გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 დეკემბრის 21 საათიდან 21 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
- დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
- ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
- დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
- ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
მაღალმთიან ზონაში
- დღისით: 0– 5 გრადუსი სითბო
- ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 22 დეკემბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, 23 დეკემბერს კი, ზოგან დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა.
____________
ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან