მთავარი,სიახლეები

დენის გადასახადი იზრდება – სემეკი ახალ ტარიფებს დაადგენს

17.12.2025
დენის გადასახადი იზრდება – სემეკი ახალ ტარიფებს დაადგენს

ელექტროენერგიის გადასახადი იზრდება. ახალ ტარიფებს სემეკი 2025 წლის 29 დეკემბრის სხდომაზე დაადგენს. რამდენით გაიზრდება დენის გადასახადი, სემეკში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ.

„მარეგულირებელი კომისია 29 დეკემბერს კომისიის სხდომაზე დაადგენს ახალ სამომხმარებლო ტარიფებს ელექტროენერგიის სექტორში. ზრდა შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს. თუმცა დღეს კონკრეტული ციფრის და კონკრეტული ზრდის პროცენტის დასახელება გამიჭირდება, ვინაიდან მარეგულირებელი კომისია ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს საკითხზე.“ – განაცხადა დღეს, 17 დეკემბერს, დავით ნარმანიამ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკის] თავმჯდომარემ.

დავით ნარმანიას განცხადებით, ასევე უნდა გადაიხედოს ბუნებრივი აირის ტარიფებიც, თუმცა „ბუნებრივი აირის ტარიფების ზრდის მოლოდინი და წინაპირობები ამ ეტაპისთვის არ არსებობს, შესაძლოა, ძალიან მინიმალური კორექტირება იყოს“ – თქვა ნარმანიამ.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად „ბათუმელები“ სემეკს დაუკავშირდა, თუმცა კომისიაში სხვა ინფორმაცია ვერ მივიღეთ.

მარეგულირებელმა კომისიამ ტარიფები ბოლოს 5 წლის წინ დაადგინა და ტარიფების გადათვლა გეგმიური პროცესია. „ტარიფები კანონმდებლობის შესაბამისად და არსებული წესებით დაითვლება და დადგინდება“ – გვითხრეს სემეკში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: