ავარია მახინჯაურში – დაშავდა 2 ადამიანი

დღეს, 24 ნოემბერს, ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ავარია დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ერთი დაშავებული ქვემო კიდურის ტრავმით საავადმყოფოში გადაიყვანეს, „მეორე დაშავებულმა კი ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა.“

ბათუმში ავარიის შედეგად 1 ახალგაზრდა კაცი დაიღუპა, მეორე კლინიკაშია

დღეს, 8 ნოემბერს, ბათუმში ავტოავარიის შედეგად 2 დაშავებული ახალგაზრდა კაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ბათუმის სამედიცინო ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დაშავებულები კლინიკაში „მძიმე მდგომარეობაში მოიყვანეს. მათგან ერთ-ერთი გარდაიცვალა, მეორე დაშავებულის მდგომარეობა კი, ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა“. შემთხვევა ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა. დაღუპული ახალგაზრდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი იყო. ამავე დეპარტამენტის თანამშრომელია დაშავებულიც. „ისინი სამსახურებრივ …

ბათუმში ავარიას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბათუმში დღეს, 7 ნოემბერს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, რომელიც ქვეითად გადაადგილდებოდა. შემთხვევა ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მოხდა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისულ ექიმებს ქალი გარდაცვლილი დახვდათ. დღეს, საღამოს, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე კიდევ ერთი ავარია მოხდა. თვითმხილველის თქმით ერთმანეთს 5 მანქანა შეეჯახა, თუმცა ამ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავარია მახინჯაურში – დაიღუპა 1 ადამიანი, 2 დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

დღეს, 9 ოქტომბერს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში. თვითმხილველის თქმით, ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი, სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

2 ავარია ბათუმში, ერთი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში დღეს, 27 სექტემბერს, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე. ორივე შემთხვევაში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად, რომელიც დილით, დაახლოებით 8 საათზე მოხდა, ერთი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით დაწყებულია გამოძიება. მეორე ავარიის შედეგად კი, თვითმხილველის თქმით, არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ხალვაშის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებული იყო.

ავტომობილი სქროლით მიმავალ ქალს ზებრაზე დაეჯახა – ავარია ბათუმში

ავტოავარია მოხდა ბათუმში დღეს, 14 ივლისს, გორგილაძის ქუჩაზე. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა დაეჯახა ქალსა და ბავშვს, რომლებიც სქროლით ზებრა გადასასვლელზე გადადიოდნენ. ასევე თვითმხილველების თქმით, ქალი კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ____________ ფოტო შემთხვევის ადგილიდან  

ავტოავარია გორგილაძის ქუჩაზე – დაშავდა ორი ადამიანი

დღეს, 11 ივლისს, საღამოს, ავარია მოხდა ბათუმში, გორგილაძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაში. პირველადი ინფორმაციით, ერთმანეთს ავტომანქანა და მოტოციკლი შეეჯახა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა ორი დაშავებული გადაიყვანა კლინიკაში ავტოავარიის ადგილიდან. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაშავებულებს შორისაა „გლოვოს“ კურიერი.

ავარია მახინჯაურში – ერთმანეთს 3 ავტომანქანა შეეჯახა

მახინჯაურში დღეს, 10 ივლისს, დილით ავარია მოხდა. ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. თვითმხილველის თქმით, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტოსაგზაო შემთხვევა მახინჯაურის ცენტრში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მოხდა. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია.  

პატიმრობა შეუფარდეს პოლიციელს, რომელიც 2 ქვეითს დაეჯახა ზებრაზე

დღევანდელ სხდომაზე არაფერი უთქვამს პოლიციელს, ვიტალი ზოიძეს, რომელიც გამოძიების ვერსიით, ზებრაზე ორ ქვეითს დაეჯახა. ის ნასვამი მართავდა ავტომანქანას. ავარიის შედეგად ერთი დაშავებული დაიღუპა, მეორეს მდგომარეობა ისევ მძიმეა, ის რეანიმაციაში რჩება. დაშავებულები ძმები იყვნენ ბელარუსიდან. გარდაცვლილი 35 წლის იყო, მძიმედ დაშავებული კი, 26 წლისაა. მოსამართლე ლევან ყოლბაიამ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს, ვიტალი ზოიძეს. მას …

ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთმანეთს 3 მანქანა შეეჯახა – ავარია ბათუმში

დღეს, 15 ივნისს, ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთმანეთს სამი მსუბუქი მანქანა შეეჯახა. თვითმხილველის თქმით, სავარაუდოდ, ერთი ადამიანი დაშავდა. ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარების ჯგუფი და პოლიცია. „ბათუმელები“ ინფორმაციას აზუსტებს.

ბათუმში ავტოავარიის შედეგად დაშავებული კაცი დაიღუპა

ბათუმში, დღეს, 13 ივნისს, სასტუმრო „ეიფორიასთან“ ავტოავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი დაიღუპა. „ბათუმელებს“ ინფორმაცია კლინიკა „ბაუ“-ში დაუდასტურეს. გარდაცვლილია 35 წლამდე ასაკის კაცი, რომლის ვინაობასაც ამჟამად პოლიცია არკვევს. იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ავარია დღეს, საღამოს საათებში მოხდა. პირველადი ინფორმაციით, ავტომანქანა ორ ქვეითს შეეჯახა. ამავე თემაზე:  ავტომანქანა ორ ქვეითს შეეჯახა – ავარია ბათუმში

ავტომანქანა ორ ქვეითს შეეჯახა – ავარია ბათუმში

ბათუმში, სასტუმრო „ეიფორიასთან“ ავტოავარია მოხდა დღეს, 13 ივნისს, საღამოს. თვითმხილველების თქმით, ავტომანქანა ორ ქვეითს შეეჯახა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა. „ბათუმელები“ შს სამინისტროში აზუსტებს ინფორმაციას.

ბათუმში ავტობუსის გაჩერებაზე ავტომანქანა შევარდა და მოსწავლეებს დაეჯახა

დაახლოებით 18:00 საათზე ბათუმში, შარაბიძეების დასახლებაში, ავტობუსის მოსაცდელთან, მეთორმეტეკლასელ მოსწავლეებს ავტომანქანა დაეჯახა. დაშავებული ბავშვები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. როგორც კლინიკაში გვითხრეს, მოსწავლეებს მოტეხილობები აქვთ. „ერთი გოგოა და მეორე ბიჭი დაშავებული. როგორც ვიცით, მოსწავლეები ავტობუსის მოსაცდელთან იდგნენ, ელოდებოდნენ ავტობუსს, რა დროსაც მანქანა შევარდნილა. ამ დროისთვის დაშავებულები სტაბილურები და კონტაქტურები არიან და უტარდებათ კვლევები“, – განაცხადეს კლინიკაში.

ავარია ბათუმში – ერთმანეთს 3 ავტომანქანა შეეჯახა

ბათუმში დღეს, 14 მარტს, თავდადებულის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველის თქმით, ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა, შემთხვევის შედეგად კი 2 პირი მსუბუქად დაშავდა. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია.

ბათუმში ავარიის შედეგად ქვეითი დაიღუპა

დღეს, 30 იანვარს, მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. შემთხვევა ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მოხდა. „მედცენტრის“ ინფორმაციით, დაშავებული 62 წლის კაცი კლინიკაში მოთავსების შემდეგ გარდაიცვალა. დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად.

ავარია ბათუმში – 2 დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს, 5 ნოემბერს, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავებული 2 მოქალაქე კლინიკაში გადაიყვანეს. „ბათუმელებს“ კლინიკაში განუცხადეს, რომ დაშავებულებს კიდურების დაზიანებები აქვთ და შესაბამისი კვლევები უტარდებათ.  

9 წლის ანიტას ხელზე სატვირთომ გადაუარა, მას თურქეთში ოპერაცია სჭირდება 

9 წლის ანიტა შანთაძე მეოთხე კლასელია. უყვარს ხატვა და სკოლაში სიარული, რადგან იქ არიან ადამიანები, ვისი ნახვაც უხარია. ანიტას და მისი ოჯახის ცხოვრება ათი თვის წინ შეიცვალა, როცა ანიტა ავარიაში მოჰყვა – მარჯვენა ხელზე სატვირთო მანქანამ გადაუარა. მარჯვენა ხელის ორი თითი დაკარგა, ხოლო მკლავი დეფორმირებული აქვს. ანიტას დედა, ნათია შანთაძე ცრემლების გარეშე ვერ ჰყვება იმ …

ავარია ბათუმში – ერთმანეთს 3 ავტომანქანა შეეჯახა

ბათუმში, დღეს 30 ოქტომბერს, პუშკინისა და სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს 3 ავტომანქანა შეეჯახა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით 2 დაშავებული [აქედან ერთი 16 წლამდე ასაკის] ზედაპირული ტრავმით კლინიკაში გადაიყვანეს, „ერთმა პირმა კი, დახმარებაზე უარი განაცხადა.“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, დაწყებულია გამოძიება.

