სიახლეები

ხშირად ხელმიუწვდომელი ჯანდაცვა

30.05.2012 • • 1203
ხშირად ხელმიუწვდომელი ჯანდაცვა

ავტორი: ნინო კახიშვილი
ხელმისაწვდომი ჯანდაცვა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის _ შესრულდება თუ არა საქართველოს მთავრობის ეს დაპირება.

თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში 53 წლის მალხაზ საგანელიძე ინფარქტის შედეგად მოხვდა. როგორც მისი ოჯახის წევრები ამბობენ, ექიმებმა სისხლძარღვების შევიწროებული ნაწილების გაფართოების მიზნით, მას სტენტირების პროცედურის ჩატარება ურჩიეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ექიმების თქმითვე, განმეორებითი ინფარქტი შესაძლოა, სიკვდილით დასრულდეს.

სტენტირების პროცედურა ოჯახს, დაახლოებით, 1500 ლარი უჯდება. მათ არც სამედიცინო დაზღვევა გააჩნიათ და არც სიღარიბის ზღვარს მყოფთა ბაზაში ირიცხებიან. ამიტომ ნებისმიერი სამედიცინო ხარჯის დაფარვა თავადვე უწევთ.
„კიდევ კარგი, სხვა უფრო ძვირადღირებული ოპერაცია არ დასჭირდა, თორემ არ ვიცი რა გვეშველებოდა. ეს ფულიც პროცენტით ვიშოვე. ჩემი 200-ლარიანი ხელფასი ისედაც ძლივს გვყოფნის მთელ თვეს“ – ამბობს პაციენტის მეუღლე.
საქართველოს მთავრობის ახალი სტრატეგიის ერთ-ერთი გეგმა – ხელმისაწვდომი ჯანდაცვა ყველა მოქალაქისთვის, ამ ეტაპზე მთელ მოსახლეობაზე არ ვრცელდება. ამას როგორც სახელმწიფო, ასევე არასამთავრობო სექტორიც აღიარებს.

ომბუსდმენის აპარატში შესული განცხადებების საფუძველზე იკვეთება, რომ ერთჯერადი სტაციონარული დახმარება მცირეშემოსავლიან ადამიანს შეიძლება თვიური ხელფასის ოდენობის თანხა დაუჯდეს.

სახალხო დამცველის აპარატში ამბობენ, რომ საქართველოში ოჯახის წევრის ავადმყოფობამ შეიძლება მთელი ოჯახი გააღატაკოს.

ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით უთანასწორობაზე, თავად ანდრია ურუშაძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიც საუბრობს.

„ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ წარმატებაზე სოციალური უფლებების საკითხებში, ამავე დროს არ ვერიდებით ვისაუბროთ საქართველოში არსებულ დღევანდელ პრობლემებზე. იმ უთანაბრობაზე, რომელიც სოციალურ და ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას უკავშირდება. ჯერ კიდევ შორია იქამდე, როდესაც თითოეული მოქალაქე, ამ მხრივ დაცული იქნება“ – ამბობს ურუშაძე.
სახელმწიფოს ჯანდაცვის ახალი სტრატეგიის მიხედვით, ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს ორიენტირებული პაციენტის საჭიროებაზე და არა – მის გადახდისუნარიანობაზე, თუმცა, რამდენად იქცევა ეს რეალობად, ჯერ უცნობია.

ბოლო მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 25 %-მდეა დაზღვეული რაიმე ტიპის დაზღვევით. ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების უმეტესობა კი, გარკვეული სამიზნე ჯგუფებისთვის არის განკუთვნილი და მთელ მოსახლეობას არ მოიცავს.

„განვითარებადი ქვეყნებისთვის დამახასიათებელი შეზღუდული რესურსების პირობებში, პროგრამებით მიწოდებული მომსახურება შეიცავს შეზღუდვებს ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით და ძირითადად თანადაფინანსებით ხორციელდება. მოსარგებლეები ძირითადად ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით არიან დაყოფილი და მომსახურების უმეტესობა ბავშვების და 60 წელს გადაცილებული მოსახლეობისთვის არის განკუთვნილი,“ – ამბობს სახალხო დამცველის წარმომადგენელი ირაკლი მჟავანაძე.

ირაკლი მჟავანაძე აღნიშნავს, რომ ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, ჯანმრთელობის დაცვის უფლება ირღვევა იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არ არიან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ და მათი სარეიტინგო ქულა 70-დან 100 ათასამდე მერყეობს.

