, ერთი ავტომანქანა განათების ბოძს დაეჯახა. თვითმხილველის, ლია გრძელიძის თქმით, ავარიის შედეგად ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლი დაშავდა.
ბათუმში ავარიის დროს ავტომანქანა ამოყირავდა
ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ავტოავარიის დროს მსუბუქი ავტომანქანა ამოყირავდა. სასწრაფო სამედიცინო სამსახური შემთხვევის ადგილზე არ გამოუძახებიათ.
მე-11 დაღუპული – დეპარტამენტში ამბობენ, რომ ქობულეთის შემოვლითი გზა უსაფრთხოა
დღეს ყველა წუხს, მაგრამ ხვალ ალბათ მხოლოდ სტატისტიკაში ასახავს ქობულეთის შემოვლით გზაზე ახალგაზრდა თეა ვადაჭკორიას დაღუპვას შინაგან საქმეთა სამინისტრო. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტსაც გადაუგზავნიან, სადაც ამ დრომდე მიიჩნევენ, რომ ქობულეთის შემოვლითი გზა უსაფრთხოა. ორი მცირეწლოვანი შვილის დედა, თეა ვადაჭკორია, აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი იყო და გუშინ, 15 მარტს, დაიღუპა ქობულეთის შემოვლით გზაზე. ამავე ავარიის …
Continue reading “მე-11 დაღუპული – დეპარტამენტში ამბობენ, რომ ქობულეთის შემოვლითი გზა უსაფრთხოა”
ქობულეთში საპატრულო ავტომანქანას მიკროავტობუსი შეეჯახა
ქობულეთში, სოფელ ციხისძირის გზაზე, საპატრულო ავტომანქანას მიკროავტობუსი შეეჯახა. თვითმხილველის თქმით, შემთხვევის ადგილიდან პატრულის ორი თანამშრომელი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა წაიყვანა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, პატრულის თანამშრომლებს ქვემო კიდურების მოტეხილობა დაუფიქსირდათ, ისინი „ევექსის“ ქობულეთის კლინიკაში გადაიყვანეს. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად.
ბათუმში ქვეითს ავტომანქანა დაეჯახა
დღეს, 27 დეკემბერს, ბათუმში ქვეითს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. შემთხვევა ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მოხდა, „ოცნების ქალაქთან“ ახლოს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაშავებული 60 წლამდე კაცია. ის კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანეს.
დაიღუპა 1 კაცი – ქობულეთში ავტომანქანა მდინარეში გადავარდა
ქობულეთში, მდინარე კინტრიშის ხევში, ავტომანქანა გადავარდა. ავარიის შედეგად ერთი კაცი დაიღუპა, ერთი დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაიღუპა მგზავრი. „ევექსის“ ქობულეთის კლინიკაში გვითხრეს, რომ დაშავებულს დაზიანებები აქვს თავის არეში, ემერჯენსის განყოფილებაშია მოთავსებული და უტარდება დიაგნოსტიკური გამოკვლევები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიწყო გამოძიება.
ბათუმში 16 წლის გოგოს ქუჩაში მანქანა დაეჯახა, იგი რეანიმაციაშია
დღეს, 31 ოქტომბერს, ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ავტომანქანა 16 წლის გოგოს დაეჯახა. მოზარდი ამ დროისთვის ბათუმში, იაშვილის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში იმყოფება. ჰოსპიტალში დაშავებულ მოზარდს იკვლევენ. აქ გვითხრეს, რომ დაშავებული ამ დრომდე უგონო მდგომარეობაშია და ვერ დგინდება მისი ვინაობა. კლინიკა სამართალდამცველებთან ერთად ცდილობს ავარიის შედეგად დაშავებული მოზარდის იდენტიფიცირებას. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, მოზარდი ინტრაკრანიალური ტრავმით …
Continue reading “ბათუმში 16 წლის გოგოს ქუჩაში მანქანა დაეჯახა, იგი რეანიმაციაშია”
ბათუმში ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა, ის კლინიკაში გადაიყვანეს
ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა, დაშავებული მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
საწოლს მიჯაჭვული კაცის ამბავი და მეეზოვე ქალი: „დღესაც თაფლს გავხსნით წყალში“
საუბარი უჭირს, თუმცა ზუსტად ახსოვს, როდის მოხდა ავარია, საწოლს რომ მიაჯაჭვა 58 წლის მეეზოვე მურმან ზოიძე. ღარიბი, მეეზოვე ცოლ-ქმრის ცხოვრება მას აქეთ შეიცვალა და დამძიმდა. პანდემიამ კიდევ უფრო გაართულა მათი ყოფა – გააღარიბა და ოჯახის წევრებიც კი ერთმანეთს დააცილა. „აპრილი იყო, 20 რიცხვი, გასულ წელს იყო ეს,“ – მძიმედ ამოისუნთქა მან, მზერა არ მოგვაცილა და …
Continue reading “საწოლს მიჯაჭვული კაცის ამბავი და მეეზოვე ქალი: „დღესაც თაფლს გავხსნით წყალში“”
ერთი გარდაცვლილი და 2 დაშავებული – ავტოსაგზაო შემთხვევები ქობულეთში
ქობულეთში ორი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი გარდაიცვალა, ორი დაშავებული კი, კლინიკაშია გადაყვანილი. ქვეითს ავტომანქანა, 24 მარტს, ქალაქ ქობულეთში დაეჯახა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მისულ ექიმებს ქვეითი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. ის 60 წლის კაცი იყო. მეორე ავარიაც 24 მარტს საღამოს, ქობულეთის შემოვლით გზაზე, ჩაქვთან მოხდა. ავარიის შედეგად თავის ტრავმის დაზიანებებით ორი დაშავებული გადაიყვანეს კლინიკაში. შინაგან საქმეთა …
Continue reading “ერთი გარდაცვლილი და 2 დაშავებული – ავტოსაგზაო შემთხვევები ქობულეთში”