ბათუმში ავტომობილი და მოტოციკლი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა 2 ადამიანი

დღეს, 5 აგვისტოს, ავტოავარია მოხდა ბათუმში, ვაჟა-ფშაველასა და რუსთაველის ქუჩების კვეთაში. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. როგორც „ბათუმელებს“ უთხრეს თვითმხილველებმა, მოტოციკლზე მყოფი ორი ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა გადაიყვანა შემთხვევის ადგილიდან, მათგან ერთი მძიმე მდგომარეობაში იყო. შინაგან საქმეთ სამინისტროს ინფორმაციით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას …

ავარია ბათუმში – დაიღუპა ერთი ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს, 14 ივნისს, ბათუმში. ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი. „ბათუმელების“ ინფორმაციით დაღუპული კაცი მგზავრი იყო. შსს-ს ინფორმაციით ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით.  

ბათუმში ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა – დაშავდა ერთი ადამიანი

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა, დაშავდა ერთი ადამიანი, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი. დაშავებული 40 წლამდე კაცია. შინაგან საქმეთ სამინისტროს ინფორმაციით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით,  რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს, 21 აპრილს ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრულო და სასწრაფოს ეკიპაჟები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ავარია ბათუმში – დაიღუპა 70 წლის კაცი

დღეს, 20 აპრილს, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაღუპული პირი დაახლოებით 70 წლის იყო. ის ქვეითად გადაადგილდებოდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. მათივე ინფორმაციით, დაკავებულია ავტომანქანის მძღოლი. საქართველოში …

ავარია ბათუმში – ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მოტოციკლი შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს, 15 თებერვალს, ბათუმში. „ბათუმელების“ ინფორმაციით ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაშავდა. დაშავებული ზემო კიდურის ტრავმით კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების სამსახური და პოლიცია. შემთხვევა დავით ართმელაძის ქუჩაზე [ახალი ბულვარის გაგრძელება] მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან …

ბათუმში ავარიის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

დღეს, 13 ნოემბერს, ბათუმში, შარტავას ქუჩაზე ავარია მოხდა. დაღუპულია ახალგაზრდა ქალი, რომელიც, „ბათუმელების“ ინფორმაციით უცხო ქვეყნის მოქალაქეა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. ეს მუხლი ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

1 დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, დაიმტვრა 4 მანქანა – ავარია ბათუმში

ავარია მოხდა დღეს, 24 აგვისტოს, ბათუმში, ჯავახიშვილისა და პუშკინის ქუჩების კვეთაში. „ბათუმელების“ ინფორმაციით შემთხვევის გამო დაშავებული 1 პირი კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევის შედეგად კი 4 მსუბუქი ავტომანქანა დაიმტვრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაწყებულია გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ავარია ქობულეთი-ბათუმის ავტობანზე – დაიღუპა 1 ადამიანი

ავარია მოხდა ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე, რომელიც მსხვერპლით დასრულდა. ავარიის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, რამდენიმე დაშავებული კი კლინიკაშია გადაყვანილი. ავარიის გამო მოძრაობა გარკვეული დროით შეფერხებულიყო იყო ავტობანზე. შსს-ს ინფორმაციით გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 276-ე მუხლის 6 ნაწილით, რაც გულისხმობს ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. შემთხვევა …

ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე – დაშავებულია 3 ბავშვი

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის, 3 მცირეწლოვანი ბავშვია. შემთხვევა დღეს, 16 ივლისს, საღამოს მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაშავებულები გადაყვანილი არიან კლინიკაში. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გონიოს ხიდთან ერთმანეთს მოპედი და მინივენი შეეჯახა – ხიდზე მოძრაობა გადაკეტილია

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს, 4 ივნისს, ბათუმში, გონიოს ხიდთან. თვითმხილველის თქმით, ერთმანეთს მოპედი და მინივენი შეეჯახა, რის შედეგადაც დაშავდა მოპედის მძღოლი. ამ დროისთვის [20:10 სთ] ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა გადაკეტილია [ბათუმი-სარფის მაგისტრალზე მოძრავი ტრანსპორტი დროებით ე.წ. მახოს ხიდით გადაადგილდება]. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის …

ავარია ბათუმში, დაშავდა რამდენიმე ადამიანი

დღეს, 1-ელ ივნისს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში, ბაგრატიონისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში. ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად დაზიანდა მუნიციპალური ავტობუსიც. „ბათუმელების“ ინფორმაციით შემთხვევის შედეგად დაშავებული რამდენიმე პირი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა, – მათგან ერთი ბავშვი და ორსული ქალი. თვითმხილველების თქმით, დაშავებულები გადაყვანის მომენტში კონტაქტურები იყვნენ და რაიმე მძიმე დაზიანებები არ აღენიშნებოდათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, …

ავტომანქანა მოპედს დაეჯახა – ავარია ბათუმში

დღეს, 15 აპრილს, ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, ავარია მოხდა, ერთმანეთს ავტომანქანა და მოპედი შეეჯახა. თვითმხილველის თქმით, დაშავდა მოპედის მძღოლი. ადგილზე იმყოფება პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი. შსს-ს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით.

ავარია ბათუმში – დაშავებული ქალი კლინიკაში გადაიყვანეს

ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქალი დაშავდა. შემთხვევა დღეს, 6 აპრილს მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. დაშავებული ქალი კლინიკაში გადაიყვანეს. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას.

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში – მოტოციკლი ქალს დაეჯახა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, მძღოლი ადგილიდან მიიმალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით დაშავებულია შუახნის ქალი. შსს-ის ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე  მუხლით. რომელიც გულისხმობს ავტომობილის, ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე …

ბათუმში ავტომანქანა ახალგაზრდა კაცს დაეჯახა

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, ავტომანქანა ახალგაზრდა კაცს დაეჯახა, რომელიც სქროლით გადაადგილდებოდა. შემთხვევა 27 მარტს მოხდა. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. მას ოპერაცია უტარდება. როგორც კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, მოქალაქეს თავის ტრავმა აქვს. შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

ბათუმში მუნიციპალური ავტობუსი ავარიაში მოყვა

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, მუნიციპალური ავტობუსი ავარიაში მოყვა. შემთხვევა დღეს, 27 მარტს მოხდა – ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავარიის შედეგად მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი დაშავდა, იგი კლინიკაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

ბათუმში ქალს ავტომობილი დაეჯახა – დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი

ბათუმში დღეს, 18 თებერვალს, ბაგრატიონის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, რომელიც ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკაშია გადაყვანილი. “პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია”, – მოგვწერა პრესსამსახურმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით. ეს მუხლი ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.          

ავარია ბათუმში – დაშავდა 2 ადამიანი

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ორი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს, რის შედეგადაც ერთი ავტომობილი ამოყირავდა. დაშავდა ორი ადამიანი. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით. ეს მუხლი ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ავარია ბათუმის შემოსასვლელში – გადაბრუნდა ტრაილერი და მისაბმელი

ბათუმის შემოსასვლელში დღეს, 6 თებერვალს, ავტომაგისტრალზე 2 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც „ბათუმელებს” თვითმხილველებმა უთხრეს, ერთმანეთს შეეჯახა ტრაილერი და მსუბუქი ავტომანქანა. მეორე შემთხვევაში კი გადაბრუნდა ტრაილერის მისაბმელი. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თვითმხილველის თქმით, ეს ორი შემთხვევა ერთმანეთთან ახლოს მოხდა, ავტომაგისტრალზე კი [ჩაქვი- მახინჯაურის გვირაბებთან მოსვლამდე], ამ დროისთვის [17:30 სთ] შეფერხებულია ტრანსპორტის გადაადგილება.

