მთავარი,სიახლეები

სამჯერ დავაყენეთ პატიმრების, მათ შორის მზია ამაღლობელის გათავისუფლების საკითხი – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

02.01.2026
სამჯერ დავაყენეთ პატიმრების, მათ შორის მზია ამაღლობელის გათავისუფლების საკითხი – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ საპატრიარქომ სამჯერ დააყენა [პოლიტიკური] პატიმრების, მათ შორის მზია ამაღლობელის გათავისუფლების საკითხი ხელისუფლებასთან, თუმცა „ამ საკითხს მსვლელობა არ მიეცა“.

„პატიმრებთან დაკავშირებით სამჯერ გვაქვს საკითხი დაყენებული, რომ მსუბუქად დანაშაული ვისაც შეიძლება ჩაეთვალოს, იქნებ გათავისუფლდეს, მათ შორის მზია ამაღლობელთან დაკავშირებით. ორჯერ მე თავად მქონდა ამის შესახებ საუბარი ხელისუფლებასთან. ერთხელ უშუალოდ მეუფე შიომ პრემიერთან დააყენა ეს საკითხი, არ მიეცა ამ საკითხს მსვლელობა,

ჩვენ ამას არ ვაფიშირებთ და არ გვინდა ნებისმიერი ჩვენი აქტივობა რაღაც პოლიტიკურ პოლუსზე აღმოჩნდეს ვიღაცის მიერ“ – თქვა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ გადაცემა ,,ერთსულოვნების დილაში“ 31 დეკემბერს.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: