მთავარი,სიახლეები

გარდაცვალების მთავარი მიზეზები საქართველოში – სიმსივნე და სისხლძარღვთა დაავადებები | საქსტატი

07.07.2024
გარდაცვალების მთავარი მიზეზები საქართველოში – სიმსივნე და სისხლძარღვთა დაავადებები | საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, გასულ 2023 წელს საქართველოში 42 756 ადამიანი გარდაიცვალა. ეს მაჩვენებელი 2022 წელთან შედარებით (13 %-ით ნაკლებია).

გარდაცვალების მიზეზებს შორის ჭარბობს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები (40 %) და სიმსივნეები (11.6 %).

სიკვდილიანობის გამოწვევი დაავადებების ჩამონათვალი ასეთია: 2023 წელს საქართველოში სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობებით  17 100 ადამიანი გარდაიცვალა, სიმსივნით 4 939 ადამიანი, სასუნთქი სისტემის ავადმყოფობებით  3 214 ადამიანი, საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობებით 1 294 ადამიანი, ხოლო ენდოკრინული სისტემის, კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული ავადმყოფობებით 1 102 ადამიანი.

“გარდაცვლილთა რაოდენობის პროცენტული განაწილება გარდაცვალების მიზეზების ძირითადი კლასების მიხედვით განსხვავებულია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის.

5 წლამდე ასაკის გარდაცვლილ ბავშვებში დომინირებს პერინატალურ პერიოდში აღმოცენებული დარღვევები.

5-39 წლის ასაკში ჭარბობს ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების სხვადასხვა შედეგები, რადგან აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისათვის შედარებით მაღალია უბედური შემთხვევების ალბათობა, ხოლო 40 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში გარდაცვალების მიზეზებს შორის 2023 წელს დომინირებს სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები და სიმსივნეები,”- ნათქვამია სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

2022 წელთან შედარებით საქართველოში 2023 წელს 13 %-ით ნაკლები ადამიანი გარდაიცვალა. 2022 წელს გარდაცვლილთა რიცხოვნობა 49 118 იყო.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: