ნეპალსა და ტიბეტში, 26 აგვისტოს მომხდარი დამანგრეველი სტიქიის შემდეგ, 1300-ზე მეტ დაკარგულ ადამიანს ეძებენ.
მეწყერის, ღვაცოფისა და წყალდიდობის შედეგად განადგურებულია სოფლები. ბოლო ცნობებით, ნაპოვნია 165 ცხედარი, მათ შორის – ასობით უცხოელი ტურისტის. სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
სტიქია სავარაუდოდ მოჰყა მიწისძვრასა და მყინვარის ჩამონგრევას, რამაც წყალდიდობა, მეწყერი და ღვაცოფი გამოიწვია. ზვავმა მდინარეების კალაპოტი გადაკეტა და ღვარცოფულმა ტალღებმა დასახლებებს გადაუარა.
ნეპალის კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, სულ მცირე 579 ტურისტი დაკარგულად ითვლება.