ავარია ბათუმში – ერთმანეთს საქალაქო ავტობუსი და სატვირთო შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს, 22 ოქტომბრის დილით ბათუმში, ბაგრატიონისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაში. ერთმანეთს მუნიციპალური ავტობუსი და სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება დაიწყო სს კოდექსის 276-ე მუხლით. შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ ვიდეოში ადგილზე გამოძახებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარება ჩანს, თუმცა პრესსამსახურის თქმით, გამოძახების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ აქვს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მსუბუქად დაშავდა ერთი პირი. _______ …

ავარია ბათუმში – დაშავდა ორი ადამიანი, მგზავრი და ქვეითი

ავტოავარია მოხდა დღეს, 12 სექტემბერს ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე. მეჯინისწყლის ხიდთან ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად დაშავდა ორი პირი, ავტომობილის მგზავრი და ქვეითი, რომელსაც ავარიის დროს  ავტომანქანა დაეჯახა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით.

ავარია ბაგრატიონის ქუჩაზე, მანქანა სკვერში შევარდა

დღეს, 30 აგვისტოს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში, ბაგრატიონისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში. მსუბუქი ავტომანქანა ზებრა გადასასვლელთან ტროტუარზე ავარდა. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები, გამოძახებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟიც. „ბათუმელები“ შსს-დან და სასწრაფოდან დამატებით ინფორმაციას მიღების შემთხვევაში აქვე მოგაწვდით.

ბათუმში ავარიის შედეგად დაიღუპა ორი 15 წლამდე მოზარდი

დღეს, 23 აგვისტოს, ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ავარიის შედეგად დაღუპული ორი პირი 15 წლამდე მოზარდია. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მოპედი შეეჯახა, მოზარდები მოპედზე ისხდნენ. დღეს, ასევე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქობულეთის შემოვლით გზაზე, სადაც ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა. არიან დაშვებულები. შს სამინისტროს ინფორმაციით, ორივე შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების …

ავარია ბათუმში – დაზიანდა 3 ავტომობილი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს, 14 აგვისტოს, ბათუმში, ფიროსმანისა და შარტავას ქუჩების კვეთაში. ავარიის შედეგად 3 მსუბუქი ავტომანქანა დაზიანდა. შემთხვევა ზებრა გადასასვლეზე მოხდა, ერთი ავტომანქანა ტროტუარზე ავრდა და სამშენებლო ღობეს შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე მყოფი სამართალდამცავების თქმით, არავინ დაშავებულა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული შემთხვევის გამო გამოძახება არ დაფიქსირებულა.

ბათუმში ქალს ფეხზე ავტომანქანამ გადაუარა

დღეს, 13 აგვისტოს, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ახალგაზრდა ქალს ფეხზე ავტომანქანამ გადაუარა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაშავებული უცხოელია. იგი სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა გადაიყვანა შემთხვევის ადგილიდან. „ბათუმელები“ აზუსტებს დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ინფორმაცია განახლდება. 

ავარია აეროპორტის გზატკეცილზე – 2 დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი

დღეს, 23 ივლისს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ დროისთვის [15:25 სთ] აეროპორტის გზატკეცილი ცალმხრივადაა გადაკეტილი [აეროპორტიდან ბავშვთა საავადმყოფოს მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია]. შსს-ს ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. გამოძიება დაწყებულია სს კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

ბათუმში, ხალვაშის გამზირზე არასრულწლოვანს მანქანა დაეჯახა

დღეს, 24 აპრილს, ავარია მოხდა ბათუმში, ხალვაშის გამზირზე. ავტომანქანა არასრულწლოვანს დაეჯახა. დაშავებული არასრულწლოვანი კლინიკაშია გადაყვანილი. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება.