ბათუმში მანქანა ტროტუარზე ავარდა და კედელს შეეჯახა

დღეს, 16 სექტემბერს, ბათუმში ლუკა ასათიანის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ჯიპის მარკის ავტომობილი ტროტუარზე ავარდა და კედელს შეეჯახა. ადგილზე იმყოფება პოლიცია, თუმცა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თვითმხილველების თქმით, ავტომობილს არასრულწლოვნები მართავდნენ, როგორც პოლიციაში გვეუბნებიან, მიმდინარეობს მოკვლევა.

ავარია გონიოს ციხესთან – დაშავდა 2 ადამიანი

დღეს, 16 ივლისს, ავარია მოხდა გონიოს ციხესთან. პირველადი ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი შეეჯახა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. „ბათუმელები“ დეტალებს აზუსტებს. _______________ ფოტო: ავარიის ადგილი/facebook

ავარია ფრიდონ ხალვაშის გამზირზე

რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. თვითმხილველის თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გადაუდებელი დახმარების სამსახურში განაცხადეს, რომ მათთან შეტყობინება არ შესულა. „სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი შემთხვევით შეესწრო ფაქტს, თუმცა ვინმესთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საჭიროება არ იყო, შესაბამისად, არც არავინ გადაგვიყვანია კლინიკაში“ – გვითხრეს სასწრაფოში.   …

ავარია ბათუმში – დაშავდა ერთი პირი

დღეს, 13 იანვარს, ბათუმში, თავდადებულისა და ბრწყინვალეს ქუჩების კვეთაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავარიის შედეგად ერთი პირი მსუბუქად დაშავდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

2 ადამიანი დაიღუპა ბათუმში ავტოავარიის შედეგად

წუხელ ბათუმში, ბარცხანის ხიდთან, მსუბუქი ავტომანქანა და ტრაილერი შეეჯახა ერთმანეთს. ავარიის შედეგად ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ორი კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა  კლინიკაში გადაიყვანა. დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა სტაბილურია. მეორე დაშავებული, 17 წლის მოზარდი კი, რეანიმაციაში იმყოფება მართვით სუნთქვაზე, მისი მდგომარეობა მძიმეა. _____________ ფოტო: შემთხვევის ადგილი, TV Pirveli

ბათუმში პატრული ავარიაში მოყვა – დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე დღეს, 11 ივლისს, ავარია მოხდა. თვითმხილველის თქმით ერთმანეთს მოტოციკლეტით მოძრავი პატრულის თანამშრომელი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. დაშავებული პატრული სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს. თვითმხილველის თქმით ის კონტაქტური იყო. შემთხვევა აბუსერიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაში მოხდა. აქ ჯავახიშვილის ქუჩა ბოლო წლიბში გადაკეტილი იყო და ჯვარედინი მოძრაობა რამდენიმე დღეა რაც გაიხსნა.  

ავარია ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე

ბათუმში, დღეს, 21 მაისს, რამდენიმე წუთის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხიმშიაშვილის ქუჩაზე. თვითმხილველის თქმით, მსუბუქი ავტომანქანა გზის გამყოფ ზოლზე მოაჯირს შეეჯახა. მისივე თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავტოავარია ბათუმში

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, დღეს, 17 მარტს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ფაქტზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.