„ამ კატეგორიაში მოხვედრილი თბილისში მცხოვრები პირების ჯანმრთელობის დაზღვევას მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს, მაგრამ რეგიონების მოსახლეობა დაზღვევის გარეშეა დარჩენილი, რაც ერთი და იმავე სტატუსის მქონე პირებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს. ასევე, ორსული ქალები, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა აღემატება 70 000-ს, ვერ იღებენ უფასო სამეანო მომსახურებას, რაც მათი ოჯახების გაღატაკებას იწვევს“.

ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით ჯანდაცვის უფლების განხორციელების ერთადერთ დადებით ტენდენციად არასამთავრობო სექტორი უღარიბესი მოსახლეობის მონაცემთა ბაზის შექმნასა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის პროგრამას ასახლებს. 2010 წლიდან სადაზღვევო პაკეტს დაემატა ახალი კომპონენტი – მედიკამენტების ხარჯი (წლიური ლიმიტი 50 ლარი და 50 %-იანი თანაგადახდა), რასაც ასევე დადებით ტენდენციად მიიჩნევენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, თუმცა აქვე ამბობენ, რომ მედიკამენტებზე ფასების ზრდის გათვალისწინებით, აღნიშნული დახმარება მინიმალურ საჭიროებაზე ბევრად დაბალია.

ოფიციალური ინფორმაციით, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამედიცინო დაზღვევით 2011 წლისთვის მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს. მათ შორის 900 ათასზე მეტი მოქალაქე სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფია.
სამედიცინო მომსახურების ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის თვალსაზრისით, ჯანდაცვის ახალი სტრატეგია 2015 წლამდე დაზღვეული მოსახლეობის რაოდენობის მინიმუმ 2.5 მილიონამდე გაზრდას აპირებს.

მთავრობის ახალი გეგმის შესაბამისად, 2012 წლის ბოლოდან ყველა ასაკის პენსიონერი და ხუთ წლამდე ბავშვი სახელმწიფოს მხრიდან იქნება დაზღვეული.
ხუთი წლიდან საპენსიო ასაკამდე მოქალაქეებისთვის კი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის კუთხით, მთავრობა კერძო სადაზღვევო კომპანიების განვითარების აქტიურ მხარდაჭერას აპირებს. თუმცა, რამდენად შეუწყობს სადაზღვევო კომპანიების მხარდაჭერა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას, სტრატეგიის მიხედვით, კონკრეტულად გაწერილი არ არის.

ახალი საავადმყოფოების ახალი ინფრასტრუქტურა კი, ჯანდაცვის ექსპერტთა მოსაზრებით, ჯანდაცვის სერვისების ღირებულებას კიდევ უფრო გაზრდის, ვინაიდან ძვირადღირებული აღჭურვილობის შეძენისთვის გაწეული ხარჯები საავადმყოფოების მხრიდან, დროის გარკვეულ პერდიოში უნდა ამოიღონ.
ჯანდაცვის საკითხთა მკვლევარისა და საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ დირექტორის, გიორგი გოცაძის თქმით, ჯანდაცვის ფასის ღირებულებას ის სტატისტიკაც ზრდის, რომლის მიხედვით საშუალოდ, საქართველოში საავადმყოფოს ექიმი თვეში მხოლოდ 2.6 პაციენტს მკურნალობს, ხოლო პოლიკლინიკის ექიმი დღეში მხოლოდ სამ პაციენტს იღებს.

გოცაძე მიიჩნევს, რომ ექიმის ადეკვატური ანაზღაურებისთვის საჭირო თანხა, სწორედ ამ 2.6-მა პაციენტმა უნდა გაიღოს. რაც ჯანდაცვის მომსახურებაში თითოეული პაციენტის მიერ გადახდილ თანხას მნიშვნელოვნად ზრდის. ჯანდაცვის ფინანსური ხელმისაწვდომობა გარკვეულწილად სამედიცინო პერსონალის რაოდენობასა და კვალიფიკაციასთან არის კავშირში.

„ამ ექიმმა ისე რომ იმუშაოს, როგორც მისი ევროპელი კოლეგა და დღეში ათ პაციენტს მოემსახუროს, მაშინ ერთ პაციენტს გაცილებით ნაკლები დაუჯდება სერვისი. მინიმუმ ათ ოპერაციას უნდა აკეთებდეს კარგი ქირურგი, რომ მისმა კვალიფიკაციამაც მოიმატოს,“ – ამბობს გოცაძე.

გადაბეჭდვის წესი