სიახლეები

პრესტური ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

07.05.2013
პრესტური ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

 

 

დღეს  ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ჟურნალისტებისთვის  პრეს-ტური ეწყობა.  ჟურნალისტები ადგილზე გაეცნობიან იმ ინფრასტრუქტურულ და სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილს, რომლებიც ბოლო პერიოდში განხორციელდა და ხორციელდება ბათუმის ბოტანიკურ ბაღში.  

 

კერძოდ ამიერკავკასიის ტენიანი სუბტროპიკების ფიტოგეოგრაფიულ განყოფილებაში გასული წლის შუა რიცხვებში დაიწყო და წელს დასრულდა ცენტრალური გზის რეაბილიტაცია, სარეკრეაციო და საპიკნიკე ადგილების კეთილმოწყობა. მოეწყო ეთნოგრაფიული კუთხე, რომელშიც წარმოდგენილია სამხრეთ კოლხეთისათვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული ელემენტები, გაკეთდა გარე განათება და სველი წერტილები.

 

მექსიკის ფიტოგეოგრაფიულ განყოფილებაში მთლიანად აღდგა განყოფილებისაკენ მიმავალი გზა, 590 კვ/მეტრზე დაიგო ასფალტის საფარი, მოიკირწყლა ანდრია კრასნოვის საფლავისაკენ მიმავალი ხეივანი. უახლოეს მომავალშია აგრეთვე დაგეგმილი მექსიკის ფიტოგეოგრაფიული განყოფილების ზღვისპირა პარკთან დამაკავშირებელი კიბის აღდგენა-რეაბილიტაცია. ზღვისპირა პარკში სპეციალური ფილაქანებით დაიგო ცენტრალური ბილიკი. საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით ექსპლოატაციაში შევიდა ახალი სათბური.

 

ხვალიდან კი ბათუმში ბოტანიკური ბაღის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ოთხ დღიანი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია დაიწყება.  კონფერენციაში მონაწილეობას  17 ქვეყნის 165 მეცნიერი მიიღებს.

 

 

 

მომზადებულია პრესრელიზზე დაყრდნობით.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.