ბაგრატიონის ქუჩაზე ავტომანქანა სკვერში შევარდა – ავარია ბათუმში

დღეს, 31 მარტს, ბათუმში, ბაგრატიონისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. თვითმხილველის თქმით, ერთი ავტომანქანა გზის გამყოფ ზოლზე მოწყობილ ზოლში შევარდა და სასეირნო ბილიკზე მოწყობილ რკინის თაღს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. კიდევ ერთი ავარია მოხდა ხიმშიაშვილის ქუჩაზე, სადაც ავტომანქანა ქვეითს შეეჯახა. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება …

ბათუმში ქალს მანქანა ზებრაზე დაეჯახა

დღეს, 28 თებერვალს, ბათუმში გორგილაძისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში, ზებრა გადასასვლელზე შუახნის ქალს მანქანა დაეჯახა. თვითმხილველის თქმით, ავარიის შედეგად დაშავებული ქალი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მანქანით გადაიყვანეს. ადგილზე იმყოფება პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი, ფაქტზე კი გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.  

ბათუმში 21 წლის კურიერს ავტომანქანა დაეჯახა

ბათუმში, კობალაძისა და ინასარიძის ქუჩების გადაკვეთაზე კურიერს ავტომანქანა დაეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, კურიერი საავადმყოფოში გადაყვანისას კონტაქტური იყო. დაშავებულია 21 წლის კაცი და როგორც კლინიკაში გვითხრეს, მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღმოაჩნდა: „ამოვარდნილი აქვს მარჯვენა ხელი და მცირე ჭრილობა აქვს ფეხზე“. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური …

ბათუმში დაიღუპა ქალი, რომელსაც დღეს ტროტუარზე მანქანა დაეჯახა

კლინიკაში დაიღუპა ქალი, რომელსაც დღეს, 7 თებერვალს, ავტომანქანა დაეჯახა. 47 წლის ქალი ტროტუარზე იდგა, როდესაც მას მანქანამ დაარტყა. შემთხვევა ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე მოხდა. ქალთან ერთად ავტომანქანის შეჯახების შედეგად დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი, კაცი, რომელიც ამჟამად რეანიმაციაში იმყოფება. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის …

ბათუმში მეეზოვე ქალი დაიღუპა ავტომანქანის შეჯახების შედეგად

დღეს, 25 იანვარს, ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, მეეზოვეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ავტომანქანა დაეჯახა. ავარიის შედეგად დაშავებული 43 წლის ქალი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის …

1 კაცი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა – 3 ავარია ბათუმში დღეს, ძველით ახალ წელს

დღეს, 14 იანვარს, აჭარაში 3 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ახალგაზრდა კაცი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, მათ ჯგუფს ჩაქვში მომხდარი ავარიის ადგილზე ერთი პირი გარდაცვლილი დახვდათ. მეორე შემთხვევაც ჩაქვთან, ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალზე, სოფელ ბუკნარში მოხდა. „ბუკნარში, მომხდარი ავარიის გამო ორი დაშავებული გადავიყვანეთ ქობულეთის კლინიკაში“, – გვითხრეს სასწრაფოში. მესამე ავარია კი ბათუმში, …

ბათუმში მუნიციპალურ ავტობუსს მანქანა დაეჯახა

ბათუმში მუნიციპალურ ავტობუსს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. თვითმხილველის თქმით, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 7 იანვარს მოხდა, ბრწყინვალესა და თაყაიშვილის ქუჩების კვეთაში.

ბათუმში ერთმანეთს სასწრაფო დახმარებისა და მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახა

დღეს, 20 დეკემბერს, ბათუმში ერთმანეთს მსუბუქი და სასწრაფო დახმარების ავტომანქანები შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა ჭავჭავაძის ქუჩაზე დღეს, საღამოს მოხდა. თვითმხილველის თქმით, ამ დროს სასწრაფო დახმარების ავტომანქანა ავტობუსის ზოლში მოძრაობდა. თვითმხილველისვე თქმით, ერთ-ერთი მძღოლი კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე იმყოფება პოლიცია.

Exit mobile version