სპორტი

შორენა შარაძის თავისუფალი ჭიდაობა

30.05.2012
შორენა შარაძის თავისუფალი ჭიდაობა

ავტორი: მირანდა მიქაძე

30-31 ივლისს რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში ახალგაზრდებს შორის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. საქართველოს ნაკრებთან ერთად ბათუმელი მოჭიდავეები: მამუკა კორძაია და ერთადერთი გოგონა შორენა შარაძე (63კგ.) იასპარეზებენ. შორენას აჭარის ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ნანი კირკიტაძე ამზადებს. ამჟამად შორენას გორელი მოჭიდავე _ ევროპის პრიზიორი ზვიად ბაზანდარაშვილიც ეხმარება. შორენა ძიუდოისტია, მაგრამ იგი სპორტის სხვადასხვა სახეობაშიც წარმატებულად ასპარეზობს _ მან ბათუმში გამართულ პლაჟის ჭიდაობაში მეორე ადგილი დაიკავა, სამბოში ევროპის ვიცე-ჩემპიონია გახდა, ძიუდოსა და მკლავჭიდში კი – საქართველოს ჩემპიონი.
ზვიად ბაზანდარაშვილი: “შორენა კარგ ფორმაშია, დღეში ორჯერ ვვარჯიშობთ, დატვირთვებს უძლებს, სუნთქვა და წონა კარგი აქვს. იმედია, გაგვახარებს და მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ასახელებს”.
შორენა შარაძე: “მსოფლიო ჩემპიონატისთვის მეგობრებისა და მწვრთნელების დახმარებით ვემზადები. შედეგზე ვფიქრობ, მაგრამ ჩემპიონობას ნამდვილად ვერ დაგპირდებით. თან თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ვასპარეზობ. რთული ბრძოლა იქნება, მაგრამ დავუმტკიცებ ყველას, რომ არ ვარ იმათზე ნაკლები სპორტსმენი, ვინც იქ იასპარეზებს. მადლობას ვუხდი იმ ადამიანებს, ვინც მხარში მიდგას, განსაკუთრებით ჩემს მწვრთნელს ნანი კირკიტაძეს, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ყველა შეჯიბრებაში მივიღო მონაწილეობა”.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.