მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

სოფელ შარაბიძეებში 10 თებერვალს გაზის მიწოდება რამდენიმე საათით შეწყდება

08.02.2025
სოფელ შარაბიძეებში 10 თებერვალს გაზის მიწოდება რამდენიმე საათით შეწყდება

კომპანია „სოკარის“ ცნობით, ორშაბათს, 10 თებერვალს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შარაბიძეებს გაზის მიწოდება შეუწყდება.

გაზმომარაგება შეწყდება 10 თებერვლის  10:00 საათიდან იმავე დღის 16:00 საათამდე.

გაზი გაეთიშება სოფელში მცხოვრებ 690 აბონენტს.

კომპანიის ცნობით, გაზის გათიშვის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოებია.

კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ სახლებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: