უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ევრონიუსთან“ ინტერვიუში, პუტინის შიშებზე საუბრისას განაცხადა, რომ პუტინს ძალაუფლების დაკარგვის ეშინია, მაგრამ ეს მის ასაკზეცაა დამოკიდებული:
„მისი საზოგადოების დესტაბილიზაცია არის ის, რისიც მას ეშინია. მაგრამ ამაზე გავლენას ვერავინ მოახდენს. ის თავად მოახდენს მასზე გავლენას. მისი ეკონომიკა და სანქციების პოლიტიკა მოახდენს გავლენას“ – აღნიშნა ზელენსკიმ და დასძინა, რომ კიდევ ერთი რამ, რისიც პუტინს ეშინია, ძალაუფლების დაკარგვაა:
„…ეს ასევე დამოკიდებულია მის ასაკზე. ის მალე მოკვდება, ეს ფაქტია და ყველაფერი დასრულდება. ანუ, მისი საკითხი შეიძლება დასრულდეს მანამდე, სანამ დაასრულებს თავის აბსოლუტურად უსაფრთხო და წარუმატებელ ისტორიულ ცხოვრებას. სწორედ ამის ეშინია“ – თქვა ზელენსკიმ.
პუტინი 72 წლისაა. ის უკვე 25 წელია რუსეთს მართავს. პუტინი პრეზიდენტად რუსეთში პირველად 2000 წლის 26 მარტის არჩევნებზე აირჩიეს.






