უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 4 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 243 070 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +780. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
- ტანკი – 11 637 ერთეული [+4]
- ჯავშანტექნიკა – 23 992 ერთეული [+7]
- საარტილერიო სისტემა – 36 915 ერთეული [+60]
- MLRS – 1 634 ერთეული [+1]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 293 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 123 743 ერთეული [+1 355]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 245 ერთეული [+40]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 76 949 ერთეული [+211]
- სპეცტექნიკა – 4 062 ერთეული [+4]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 4 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 670 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 112 215 უპილოტო საფრენი აპარატი
- 649 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 27 484 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 658 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 33 050 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 53 641 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
რუსეთმა მასშტაბური შეტევა განახორციელა უკრაინაში -20, -24 გრადუსი ყინვის ფონზე