ბათუმში მუნიციპალურ ავტობუსს ავტომანქანა შეეჯახა

ავტოავარია მოხდა დღეს, 14 მარტს, ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, სადაც მუნიციპალურ ავტობუსს მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია. შს სამინსიტროს შემთხვევაზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

ბათუმში ქალს მოტოციკლი დაეჯახა

დღეს, 14 თებერვალს, ბათუმში, ქვეით ქალს მოტოციკლი დაეჯახა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ ბაგრატიონის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველის თქმით, დაშავებული ქალი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს. მოტოციკლის მძღოლი კი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა წაიყვანა. გუშინ, 13 თებერვალს, ბათუმში ავტომანქანა ორ ქვეითს დაეჯახა: შარშან 122 ადამიანი დაიღუპა ავარიაში რკინიგზის გადასასვლელზე

ბათუმში პატრულის მანქანა ავარიაში მოჰყვა

ბათუმში, დაახლოებით დილის 08:00 საათზე, საპატრულო პოლიციის მანქანა ავტოავარიაში მოჰყვა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახნენ. შემთხვევა დღეს 12 დეკემბერს, გრიბოედოვის ქუჩაზე მოხდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავდა ორი ადამიანი, რომლებიც ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ავტოავარიის შედეგად ბათუმში 2 ადამიანი დაშავდა

ბათუმში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა დღეს, 22 ნოემბერს მოხდა. „ორი დაშავებული გადაყვანილია კლინიკა ბაუ-ში, ქალი თავის ტრავმით და კაცი ზედაპირული დაზიანებებით“, – გვითხრეს სასწრაფო სამედიცინო სამსახურში. გადაკეტილია [17:00 სთ] თამარ მეფის გამზირი და ავტომანქანებს შემოვლითი გზით უწევთ მოძრაობა. შემთხვევასთან დაკავშირებით შსს-გან მიღებულ ინფორმაციას აქვე შემოგთავაზებთ.

ბათუმში ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები

დღეს, 2 ოქტომბერს, ბათუმში ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი ადგილზე გარდაცვლილი დახვდათ, ხოლო კლინიკაში სხეულის სხვადასხვა დაზიანებით 5 პირი გადაიყვანეს. ავტოსაგზაო შემთხვევა გონიოს ხიდის მიმდებარედ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

ბათუმში სამგზავრო მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა

ბათუმში დღეს, 31 აგვისტოს, დილით, ბაგრატიონის ქუჩაზე, სამარშრუტო მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა. თვითმხილველის თქმით, ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ შემთხვევის შედეგად კლინიკაში არავინ გადაუყვანიათ.  

მახინჯაურში ავტომანქანა 7 პირს დაეჯახა, დაიღუპა ოჯახის 3 წევრი

მახინჯაურში წუხელ გვიან ღამით მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი. ავტომანქანა ქვეითებს დაეჯახა, რომლებიც ტროტუართან იდგნენ. ერთი ოჯახის წევრები ბაბუას აცილებდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან შეკრებილმა ახლობლებმა უთხრეს. დაღუპულია ერთი ოჯახის სამი წევრი – ბებია, რძალი და შვილიშვილი. დაშავებულებს შორის 4 ბავშვია, მათ შორის ერთ-ერთი, 13 წლის ბიჭი მძიმე მდგომარეობაშია. დაშავებულებიც …

ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე, ავარიის შედეგად ავტომანქანა ამოტრიალდა

ბათუმში, ტბელ აბუსერიძისა და შარტავას ქუჩების კვეთაში, დღეს, 9 აგვისტოს, ავტოავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ავტომანქანა ამოტრიალდა. თვითმხილველების თქმით, ავტოავარიის შედეგად არავინ დაშავებულა: „ყველა გადარჩა“. „ბათუმელები“ სასწრაფო სამედიცინო სამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ „სამედიცინო დახმარება არავის დასჭირვებია“.

ბათუმში ავტოავარიის შედეგად ერთი პირი დაშავდა

დღეს, 5 აგვისტოს, ავარია მოხდა ბათუმში, აბუსერიძისა და შარტავას ქუჩების კვეთაში. ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა. ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური, რომელმაც ერთი დაშავებული, თავის ზედაპირული ტრავმით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ბათუმში, რუსთაველზე, ავტომანქანა ხეს შეეჯახა

ახლახან [19:30] ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, ავარია მოხდა. თვითმხილველის თქმით, მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაშავდა, თუმცა მან უარი თქვა ჰოსპიტალში გადაყვანაზე. „მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა და ადგილზე გაეწია დახმარება“, – გვითხრეს სასწრაფოში. ამავე თემაზე: 203 ადამიანი დაიღუპა ავტოავარიით საქართველოში – ექვსი თვის მონაცემები

Exit mobile version