სიახლეები

დავით ბალაძე: პარტიებმა პოლიტიკური ქულების მოპოვება დაიწყეს

09.03.2015
დავით ბალაძე: პარტიებმა პოლიტიკური ქულების მოპოვება დაიწყეს

 

„წელიწადნახევარი დარჩა არჩევნების დანიშვნამდე და ეს იმის მანიშნებელია, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ,  რომელიც 6 თვის წინ ამ ხელისუფლებას ამართლებდა და ამ ხელისუფლების გუნდში იყო, წამოყო თავი და ასე ვთქვათ, დაიწყო მთავრობის კრიტიკა. შესაბამისად, ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ამ პარტიებმა დაიწყეს პოლიტიკური ქულების მოპოვება. წარმოთქმულ ბრალდებებს ვერ დავეთანხმები. ჩვენ არაერთხელ გავაჟღერეთ და ვნახეთ, თუ რა მოცულობის ზრდა გვაქვს ინვესტიციებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ეკომიგრანტების საკითხს, ჩვენ ვაშენებთ მათთვის სახლებს. იპოთეკარებისთვის კი აჭარაში დამტკიცდა უპრეცენდენტო პროექტი, რომელიც „ლიბერთი ბანკთან“ ერთად მიმდინარეობს“, – განაცხადა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე დავით ბალაძემ.

 

ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა სულხან ღლონტმა აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებაზე დღეს, 9 მარტს, უმაღლეს საბჭოში ისაუბრა. 

 

”2012 წლიდან დღემდე აჭარის მთავრობამ ვერ წარმოადგინა რეგიონის განვითარების გეგმა, ვერ მოაგვარეს ის ძირითადი პრობლემები, რომელიც არის რეგიონში ეკომიგრანტებთან მიმართებაში, იპოთეკით დაზარალებულთა საკითხები, მიწისძვრით დაზარალებულთა საკითხები. მათ პრაქტიკულად არავითარი ხედვა არ გააჩნიათ თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა. ვერ  თანამშრომლებენ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ეფექტურად. 

 

ჩვენ ვთვლით, რომ კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზა არის აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება. ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“, ამ პროცესს ვიწყებთ,”  – განაცხადა  სულხან ღლონტმა. 

 

 

დავით ბალაძე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: