მთავარი,სიახლეები

“კონფიდენციალურია” – რაგბის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დოპინგ ტესტის შედეგებზე

06.07.2024
“კონფიდენციალურია” – რაგბის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დოპინგ ტესტის შედეგებზე

12:21 – საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ფიჯის ნაკრებთან 5 ივლისს გამართულ მატჩში ამ ანგარიშით დამარცხდა.

2024 წლის ზაფხულის ტესტმატჩების სერიის პირველი შეხვედრა საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ფიჯის ნაკრებთან  ბათუმში გამართა.

5 ივლისის მატჩი გამოტოვა საქართველოს მორაგბეთა ნაკრების რამდენიმე მორაგბემ, მათ შორის ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ.

მერაბ შარიქაძის ნაცვლად მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს ფიჯის წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში ბექა გორგაძემ უკაპიტნა.

რატომ გამოტოვა ზაფხულის ტესტმატჩის პირველი შეხვედრა კაპიტანმა, ეს კითხვა შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დაუსვეს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელს რიჩარდ კოკერილის.

“გარკვეული მიზეზების გამო მერაბ შარიქაძე არ იყო ჩვენთან ერთად. ეს მიზეზები კონფიდენციალურია,” – თქვა რიჩარდ კოკერილიმ მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

რიჩარდ კოკერილიმ ფიჯისთან გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა

“გავრცელდა ინფორმაცია, რომ მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მორაგბეებმა თამაშში მონაწილეობა ვერ მიიღეს დოპინგ ტესტზე ჩავარდნის გამო. შეგიძლიათ უარყოთ ან დაადასტუროთ ეს ინფორმაცია?” – ამ კითხვით მიმართა “ბათუმელებმა” მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელს რიჩარდ კოკერილის.

“ამ ეტაპისთვის ამაზე საუბარი კონფიდენციალურია,” – განაცხადა კითხვის პასუხად რიჩარდ კოკერილიმ.

მას არ დაუდასტურებია დოპინგ ტესტთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია. ამასთან, განმარტა, რომ “ეს სერიოზული საკითხია და მას საქართველოში დაბრუნების შემდეგ განიხილავენ”.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იაპონიაში მიემგზავრება, სადაც მორიგ მატჩს იაპონიის ნაკრებთან 13 ივლისს გამართავს.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.